გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაშავებულები და მათ თანმხლები პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო. ხარჯებს მთის კურორორტების კომპანია დაფარავს. ინფორმაცია უწყების გვრედზე ვრცელდება.
დაშავებულებთან ერთად მუშაობენ ფსიქოლოგებიც. დაშავებული უცხოელი ტურისტები და მათი ახლობლები ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისრტაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოინახულა.
გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.