ხუთშაბათი, სექტემბერი 4, 2025

დასახელდა მსოფლიოს ტოპ 25 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი – სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა

საფეხბურთო გამოცემა, Goal-მა სეზონის დასრულების შემდეგ დაასახელა ტოპ 25 საუკეთესო ფეხბურთელი.

ჩვენდა საბედნიეროდ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

“გულწრფელები უნდა ვიყოთ: ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავით, სარგებელს მოუტანდა თუ არა ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადასული ხვიჩა კვარაცხელია ახალ გუნდს – მით უმეტეს, რომ პარიზელებს საკმარისი რაოდენობის გარემარბები ჰყავდათ. თუმცა, საბოლოოდ ეს ტრანსფერი სწორედ ის აღმოჩნდა, რაც, როგორც კლუბს, ისე თავად კვარაცხელიას სჭირდებოდა.

პარკ დე პრენსზე ქართველმა ჯორჯ ბესტმა დაიბრუნა ფანტასტიკური სათამაშო ფორმა, რომლითაც ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მის მიერ ფლანგზე ნაჩვენები საოცარი თამაში პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა და ხვიჩა ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად იქცა,“ – წერს Goal.

ტოპ 25 ასე გამოიყურება:

ალისონ ბეკერი, ტიბო კურტუა, ჯანლუიჯი დონარუმა, ალესანდრო ბასტონი, დანი კარვახალი, რუბენ დიაში, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ანტონიო რუდიგერი, ვირჯილ ვან დეიკი, ჯუდ ბელინგემი, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, პედრი, როდრი, ფაბიან რუისი, ბერნარდუ სილვა, ვიტინია, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია კილიან მბაპე, მო სალაჰი, ლამინ იამალი, ვინისიუს ჟუნიორი,

ცნობისთვის, Goal-მა მოთამაშეები თანმიმდევრულად არ დაალაგა. გამოცემამ უბრალოდ სეზონის საუკეთესო გუნდი შეკრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.როგორც მედია წერს, ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წინ სურდა.გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მაკრონს პირობა წაუყენა, უარი უნდა ეთქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე. მოთხოვნას საფრანგეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა.ცნობისთვის, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა დადეს პირობა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად გაუქმებულია, როგორც სერიოზული პოლიტიკური აქტორი აღარ არსებობს, თუმცა მისი აკრძალვა იქნება სიმბოლური აქტიც, რომ მოღალატეების ადგილი არ არის ქვეყანაში

„ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად გაუქმებულია, ამ არჩევნებში ვეღარ გაბედეს მონაწილეობა. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც სერიოზული პოლიტიკური აქტორი აღარ არსებობს. თუმცა აკრძალვა იქნება სიმბოლური აქტიც, რომ მოღალატეების ადგილი არ არის ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას.მისი თქმით, ის იარები, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა საქართველოს და მის მოქალაქეებს მიაყენა, მოუშუშებელია.„13 წლის შემდეგაც, 20 წლის შემდეგაც და 30 წლის შემდეგაც ეს იარები იქნება გახსნილი. ტკივილები არ მოშუშდება. ასეულობით ნაწამები ადამიანი, ასეულობით ქუჩაში ჩაცხრილული, ასეულობით ადამიანი, რომლებიც გარდაიცვალნენ ციხეებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მკურნალობდნენ ან იმიტომ, რომ აწამებდნენ და მათი გადარჩენა იყო შეუძლებელი. ეს ტკივილები მათ ოჯახებში მუდამ დარჩება. იარა, რომელიც იმ მოღალატე ხელისუფლებამ დაამჩნია საქართველოს, როდესაც მათ მინიმუმ არ ააცილეს ქვეყანას ომი, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველო ამ ომში ჩართული აღმოჩენილიყო, დატოვეს რუსეთთან პირისპირ და 20% ტერიტორიების დაკარგეს. ეს იარა არის მოუშუშებელი. მოუშუშებელია ის იარა, რომელიც მათ მიაყენეს საქართველოს, ქართულ ჯარს, როდესაც ომის დამთავრებიდან ორ თვეში მათ სტრასბურგში, რეზოლუცია 16 33-ს ხელი მოაწერეს, სადაც ქართულ ჯარს დააბრალეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. ქართულ სახელმწიფოზე თქვეს, რომ ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი და რუსეთი აქ იყო, როგორც მოპასუხის როლში მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის მოუშუშებელი იარა და ამ ყველაფერს სჭირდება პასუხი.აი, სწორედ ეს არის ღალატი, როდესაც ჯერ იწყებ ომს და შემდეგ ამ ომში ტოვებ საკუთარ ხალხს ისე, რომ არც კი აფრთხილებ. არათუ არ გამოგყავს საომარი ზონიდან, არამედ არც კი აფრთხილებ. და უფრო მეტიც, ჩვენ კომისიაზე მოვუსმინეთ არაერთ მოწმეს, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ არათუ არ გვაფრთხილებდნენ, არამედ პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ არაფერი გემუქრებათ, ჯარი კი გადის მაგალითად, კოდორის ხეობიდან, მაგრამ თქვენ დარჩით, თქვენ არავინ გერჩით.ჩანს, რომ მათი სურვილი იყო, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. იმიტომ, რომ ამით უცხოეთს უკეთ დაანახებდნენ, როგორი მსხვერპლი არის საქართველო, როგორი დაუცველია და როგორი აგრესორია რუსეთი. მათ არ აინტერესებდათ რამდენი ადამიანი გარდაიცვლებოდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციაზე: ყოველი არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის მფარველები ცდილობენ, რომ მათ რაღაც დამხმარედ გადმოუგდონ, თუმცა ახლა ის არჩევნებია, სადაც ვერანაირი დახმარება ოდნავადაც კი...

ყოველი არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის, მავნებელი ოპოზიციის მფარველები ცდილობენ, რომ მათ რაღაც დამხმარედ გადმოუგდონ, თუმცა ახლა ის არჩევნებია, სადაც მათ ვერანაირი დახმარება ოდნავადაც კი ვერ გაუუმჯობესებს მდგომარეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, რადიკალები ყველაფერს აკეთებენ ბრიუსელში მისთვის, რომ როგორმე ქართველ ხალხს შეუწყდეს ვიზალიბერალიზაცია და არ გვქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება.„ყოველი არჩევნების წინ რადიკალური ოპოზიციის, მავნებელი ოპოზიციის მფარველები ცდილობენ, რომ მათ რაღაც დამხმარედ გადმოუგდონ, თუმცა ახლა ის არჩევნებია, სადაც მათ ვერანაირი დახმარება ოდნავადაც კი ვერ გაუუმჯობესებს მდგომარეობას, ვერ უშველის, მითუმეტეს, შველაზე არც არის ლაპარაკი. ეს არის ამ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის თემა. რა მოხდება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძნელი სათქმელია წინასწარ. სურვილი და იმედი მაქვს, რომ არაფერიც არ მოხდება, თუმცა არც გამოვრიცხავ, მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამეა - ქართული მოღალატე „ენჯეოები“ და მოღალატე პარტიები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რომ მოქმედებენ მუდმივად. ყველაფერს აკეთებენ ბრიუსელში იმისთვის, რომ როგორმე ქართველ ხალხს შეუწყდეს ვიზალიბერალიზაცია და არ გვქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება.პარალელურად, ისინი ცდილობენ ეს აჰკიდონ ხელისუფლებას. ერთხელ როდესაც ვთქვი, ისე მიდის ვითარება არ გამოვრიცხავ დროებითი შეჩერება მოხდეს, ამას მოჰყვა წარმოუდგენელი ქარიშხალი, რომ ე.ი. წინასწარ გვაჩვევენო ამ აზრს. ე.ი. ერთის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, მთლიანად რომ ვერ გააუქმებენ გასაგებია, მაგრამ, ვთქვათ 9 თვიანი შეჩერების მექანიზმი იქნებ როგორმე აამოქმედონ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და მეორეს მხრივ, როდესაც იტყვი, რომ ისეთი ძალები მოქმედებენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ორი სახელმწიფო იქით, ორი სახელმწიფო აქეთ, ასე წყდება ეს ყველაფერი და შეიძლება 9 თვიანი შეჩერების მექანიზმი აამოქმედონ, აქეთ გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენი სურვილია ეს, გავწყვიტოთ ურთიერთობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„მე გაძლევთ დავალებას…“ – პატრიარქის მიმართვა ვრცელდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ლოცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ბავშვებს და მათ ქადაგებით მიმართავს.სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ასეთი ქადაგება გაიხსენეს, სადაც მისი უწმინდესობა ბავშვებს კონკრეტულ რჩევა-დარიგებას აძლევს:„თქვენ იცით, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან შემოვიდა, ხოლო IV საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.ღვთის განგებით, ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეშივე ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ასეთი დიდი მადლი და წყალობა მიანიჭა უფალმა საქართველოს.ამიტომაც უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მარად გვახსოვდეს, რამ გადაარჩინა ჩვენი სამშობლო. იგი იხსნა ღმერთმა, მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ამგვარი გზით უნდა ვიაროთ ჩვენც…ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ხშირად ჩამოდით თბილისში. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი არის წმინდა სამების სახელობის.ერთად შეკრული ხელის პირველი სამი თითი წარმოადგენს წმინდა სამების სიმბოლოს. ახლა ყველამ ერთად გადავიწეროთ პირჯვარი და ჩემთან ერთად გაიმეორეთ სიტყვები:„სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ“.ამჯერად რასაც ვიტყვი, ისიც გაიმეორეთ:„უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო! ამინ“.ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო!ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ, აუცილებლად ილოცეთ. პირველი ლოცვა კი ასე თქვით: „უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!“ ჯერ საქართველოსთვის ილოცეთ, მერე თქვენი თავისთვის, მშობლებისა და ახლობლებისთვის.

ემანუელ მაკრონი – ევროპელები მზად ვართ, შევთავაზოთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას, როცა სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, მოსამზადებელი სამუშაო დასრულდა, ახლა ის პოლიტიკურ დონეზე დამტკიცდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მზად არის და „მსურველთა კოალიცია“ მას ოფიციალურად დაამტკიცებს.აღნიშნული განცხადება მაკრონმა პარიზში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.„ჩვენ, როგორც ევროპელები, მზად ვართ, შევთავაზოთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასა და უკრაინელ ხალხს იმ დღეს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება. ეს არის ვალდებულება, რომელიც ვაშინგტონში ავიღეთ. მოსამზადებელი სამუშაო დასრულდა, ახლა ის პოლიტიკურ დონეზე დამტკიცდება და საშუალებას მოგვცემს, ამ შეხვედრებისა და მოლაპარაკების შემდეგ, ხვალ მტკიცედ განვაცხადოთ, რომ მზად ვართ უკრაინისა და ევროპელებისთვის მყარი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა, ხვალ კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ბოლო სიახლეები