ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა ნაბი აკმარის მეჩეთთან შუა ლოცვის დროს მოხდა. სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.
დაჭრილები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ჰერათში აფეთქების ფონია 21 მარტს ქაბულში ასევ შიიტური მეჩეთის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც 33 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. ქაბულის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.