ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

დანილო დელა ვალე – ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ

საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია. და ეს მზია ამაღლობელის კონტექსტში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ იყოს ცარიელი ლაპარაკი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

„უნდა მივყვეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც ამჟამად ვაშინგტონი ახორციელებს. დღეს დაახლოებით 300 ადამიანია დაკავებული ამერიკაში. ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც აკავებენ, რადგან, მაგალითად, ამერიკაში არ სურთ ჯარში მსახურება. ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ. აქ განსაკუთრებით ვსაუბრობთ საქართველოზე – ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით რეპრესიებზე საუბარი სპეკულაციაა, სურვილი აქვთ, თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ

რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, სადაც ხელისუფლების მისამართით რეპრესიებზე საუბრობენ.კალაძის თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია, კანონი დაიცვას.„რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ, რა გამოდის, პოლიტიკოსის სტატუსი თუ გაქვს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვა დააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს, რომ უნდათ, ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ხალხის წინაშე და პირველები უნდა ვიყოთ, ვინც კანონს დაიცავს. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუ რაიმე სიბინძურე არსებობს, აკეთებს რადიკალური დაჯგუფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, მათი გადაწყვეტილება საინტერესო არაა.„საერთოდ არაა საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. ვიცით მათი დღის წესრიგი – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ რა პოზიცია ჰქონდათ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. დღეს უკვე პოზიცია შეცვლილი აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია“ — ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:„მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო; მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასევე, გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას;ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმების, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვის მოწოდებით გამოდის;მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოოს;სინანულს გამოთქვამს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთაც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ;ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.ამასთან, ევროპარლამენტარებმა შესწორება დაამტკიცეს და რეზოლუციას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი:„გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის გამო, როდესაც ზოგიერთი სამთავრობო უწყება, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო, ბოლო წელიწადნახევრის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამი სამუშაო დღის ვადაში ითხოვს. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად შეუძლებელია და სამიზნე ორგანიზაციების მუშაობისა და მათი საქმიანობის შეჩერების რისკს ქმნის“.

„ჰეზბოლა“ – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

„ჰეზბოლა“ ისრაელსა და აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.დაჯგუფება მხარდაჭერას უცხადებს ხამენეის და აცხადებს, რომ „ლიკვიდაციის მუქარები სულელური და უგუნურია“.„ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. უბრალოდ მათი გაჟღერებაც კი ასობით მილიონი მორწმუნის შეურაცხყოფაა და მათი, ვინც დაკავშირებულია ისლამთან. დღეს ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე და გაერთიანებული ვართ მის გარშემო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ „ჰეზბოლა“ არ ჩართულა ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში 13 ივნისს ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ. თუმცა, ლიბანურმა დაჯგუფებამ დაგმო ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები.

გაუსაძლისია ამ ქალბატონის ტკივილი,წყეულიმც იყავ, სააკაშვილო-რას წერს ია მეტრეველი

,,ღმერთოო! გაუსაძლისია ამ სადისტი, მანიაკი სააკაშვილის და მისი ზონდერების მიერ ჩადენილი, სასტიკი დანაშაულების შესახებ მოსმენა, გაუბედურებული ოჯახების მიერ , კომისიაზე . ქედს ვიხრი , ამ სათნო ქალბატონის, სასტიკად მოკლული, დათო ცინდელიანის დედის წინაშე, რომელიც ასე უდანაშაულოდ გაანადგურეს. თავს ვეღარ ვთოკავ ემოციებისგან. ძალიან ცუდად ვარ. გაუსაძლისია ამ ქალბატონის ტკივილის გააზრება, თუ რა დღეშია. ღმერთო, შენ გააჩინე სამართალი და მიუზღე ყველას, ამ მკვლელებს , ის რაც ეკუთვნით! წყეულიმც იყავ სააკაშვილო ,შე მანიაკო , რამეთუ შენა ხარ ამ ყველა უბედურების თავი და თავი !თქვენ კი, მოგმართავთ, ვინც ჯერ კიდევ სააკაშვილის და მისი სასტიკი რეჟიმის მომხრეები ხართ, დაფიქრდით ხალხნო, ვის უჭერთ მხარს , უყურეთ და მოისმინეთ მაინც, კომისიაზე გამოსული, გაუბედურებული ხალხის ისტორიები. წარმოუდგენელია, ამ ჯალათებს როგორ უნდა ჰყავდათ კიდევ, თუნდაც ცოტა , მაგრამ მაინც , მომხრეები. ეს რა უბედურება გვჭირს''-წერს ია მეტრეველის

თამარ არღვლიანი: ჩემს შვილს ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, დავით ცინდელიანის დედას, თამარ არღვლიანს უსმენენ.თამარ არღვლიანმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ მოხდა მისი შვილის გატაცება და შემდეგ მკვლელობა.„მოვყვები მოკლედ, როგორ გააუბედურა სააკაშვილის სადისტურმა მთავრობამ, სისხლისმსმელმა სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი იყო პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი – დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიბარეს ვითომ თათბირზე, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით. ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა დაიბარეს ქუთაისში ვითომ თათბირზე. როგორც კი ჩავიდნენ ქუთაისში, დახვდა ცხრაკაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისგან დავალებული ჰქონდათ, გაეტაცებინათ ჩემი უდანაშაულო შვილი. დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან. ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე და დახვრიტეს. ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

ბოლო სიახლეები