ორშაბათი, მაისი 19, 2025

დათო მაღრაძე: ნიკა წულუკიძის სპექტაკლი – „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი. ამ სპექტაკლით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება გადარჩა

ერთსაათიანი ტელევერსიით მოწოდებული ნიკა წულუკიძის სპექტაკლი – „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი, – აცხადებს დათო მაღრაძე.

„თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა ქართული კულტურა!

ერთსაათიანი ტელევერსიით მოწოდებული ნიკა წულუკიძის სპექტაკლი – „ქართული თეატრის ამბავი“ არის ჩვენი გადარჩენის ამბავი. ამ სპექტაკლით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება გადარჩა, რადგან მას დღევანდელობის სარკმლიდან შეუძლია, დაინახოს და არ გამორჩეს არტისტის შემოქმედების და ყოფის ყველა ის მთავარი ნიუანსი, რაც ქმნის ქართულ დღესასწაულს.

„ქართული თეატრის ამბავით“ ითქვა, რომ არტისტი ყოველთვის მართალია… მაშინაც, როცა ის უმადურია და რეჟისორს აძევებს თეატრიდან და მაშინაც, როცა ის შემდგომ, საკუთარ მსხვერპლს გულწრფელად დასტირის. არტისტი ყოველთვის მართალია, რადგან საკუთარ ცხოვრებას ის მთლიანად
სწირავს ჩვენს ცრემლსა და ღიმილს.

ნიკა წულიკიძემ ქართული თეატრის მაგალითზე წარმოაჩინა, ზოგადად, ქართული კულტურის ზოგადსაკაცობრიო და ნაციონალური ხასიათი, ანუ რით ვგავართ დანარჩენ სამყაროს და რა განგვასხვავებს მისგან. სპექტაკლიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ისტორია არ ნიშნავს წარსულს და რომ ისტორია სამივე დროის კუთვნილებაა, რადგან თანაგრძნობა წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთ ღვთაებრივ დროდ გარდაქმნის.

„ქართული თეატრის ამბავი“ ის შემთხვევაა, როცა წვეთში ოკეანე ირეკლება და წამში მარადისობაა მოხელთებული.
მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ „ქართული თეატრის ამბისათვის“ იპოვოს დრო და მონახოს ადგილი ან პარტერში, ან ტელეეკრანთან, რადგან: – თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა ქართული კულტურა!“, – აცხადებს დათო მაღრაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა წითლიძის განცხადებაზე – “შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მისი ინტერპრეტირება”

"ნაციონალური მოძრაობის" აღიარებად აფასებს "ქართული ოცნება" ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200 000 ხმა მიიღო."ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ანა წითლიძის განცხადებაზე მსგავსი შეფასებები, სიტყვებზე გამოკიდებაა."შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მისი ინტერპრეტირება. ამ საარჩევნო შედეგს არ ენდობა არც საქართველოს მოქალაქე და არც საერთაშორისო პარტნიორი.რა ციფრებიც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ის დაწერა ამ არჩევნებში. ამას ფიქრობს არა მხოლოდ ანა, არამედ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა", - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა კი აცხადებს, რომ ეს კონკრეტული ადამიანის განცხადებაა, ხოლო მათ პარტიას აქვს მტკიცებულებები, რიომ "არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული":"ეს გახლავთ კონკრეტული პიროვნების განცხადება. რაც შეეხება "ლელო - ძლიერ საქართველოს", ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს საარჩევნო უბნებზე ძალიან მძიმე დარღვევების ფაქტებზე.პროცესები, რომელიც ხდებოდა სასამართლო უწყებებში და ცესკოს საოლქო კომისიებში, გახლავთ მთლიანი მოცემულობა იმისა, რომ გვქონდა საუბრის საფუძველი - არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული", - განაცხადა ლანა გალდავამ.

გიორგი კახიანი – ოპოზიცია არჩევნების თაობაზე ამომრჩეველს იმდენ ტყუილს ეუბნებოდა, რომ ახლა თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან მოქცეული

ოპოზიცია არჩევნების თაობაზე ამომრჩეველს იმდენ ტყუილს ეუბნებოდა, რომ ახლა თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან მოქცეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.როგორც კახიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს, საჯაროდ არ ამბობენ და ამომრჩეველს ატყუებენ.„ზოგიერთს რეგიონებში სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. კარგად იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, რადგან მათი რეიტინგი მძიმეა. დარწმუნებული ვართ, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ისინი ელოდებიან, ქვეყნის გარედან პატრონები რას ეტყვიან. დიდი ალბათობით, მათი მითითება იქნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ლუკა კურტანიძე – ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ, თავისუფლების მოედანზე რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ, დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“

ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ, ლიკვიდირებაც მოეხდინათ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.ლუკა კურტანიძის თქმით, დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება.„რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ-ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ. ბრძანება იყო მიცემული, რომ სამაგალითოდ, სახალხოდ დავესაჯეთ. დამაპატიმრეს, ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. როდესაც დასჯილი ავყავდით ხელბორკილებით, მთავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ, დათა ახალაია მოვიდა და შეურაცხყოფილად მითხრა, „შენ აქ რა გინდა“, ეს ვიდეოშიც ჩანს. სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ. დათა ახალაიასთან იყვნენ სხვა ადამიანებიც. ორი პოლიციელი გადამეფარა, რომლებიც ალბათ სხვა დაჯგუფებიდან იყვნენ და მათ უნდოდათ, გავერიდებინეთ, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ახალაიას ექვემდებარებოდა, იმ ბიჭებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ როცა ამიყვანეს და თბილისის ცენტრალურ სამმართველოში გადამიყვანეს, დერეფანი გააკეთეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ და ვიდრე რამდენიმე სართულზე ავიდოდი, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა“, –  განაცხადა ლუკა კურტანიძემ.ამასთან, როგორც ლუკა კურტანიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას საკუთარ ერზე და არა ძალადობას.„პირველ რიგში, ახალგაზრდებსა და ახალ თაობას ვეტყოდი იმას, რაც ხდებოდა. ხელისუფლებაში როდესაც ხარ და ძალაუფლება გაქვს, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ის არის, რომ არ უნდა გაგექცეს ძალაუფლება, რომელიც ხელში გიჭირავს. ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას, რაც ათასობით ადამიანმა განიცადა. დაინგრა უამრავი ადამიანის ოცნებები და ფიქრები. საქართველო – სამშობლო, სახელმწიფო არის ყველასი, მაგრამ მისი მართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ახლა თუ რამე ნაბიჯები იდგმება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალ თაობას, მომავალ ხელისუფლებას ვუთხრათ, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო. რა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და როგორ გიყვარდეს შენი სამშობლო და დანარჩენი მსოფლიოსგან არ იყო იმ ეროვნული ღირებულებებით გამიჯნული, რომელიც შეგინარჩუნებს შენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, იქნები დანარჩენი მსოფლიოსთვის ისეთი საინტერესო, როგორიც არის სახელმწიფო საქართველო. დღევანდელი ეს გამოძიებაც ემსახურება იმას, რომ არცერთ ხელისუფლებას მომავალში არ მიეცეს ცდუნება, ჭარბი ძალაუფლების დროს მოხდეს ისეთი უბედურება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა და ათასობით ადამიანმა მაშინ მივიღეთ. დღეს არის ის თავისუფლება, ვფიქრობ, ცოტა ზედმეტიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი რეალობა“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს.როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა.„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში

ლუკა კურტანიძე – კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, 26 მაისის აქციაზე ისეთი დასჯა, დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას

კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.ლუკა კურტანიძის თქმით, ცნობადი ადამიანების სამაგალითოდ დასჯა ხდებოდა, რათა დანარჩენი ხალხისთვის ეს ყოფილიყო მაგალითი, რომ არავის დაინდობდნენ.ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ 26 მაისის აქციაზე ხალხი პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა.„ყველა სფერო მოიცვა იმ შიშმა, იმ რეჟიმმა, რომელიც მაშინ სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა, იმხელა პროტესტი მქონდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო ცხოვრება. ამიტომ მქონდა ბედნიერება, საქართველოსთვის სამართლიანობისთვის მებრძოლა და ნაციონალური რეჟიმის დასასრულისთვის ჩვენი სიტყვა გვეთქვა. აქცია 21 მაისს დაიწყო, მანამდე წინ უძღოდა მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრები, შემდეგ 25-ში გადმოინაცვლა პარლამენტის წინ. მიუხედავად ინფორმაციისა, რომ იქნებოდა სადამსჯელო სპეცოპერაცია, უამრავი ადამიანი გადაცმულფორმიანი მოდიოდა და გვაფრთხილებდნენ, რომ დაშლილიყო აქცია, მაგრამ ათასობით ადამიანი დარჩა. ლიდერებს, რომლებიც იქ ვიყავით, გვქონდა უდიდესი პასუხისმგებლობა, ამ აქციაზე ბოლომდე ვყოფილიყავით. როცა მოსაღამოვდა, უფრო და უფრო დაიძაბა ვითარება და 25 მაისის მიწურულს, თორმეტს აკლდა 10 წუთი, მერიიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი, დოლიძე მობრძანდა, წაიკითხა, რომ უნდა დავშლილიყავით, თორემ დაიწყებოდა სპეცოპერაცია.ხალხს, რომელიც იქ ვიყავით, გვქონდა პასუხისმგებლობა და ვიდექით ჩვეულებრივად, ყოველგვარი დესტრუქციული ნაბიჯების გარეშე, ატრიბუტებს, რომლებიც მოწყობილი იყო 26 მაისისთვის, ყველა ვუფრთხილდებოდით, ყველაფერს ვიცავდით, რომ რამე არ დაზიანებულიყო.ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს იმ მარაზმს, რაც ხდება, როდესაც ბორდიურზე გადასვლა კი არა, იწვის პოლიციის მანქანები, ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელით ეხება პოლიციას და ა.შ. შედარება არ შეიძლება, მაშინ ჩვენ ვიცავდით იმ პროტოკოლს, რასაც მშვიდობიანი დემონსტრაცია ჰქვია. 26 მაისის პირველ წუთებზე დაიწყო შემოტევა სხვადასხვა მხრიდან და რკალი ნელ-ნელა შეიკრა.მხუთავი საშუალება იყო გამოყენებული, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, დაიწყო დარბევა, დასჯა მომიტინგეების და სასტიკი გასწორება, რომელიც ყველამ ვიცით.მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი საქართველოს და საქართველოს სახელით უმაღლეს კვარცხლბეკზე თვალცრემლიანი ვიდექი, რადგან ერს და სამშობლოს ვემსახურებოდი. კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და ისე დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას. აქ იყო მაგალითი, რომ გაგანადგურებთ ყველას და ამ ხალხს, ვინც თქვენთვის მაგალითია. პირველ რიგში, ისინი ისჯებოდნენ სამაგალითოდ, რომ შიში, რომელიც სუფევდა, უფრო გაღრმავებულიყო“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ბოლო სიახლეები