ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

„დავლიოთ თუ არა იოდი…“ – არჩილ მარშანია მოსახლეობას მიმართავს

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს:

„ირანში ბირთვული ობიექტები დაიბომბა. ამიტომ, ყველაზე ხშირად ორი შეკითხვა ისმის: ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დაბომბვის გამო, არსებობს თუ არა რადიაციის საფრთხე და დავლიოთ თუ არა იოდი.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს. არაფერი ამის გამო არ უნდა გავაკეთოთ და არა, არანაირი იოდი არ უნდა დავლიოთ. ჩვენთვის რადიაციული საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ირანში ეს ბირთვული ობიექტები რეაქტორები არ არის, როგორიც მაგალითად, ჩერნობილში იყო. მათი უმეტესობა ურანის გამამდიდრებელი ობიექტებია და არა რეაქტორები. რადიოაქტიური იოდი კი მუშა რეაქტორში წარმოიქმნება.

შესაბამისად, არც იმ ტიპის დაზიანება და საფრთხეა ჩვენთვის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება, ვიფიქროთ. ახლა ჩვენთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს და დიდი ალბათობით, არც მომავალში იარსებებს. თუ რაიმე მოხდება და ჩვენთვისაც საფრთხე აღმოჩნდება, რაც არა მგონია, რომ ასე იყოს, ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზე გაცხადდება. ამიტომ, ჯობს, მშვიდად ვიყოთ და უაზრო პანიკას არ ავყვეთ. თუ ამ საკითხით დაინტერესდებით, მხოლოდ სანდო და ოფიციალური სააგენტოს ინფორმაცია წაიკითხეთ და არა ცალკეული სტატიები.“-ამბობს ექიმი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქართველმა ქალმა საბერძნეთში 65 ჰექტარი ტყე გადაწვა – რას წერს მედია

30 წლის ქართველმა ქალმა საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე 65 ჰექტარი ტყე გადაწვა.კუნძულზე ხანძრის 85 კერა გაჩნდა.ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველმა ქალმა ბრალი უკვე აღიარა. მისი თქმით, 23 ივნისს სიგარეტის ნამწვი იმ ადგილას ჩააქრო სადაც ხანძარი გაჩნდა.მედიის ინფორმაციითვე, ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობს.ხანძარი კვირა დღეს გაჩნდა და მისი ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს – ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ პროცესებს თავს

ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.ის ადვოკატებისა და დანარჩენი ბრალდებულების შუამდგომლობას დაეთანხმა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. თუმცა, გალუსტაშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.„რაც შეეხება თქვენს აცილებას, ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ აქამდე კეთილი ადამიანის როლი, ახლა გადაიქეცით ადამიანად, ესეც ჩემი შეფასებაა და არა შეურაცხყოფა, ზემოდან გვიყურებთ - "მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ არავინ არ ხართ" - ასე გვეუბნებით რაღაცას - ვიტყვი ასე და ასე უნდა იყოსო. გეუბნებით, იურიდიულად რაღაცებში ვერ ვერკვევით, აგვიხსენით-მეთქი. წინა სასამართლოზე გითხრათ ადვოკატმა, ამ დღეს და ამ დღეს სხდომა არ ჩანიშნოთო, აქ ადვოკატი ითხოვდა, წამაკითხეთ კანონიო, რომლის წაკითხვასაც წუთი, წუთნახევარი უნდოდა, რისი უფლებაც არ მიეცით, გავიდა ორი საათი. ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს. მუქარები რა საჭიროა, არც ვყვირით აქედან. ერთ რაღაცას გეტყვით ბოლოს, მართალ ადამიანს არ სჭირდება 20 წლის ბავშვის ციხეში ჩასმა, მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ, დაელაპარაკებიან, განუმარტავენ, აუხსნიან",- განაცხადა ცხადაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები, სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა.მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა.სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების ოთხ თანამშრომელს,  მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცა უწყების ხუთ თანამშრომელს.პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო  სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია – დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა, დაკორექტირდა.ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის და ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი კადრები თავად გაავრცელოს.„გააჩნია მედიას - პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სწორედ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა და არამხოლოდ. ყველა ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს. მთავარი, რისთვისაც სასამართლო არსებობს, ეს არის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ადამიანებს თავისუფლად ჰქონდეს შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე თავიანთი უფლებები დაიცვან, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და იმუშაოს მშვიდ გარემოში.ამის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ცვლილებები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლო მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სასამართლოს შესაძლებლობა ექნება თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები, ხოლო თუ მედიას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ მხარეებთან ინტერვიუ ჩაწეროს - ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი და სხდომათა დარბაზი არ და ვერ შეიძლება იყოს შოუს დადგმის ადგილი”, - განაცხადა გორდულაძემ.გორდულაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, რომ სასამართლოს ორგანიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვერანაირად ვერ იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში თავდაპირველად დაინიცირებულ ვარიანტით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა.ამასთან, კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, შესაძლოა, ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე დადგეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრის წინაშე დგას. ამის შესახებ სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვეს მთელი კომისიის გადადგომის შუამდგომლობისთვის მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი შეტყობინებების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.„ფაინენშელ თაიმსის“ მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, გადაურჩება მომავალი თვისთვის დაგეგმილ კენჭისყრას, თუმცა, შესაძლოა, იგი იძულებული გახდეს, მეტ კომპრომისზე წავიდეს როგორც მემარცხენეებთან, ასევე მემარჯვენეებთან მიმართებით, მათი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.რუმინელმა ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ გამოცემას განუცხადა, რომ ის შუამდგომლობას 26 ივნისს წარადგენს, საჭირო 72-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ. პიპერეას განცხადებით, მის ინიციატივას მხარს უჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის საკუთარი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ზოგიერთი წევრი.დეპუტატის თქმით, წარმატების შანსები მცირეა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „შესაძლებლობას იძლევა ურუსლა ფონ დერ ლაიენის მიმართ კონსტრუქციული და დასაბუთებული კრიტიკისთვის“. პიპერეამ ასევე განაცხადა, რომ ეს კომისიას ავალდებულებს, განიხილოს შეშფოთება და წარმოადგინოს დასაბუთებები.„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ პიპერეას შუამდგომლობა ე.წ. ფაიზერგეითის სასამართლო საქმეს ეფუძნება, თუმცა ასევე აკრიტიკებს მის დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. ეს არის საჩივარი, რომელსაც იზიარებენ ცენტრისტები და მემარცხენე ევროპარლამენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ ის ხშირად გვერდს უვლის ბლოკის ერთადერთ პირდაპირ არჩეულ ინსტიტუტს და ზედმეტად კეთილგანწყობილია ევროკავშირის მთავრობების მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის ვოტუმის დაწყების ზღვარი დაბალია, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი კომისიის გადაყენებას ევროპარლამენტარების ხმათა ორ მესამედზე მეტი დასჭირდება. ასამბლეა 720 წევრისგან შედგება და ერთი წლის წინ მის პრეზიდენტად არჩევას 401-მა წევრმა დაუჭირა მხარი.ცნობისთვის, ევროკავშირის სასამართლომ მაისში კომისიის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება ურსულა ფონ დერ ლაიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის ტექსტური შეტყობინებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ დავაზე. „ნიუ იორკ თაიმსმა“ საქმე მას შემდეგ წამოიწყო, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდმა შეტყობინებების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ უარყო კომისიის არგუმენტი, რომ მას არ შეეძლო შეტყობინებების პოვნა.

ბოლო სიახლეები