კვირა, იანვარი 5, 2025

დავით ჩერქეზიშვილი – ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს

ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს, როგორი უნდა იყოს  მართვის პროცესი. ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებიგან გვაქვს, უნდა იყოს სწრაფად რეალიზებული, ამასთან ერთად, მივიღოთ სწრაფი განვითარება. ტყიბული იმსახურებს პროგრესს და მიიღებს პროგრესს – განაცხადა „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატმა დავით ჩერქეზიშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის, რომ  მიეცა შესაძლებლობა ემსახუროს ქალაქს, რომლის განვითარება უმნიშვნელოვანესია.

„გამოცხადებულ ნდობაზე მნიშვნელოვანი, ნდობის  გამართლებაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქზე, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. თაობები, რომლებიც ქმნიდნენ ჩვენი ქალაქის ჭეშმარიტ სახეს, იყვნენ დიდი გულების,  მაღალი შეგნების და ძალიან დაფასებული ადამიანები. ამ დიდი თაობის წარმომადგენლები დღესაც დააბიჯებენ ჩვენს ქალაქში, რამდენიმე მათგანი ესწრება ღონისძიებას. მინდა თქვენთან ერთად პატივი ვცეთ და მივესალმოთ მათ. პრემიერი ბრძანდებოდა ჩვენს შეხვედრამდე მეშახტეებთან, ორიოდე დღის წინ  მეშახტის დღე იყო, მინდა შევუერთდე მილოცვებს და თქვენთან ერთად მივულოცო ჩვენს მეშახტეებს, ვუსურვო კეთილი, ბედნიერი, უსაფრთხო მომავალი.

ტყიბულის ქვანახშირის საბადო, ისტორიულად ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. დღეს ის  176-ე წელს ითვლის. ჩემი ოჯახი ტყიბულის დაარსებიდან ამ ქალაქის მკვიდრია და შესაბამისად, ჩემთვის ეს  ფასეულობა უზარმაზარია.  ხალხი, რომელიც  ჩემთან ერთად  ცხოვრობდა, ცხოვრობს, ჩემს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, წინაპრებთან, აწ უკვე ჩემს შვილებთან ერთად, დიდი ერთობის მაგალითია და თუ  გამოჩნდა საჭიროება, რომ უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქში, დედულეთში, აქ ამ ვალდებულების წინაშე ვდგევარ. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, ტყიბული იყოს რაც შეიძლება სწრაფად განვითარებული და ჩვენი ამოცანაა, ამ მხარდაჭერის ეფექტიანი რეალიზება. ტყიბულს ელოდება სწრაფი განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჯანდაცვა,  კულტურა, განათლება, ტურიზმი, რომელიც  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა რომელიც გვაქვს, ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ 41, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გულგატეხილობაზე,  უიმედობაზე, ვირჩევთ პროგრესს, განვითარებასს და ერთობას“ – განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.

მერობის კანდიდატმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატების წარადგინა. ესენი არიან:  ირაკლი აბესაძე, რომან მაწკეპლაძე, ზვიად კუბლაშვილი, იზოლდა ნემსაძე, გიორგი ნანიკაშვილი, გრიგოლ ჩიხლაძე, მანუჩარ გოტიაშვილი, გიორგი ავალიანი, როლანდ არსენაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„დღევანდელი კადრები…“ – ვრცელდება ილია მეორეს ვიდეო საპატრიარქოდან

ვრცელდება ილია მეორეს კადრები საპატრიარქოდან. ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და საპატრიარქოს ტელევიზიის წამყვანი ელისაბედ აბულაძე ავრცელებს. „დღევანდელი კადრები. ვულოცავთ ჩვენს დიდ პატრიარქს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით და მადლიერებით 04.01.2025“, - წერს ტელეწამყვანი. ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 92 წლის გახდა.

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:  თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108 ლიბერთი: #GE11LB0711192526466000 საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635  დანიშნულება: #ნინი  საკონტაქტო ნომერი: 500880528

“ვისოლმა” სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა

"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა.„პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული „კაცო!“ და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა - ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა.სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: „კაცო, ამბროლაურში ძველ დროს იყო ძალიან საჭირო აეროპორტი, სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა ეგ ამბავი...“

საპროტესტო აქცია რუსთაველზე

პარლამენტთან  აქცია გრძელდება – ცოტა ხნის წინ სამანქანო გზა გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.

ბოლო სიახლეები