სამშაბათი, აპრილი 15, 2025

დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის ცალმხრივ მეგობრობას ეხმიანება.

დეპუტატი იხსენებს გადადგა თუ არა უკრაინამ რაიმე ნაბიჯი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მხარდასაჭერად.

„სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე – „მეგობარმა“ უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით…“, – წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 1 თვის თავზე შეიკრიბა უკრაინის რადა, თუმცა საქართველოს მხარდამჭერი რაიმე რეზოლუცია არც მაშინ და არც შემდგომ არ მიუღია.

დავით ქართველიშვილი ასევე იხსენებს უკრაინის რადას წევრების მიერ მხარდაჭერილ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს.

„უკრაინასთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფ საქართველოში, განსაკუთრებით „2003-2012 წ.წ.“ შემსწავლელი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, აგვისტოს ომის ამსახველ მოვლენებთან დაკავშირებით, ურიგო არ იქნებოდა ეს ფაქტებიც გაგვეხსენებინა:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია;

პირიქით, სექტემბერში დარეგისტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის, საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდიფერენტულობა – თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება);

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს – “რეგიონების პარტიის” (რომლის ლიდერი ვ. იანუკოვიჩი, ამისთვის “მადლიერების” ნიშნად სააკაშვილმა “ბრწყინვალების ორდენით” დააჯილდოვა), კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა – ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან – 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!));

იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუციის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო;

უკრაინული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ტრადიციებში: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს – ქვემოდან დააკაკუნეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა გაიღო რეგიონების პარტიამ (140), კომუნისტურმა პარტიამ ხმა – 27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ -მა და НУНС -მა არც ერთი ხმა არ მისცეს, თუმცა იყვნენ თავშეკავებული (!!!), ანუ ინდიფერენტულები და გულგრილნი “მეგობარი” ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ;

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო – 196 ხმა (!!!)(

ხოლო დეპუტატთა მაქსიმალურმა რაოდენობამ – 217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No3059 );

2009 წლის 9 მაისს, „მეგობარ“ საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე – “მეგობარმა” უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით…“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვის მოუსმენენ 15 აპრილს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე?

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, კომისიის შემდეგი სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.მისივე ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე ჯონდი ბაღათურია გამოიკითხება.როგორც სუბარმა აღნიშნა, მორიგი სხდომის თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას შეეხება”.“ხვალ, ანუ სამშაბათს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ხვალ არის პლენარული სხდომა, ამიტომ ჩვენ 12:00 საათამდე, ანუ დილის 10:00 საათიდან უნდა მოვასწროთ სხდომის ჩატარება. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოწვეულია ჯონდი ბაღათურია. საკითხებია: მის მიერ თავის დროზე გაკეთებული გამოძიებები, რომლებიც ეხება სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას. მთელი ოჯახური კლანი იყო ამ საქმეში ჩართული და ამაზე ჯონდი ბაღათურიაზე უფრო მეტი გამოძიება არავის არ აქვს ჩატარებული. მთელი რიგი დოკუმენტები ჰქონდა თავის დროზე პარლამენტში წარდგენილი. ამავე დროს, ის იცავდა ერთ ადამიანს, რომელსაც საკუთრება წაართვეს და სწორედ მასთან ერთად აპირებს მოსვლას, რომ ეს კონკრეტული საქმეც განვიხილოთ”, - განაცხადა სუბარმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად ამბობს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკვე 34 დღეა, რუსეთი ღიად ამბობს უარს ცეცხლის შეწყვეტაზე.„34 დღის წინ უკრაინამ დადებითი პასუხი გასცა ამერიკულ წინადადებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. უკვე 34 დღეა, გრძელდება რუსეთის აშკარა უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. ახლაც – ისევე როგორც წლების განმავლობაში – პუტინი ფოკუსირებულია ომის გაგრძელებაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები საკუთარ აუდიტორიას ამზადებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს.„ამის მიზეზი მხოლოდ ერთია – მათ იქ, მოსკოვში ახლა არ ეშინიათ. თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ იმას, რასაც მიჩვეულნი არიან – ომს“, – დასძინა ზელენსკიმ.

„დასრულდა ისტორია…“ – ტრაგედია ქეთი ქველაძის ოჯახში

ტიკ-ტოკერ ქეთი ქველაძეს დედა გარდაეცვალა.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.„დასრულდა ისტორია… წავიდა დედამისთან… არ ვიცი რატო ვკვდები ახლა მე მამიკოს ვუწმენდი საფლავს თურმე დედაჩემის სამარეს ვთხრიდი… 21:07 წუთზე დამირეკეს პოლიციიდან დედაშენი აღარ არისო… განა როდის იყო მაგრამ რატო ამ სააღდგომოდ !? ის ყოველ წელს აღდომას ელოდებოდა უყვარდა სასაფლაოებზე სიარული და საჭმლის მოგროვება… იმედია იმ ცხოვრებაში მაინც იქნება ბედნიერი მის ძაღლებთან ერთად“, - წერს ქეთი ქველაძე.

ეკა ბესელია – დღეს ბევრი ღია მუქარა იყო, პირდაპირი მინიშნებები, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს, სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს – გახარიას კი მეტი...

დღეს ბევრი ღია მუქარა იყო. პირდაპირი მინიშნებები იყო, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს. დღევანდელი სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს გახარიას მიმართ. არ მალავდნენ ცინიკური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მის მიმართ აგრესიას. ღიად ჩანდა, რომ კომისიას არანაირი ობიექტური კვლევის სურვილი მას არ აქვს“,- განაცხადა ბესელიამ.ამასთან, ბესელიამ უშუალოდ გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე და იქ გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ დააკლდა და გახარიასგან მეტის მოლოდინი ჰქონდა.„მგონია, რომ დღეს გახარიას მეტი შეეძლო, მეტი ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა. ბევრი რამ აქვს გახარიას სათქმელი. ყველაფერზე, რაზეც მას პასუხებს სთხოვდნენ, ათმაგად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“.თვალები დათხარეს კი არა ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, დალეწილი აქვთ თავ-ყბა. გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო. მგონია, რომ მას უფრო ძლიერად შეეძლო ამ ტრიბუნის გამოყენება დღეს. ბევრი რამ უფრო მწვავედ ეთქვა, ბევრი რამ უკან შეებრუნებინა და არ მიეცა იმდენის უფლება, რამდენიც მისცეს იქ მსხდომებმა საკუთარ თავს“, - განაცხადა ბესელიამ.

პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა.თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ბოლო სიახლეები