ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

დავით სონღულაშვილი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის წარმოების პოტენციალის ათვისებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, კომპანიის „ივრის ფერმები“ ნუშის ბაღები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მერნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია , სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.

„კომპანია „ივრის ფერმები“, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს. დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების ბაღების გაშენება. ქართული თხილის, ნუშის და კაკლის წარმოება სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზრებზეც, რაც ექსპორტის მაჩვენებლებში ისახება; შედეგად, ძლიერდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს. ჩვენი მიზანია, მეტი დოვლათის შექმნას შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიის საფუძველია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც სამინისტრო წერს, კომპანია „ივრის ფერმები“ აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.

„სამ წელიწადში შევძლებთ ექსპორტზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ბაღები სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, ჩვენი საექსპორტო მოსავლის რაოდენობა უკვე 800-900 ტონამდე გაიზრდება. ჩვენი საქმიანობით ვქმნით სამუშაო ადგილებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ნინო ცხადაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა

ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა „ენჯეო“ სექტორის, ან კონგრესმენის მეშვეობით. ამერიკული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ ლობისტურმა კომპანიამ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო საკითხები გაიტანონ და ისაუბრონ ამაზე. ის ხალხი, რომელიც ამერიკის საელჩოსთან დროშებით და ტრამპის ტრაფარეტებით მივიდა რამდენიმე დღის წინ, იგივე ხალხია, ვინც ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. ხომ დავინახეთ, რომ ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო უილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ შეხედეთ, ეს ხალხი როგორ იჩაგრება საქართველოში და როგორი ანტიამერიკული ხელისუფლება ჰყავს საქართველოსო. აღარაფრის რცხვენიათ – სათაურებში გამოიტანეს, მგონი ერთადერთი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებულიო“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო.„ეს ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს პასუხისმგებლობას აკისრებს ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მის კამპუსში კოორდინაციისთვის. უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არ აქვთ სწავლის საფასურის გაზრდის გზით მათი მრავალმილიარდიანი ფონდების შევსების უფლება. ჰარვარდს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის, მაგრამ მან უარი თქვა. კანონის შეუსრულებლობის გამო, მათ დაკარგეს სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკატი. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“,- წერს ნოემი სოციალურ ქსელში.ჰარვარდის უნივერსიტეტმა ეს ნაბიჯი „უკანონოდ“ შეაფასა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 უცხოელი სტუდენტი იყო ჩარიცხული.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.პუტინის თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ამ ამოცანას ახორციელებენ.„მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრების გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ამ ამოცანას უმკლავდებიან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების აღდგენაზე. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ რეგიონებში უნდა აღდგეს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ნიკა მელია 29 მაისს სასამართლოში მისვლას არ აპირებს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 29 მაისს არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას.როგორც მელია აცხადებს, არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას - „ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას“.„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი.არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას - ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“,- განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობს საქმეზე ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

🎥ამბავი რძალ-დედამთილზე, რომელთა ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

გადაცემა „შუადღემ“ უსაყვარლესი სიუჟეტი მოამზადა, რძალ-დედამთილზე, რომელთა ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს.ნახეთ, ვიდეო:

ბოლო სიახლეები