პარასკევი, მაისი 23, 2025

დავით სონღულაშვილი – სახელმწიფო პროგრამების დასახვეწად და კერძო სექტორის განსავითარებლად, მნიშვნელოვანია უკუკავშირი მწარმოებლებს, ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის

ახელმწიფო პროგრამების დასახვეწად და კერძო სექტორის განსავითარებლად, მნიშვნელოვანია უკუკავშირი მწარმოებლებს, ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები და გაშენებული ბაღები დაათვალიერა. მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ პროექტს, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, შევხვდეთ მეწარმეებს და ფერმერებს, რომლებიც მხარდაჭერით სარგებლობენ და ვნახოთ, რამდენად წარმატებულები არიან, ვნახოთ, სახელმწიფოსგან რა ხელშეწყობა შეიძლება დამატებით დასჭირდეთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად განავითარონ საქმიანობა. ეს არის ღირებულებათა ჯაჭვის სრულად შექმნის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონებში მწარმოებლებთან და ფერმერებთან შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება. პირდაპირი კომუნიკაციით სამინისტრომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს, თუ რა საჭიროებები არსებობს, რაში დაუდგეს სახელმწიფო მეწარმეებს და ფერმერებს გვერდში, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატი – ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის,ზურა არ აღიარებს დანაშაულს, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური

ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის - რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ზურაბ ჯაფარიძის ბრძოლის ხაზი ციხეზე გადის და ვინც გარეთ არის მოუწოდებს, „მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება“.„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზურა მალე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, რა თქმა უნდა, მოლოდინები, ხშირ შემთხვევაში, არ მართლდება ხოლმე. ზურა არ აღიარებს დანაშაულს, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური.რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს წერილებთან დაკავშირებით, მათი პოზიციაა, რომ ზურა თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია, ჩემი ხელნაწერით, ისიც, რა თქმა უნდა, ჩემსა და ზურას შორის საუბარი არის კონფიდენციალური და ნაწერებიც, არავის აქვს ამ შინაარსის გაცნობის უფლება. რა თქმა უნდა, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რომელი პენიტენციური დაწესებულებაა, თუმცა ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ“, - აღნიშნავს ირაკლი ჩომახაშვილი.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა.ზურაბ აბაშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26 წევრმა.დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავსა და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას მიეძღვნა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ციკლური ღონისძიებების ფარგლებში იმართება, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის, ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატენოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერები, საქართველოს საერთაშორისო, სუხუმის, ასევე, ბოლონიის (იტალია) და ტოკიოს (იაპონია) უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები. კონფერენციაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობდა ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც მიხეილ ჭიაურელის ფილმში - „გიორგი სააკაძე“ - პაატა სააკაძის როლს ასახიერებდა. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა. მან ქართველ და უცხოელ მკვლევრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის 2026 წელს აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.ივანე გიორგაძის თქმით, პროგრამის მიზანია, საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას შეახსენოს საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქართული სახელმწიფოს უნიკალური კულტურა და ეროვნული ფასეულობები.„საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიისა და მისი ხელმძღვანელის, პროფესორ გივი ლობჟანიძის ინიციატივით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში ტარდება, ეძღვნება პაატა სააკაძის თავის კვეთის 400 წლისთავს და დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არა მხოლოდ აქტიური საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები მიმდინარეობს, არამედ ხორციელდება რიგი პროგრამებისა იმ მიმართულებით, რომ ახალგაზრდებმა შეიმეცნონ ქართული სახელმწიფოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობები, გაითავისონ საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და მომენტუმები, რომლებმაც განსაზღვრეს ეროვნული თვითმყოფადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თემების აქტუალიზაცია, რომელიც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საგულისხმოა, რომ კონფერენცია 400 წლის წინ სამშობლოსათვის სრული გაცნობიერებით თვითშეწირული ახალგაზრდის, დიდებული ისტორიული ფიგურისა და ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის - გიორგი სააკაძის შვილს ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი გამორჩეული მკვლევრები, რომლებიც თავიანთი სამეცნიერო მოხსენებებით ცდილობენ ნათელი მოფინონ მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტუმების საჭოჭმანო საკითხებს, უზუსტესი შეფასება მისცენ ისტორიულ მოვლენებსა და პიროვნებებს, და გარდა ამისა, გამოაფხიზლონ და დააფიქრონ საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობა და შეახსენონ თუ რამდენად რთული გზა განვლო საქართველომ წარსულიდან დღემდე და რას ეფუძნება ჩვენი ეროვნული ფასეულობები თუ ღირებულებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, წარმატებას ვუსურვებ საერთაშორისო კონფერენციას, მის მონაწილე ქართველ და უცხოელ მკვლევრებს და ვიმედოვნებ, არაერთ საინტერესო და ფაქტსა და მოვლენას შევაფასებთ და ერთიანი საქართველოს იდეის განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა ივანე გიორგაძემ.კონფერენციაზე წარსდგნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ლობჟანიძე - მოხსენებით: „ერთიანი საქართველოს იდეა და მისი განხორციელების სამართლებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა“; პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი - მოხსენებით: „გიორგი სააკაძის ფენომენი“; ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი და ირანოლოგი იროტაკე მაედა - მოხსენებით: გიორგი სააკაძის მოღვაწეობა და მისი მნიშვნელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში“; გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ასლან აბაშიძე - მოხსენებით: „ადამიანის უფლებები და საქართველო“; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მკვლევარი, პროფესორი ქეთევან ახობაძე - მოხსენებით: „ქართული სახვითი ხელოვნების იდენტობის საკითხი - 21-ე საუკუნის 20-იანი წლების ციფრული გამოწვევები ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჭრილში“; პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ ასათიანი - მოხსენებით: „სახალხო განათლების დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“; სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ნინო ნიშნიანიძე - მოხსენებით - „დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის სამართლებრივი მნიშვნელობა“.კონფერენციაზე რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღებების შესახებ აუდიტორიას მოგონებები გაუზიარა და ისაუბრა ქართული ისტორიული ფილმების მნიშვნელოვან როლზე ქართული თვითმყოფადობისა და იდენტობის გაძლიერების ჭრილში.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინტელექტუალური საკუთრების ლაბორატორიის ინიციატივით, გასულ წელს გამართული პირველი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ქეთევან დედოფლის წამების 400 წლისთავს მიეძღვნა.

ლევან გაჩეჩილაძე – 7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე სამი ათასამდე ადამიანი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და 30 მოშიმშილეს უმოწყალოდ დაგვიწყეს ცემა, იმ დღეს სასიკვდილოდ სცემეს...

ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 7 ნოემბრის აქცია და განვითარებული მოვლენები გაიხსენა.როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კინო „რუსთაველიდან“ გამოსულმა დაახლოებით სამი ათასმა კაცმა უმოწყალოდ სცემეს 30 კაცი, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც იმ დროს შიმშილობდნენ.„2 ნოემბერს დავნიშნეთ მიტინგი, უკვე სამ თუ ოთხ ნოემბერს, შიმშილობა გამოვაცხადეთ, რადგან შტურმზე არ წავსულიყავით. 7 ნოემბერს, დილის ექვს საათზე ვიყავით 30 მოშიმშილე. დაახლოებით სამი ათასი ყვითელ „პლაშებში“ ჩაცმული კაცი გამოვიდა კინო „რუსთაველიდან“ და უმოწყალოდ დაგვიწყეს არა დარბევა, აწიოკება, ცემა. სპორტსმენებს, რომლებიც საჩხუბრად იყვნენ მოსული, ეხმარებოდნენ ყვითელფორმიანებს, რომლებზეც შემდეგ ამბობდნენ, დასუფთავების სამსახურიდან არიანო. ენით აღუწერელი ჟლეტა იყო. ეს 30 კაცი ყველა სერიოზულად დავზარალდით. მე 7 ნოემბრის დაზარალებულიც ვარ. ასე გაგვყარეს ტერიტორიიდან, სადაც ვიყავით და ვშიმშილობდით. შიმშილობის დროს პარლამენტის წევრებიდან ვიყავით მე და კობა დავითაშვილი. მივედით „რესპუბლიკელების“ ოფისში, სადაც ვთქვით, რომ ასე ნაცემი წამოსვლა არ შეიძლებოდა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა „იმედი“. დალეწეს კამერები, ყველაფერი, ჟურნალისტები წაიყვანეს. საერთოდ გააქრეს იმ მოედნიდან ყველა, ვისაც ფოტოაპარატი და კამერა ეჭირა. უცებ გაქრა ეს ხალხი. ისეთი იზოლაცია მოუწყვეს, რომ ფიზიკურად ვეღარ დაინახავდი, სად წავიდნენ. მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელების“ ოფისში მოვიდნენ ტელევიზიები, რაც შეგვეძლო, მოვუწოდეთ საზოგადოებას, გამოსულიყო. სოზარიც იყო და სოზარსაც ბევრი დეტალი, ნიუანსი ემახსოვრება. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რაც დავკარგეთ-მეთქი. უკვე გაბევრებული, დაახლოებით ხუთი ათას კაცამდე წამოვედით და დავბრუნდით. სხვათა შორის, მშვიდობიანად შემოვედით, გაიწიენ, აღარ გვეჩხუბენ, რადგან დაგვინახეს, რომ ძალიან აღგზნებული, ძირითადად კაცების მასა მოვდიოდით, ხუთი დღის ნაშიმშილარი ხალხი. ასეთი დასისხლიანებულები რომ დაგვინახეს, შეიძლება გადარეულებადაც ჩაგვთვალეს და გახსნეს, ისევ შეგვუიშვეს იქ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.ასევე ლევან გაჩეჩილაძემ გაიხსენა, როგორ წაიყვანეს კობა დავითაშვილი და სცემეს.„კობა დავითაშვილმა მითხრა, სულ დალეწილია აპარატურა, წავალ ბაზარში და ახალს ვიყიდი, თუ ნებას დამრთავო. ვუთხარი, წადი-მეთქი. იქიდან მოიპარეს კობა დავითაშვილი და სასიკვდილოდ სცემეს. მართალი გითხრათ, არც დაბრუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ძალიან ბევრი იყო, არ გვაკეტინებდნენ გზას. ბევრი ხალხით მივაწექით და, საბოლოო ჯამში, რუსთაველიც გადავკეტეთ“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ვიქტორ ჯაფარიძე – სააკაშვილი შეგვხვდა მაჟორიტარებს, სადაც მე და ლაშა ნარჩემაშვილს თვალებში გვიყურებდა და გვეუბნებოდა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო

პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა.როგორც კომისიის სხდომაზე ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილი მას და სხვა მაჟორიტარებს შეხვედრაზე დაემუქრა.„ერთხელ სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. შეხვედრაზე რომ შევედით, სააკაშვილი თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და გვეუბნებოდა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო და დღეს საუბრობენ რაღაც ტყვიებზე, დათვის ტყვიებზე თუ რაღაცაზე, მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე. 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები“,  – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ვიქტორ ჯაფარიძეს ჰკითხა, რატომ დასჭირდა სააკაშვილს ამისი თქმა, რაზეც ჯაფარიძემ აღნიშნა:„ჩემთან მიმართებით ამისი თქმა დასჭირდებოდა, რადგან სულ პრობლემებს ვქმნიდით. პრინციპში, იქ არც ლაშა ნარჩემაშვილი იყო მორჩილი. რამდენჯერმე ასევე იურიდიულ კომიტეტზე მოხდა სერიოზული შეხლა-შემოხლები“.ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.„ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა, დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი მთლიან ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები