სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026

დავით სონღულაშვილი – მადლობა გუნდს ნდობისთვის, მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან

დასახული მიზნების შესასრულებლად მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, დავიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

სონღულაშვილმა პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, გამოწვევა. მადლობა ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა, პარლამენტიდან გვეთანამშრომლა  ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს შესაძლებლობა გვქონდა, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაში. მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ დაწყებულ რეფორმებს და დავიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რათა დასახული მიზნები შევასრულოთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიენენი“ – ილონ მასკმა რესპუბლიკურ პარტიას, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი შესწირა და კვლავ მათი ყველაზე მსხვილი დონორი გახდა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ზაფხულიდან მოყოლებული, ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის რესპუბლიკელებისთვის, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი გამოყო, რითაც კვლავ რესპუბლური პარტიის ყველაზე მსხვილ ცნობილ დონორად იქცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მასკის მთავარმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, America PAC-მა ეს მონაცემები დაადასტურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასკის ბოლო შემოწირულობების უდიდესი ნაწილი – 158 მილიონი დოლარი Senate Leadership Fund-ს მოხმარდა. ეს სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების მხარდამჭერი უმსხვილესი პოლიტიკური კომიტეტია.„სიენენის” ცნობით, ამჟამად ორგანიზაცია დიდ თანხებს ხარჯავს ტეხასის შტატში სენატის მანდატის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ შტატში ცხოვრობს მილიარდერი და აქ მდებარეობს მისი კომპანიების ქარხნები და სათავო ოფისები.

ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კალასის აღიარება უნდა მოისმინოს.“ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს: ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისთვის უკრაინა და საქართველო სხვისი ხელით გველის დაჭერის მცდელობაა”,- წერს ცოტნე ანანიძე.ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.“ვფიქრობ, სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მხარეებს აიძულა, შეზღუდულ ზავზე შეთანხმებულიყვნენ.„ისინი დათანხმდნენ . იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, დათანხმდით-მეთქი. აი, ამიტომ. ისინი იმიტომ დათანხმდნენ, რომ მე ვთქვი, დათანხმდნენ-მეთქი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”, - აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან.„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და დაასრულონ ეს უაზრო ომი. მხოლოდ ამ თვეში მათ ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს, რაც აღმაშფოთებელია. ამიტომ, ისინი უნდა შეხვდნენ და ეს საქმე მოაგვარონ“, - აღნიშნა ტრამპმა.მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა სურთ, თუმცა, არ იციან, როგორ.„ვფიქრობ, მათ შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ისინი შეთანხმდნენ. „პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც სურდეს შეთანხმება. ვფიქრობ, სინამდვილეში პუტინს შეთანხმება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - აღნიშნა ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი: არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს და თუ ვინმეს წარმოდგენა გაქვთ, რომ ეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რომ დონორობა ქველმოქმედება არ არის და ის ყოველთვის კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.შალვა პაპუაშვილმა პარიზის დეკლარაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ დონორის და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა უნდა იყოს."რა თქმა უნდა, არც ერთი დონორი ქველმოქმედებით დონორობას არ აწარმოებს. ეს წარმოდგენა თუ გაქვთ, რომ ვინმეს ქველმოქმედებაა, ძალიან მიამიტები ხართ. ეს არის იმ ქვეყნის ინტერესების განხორციელება. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნის ინტერესები - გერმანია იქნება, საფრანგეთი თუ ა.შ. შეიძლება ემთხვეოდეს ამ ქვეყნის ინტერესებს. ამას საუბრობს ზუსტად პარიზის დეკლარაცია, როდესაც ამბობს, რომ უნდა იყოს დონორისა და პარტნიორის მიზნებს შორის თანხვედრა. დონორებმა უნდა შეუსაბამონ თავისი პროექტები და მიზნები პარტნიორი ქვეყნის მიზნებს და ეს არის მთელი ამოცანა დახმარების და თანამშრომლობის. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული, რომ იმ ქვეყნის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს ეს თანხა, იყოს შესაბამისობაში ამ ქვეყნის ინტერესთან და ასე განხორციელდეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

რესპუბლიკის მოედანზე ხიდიდან ახალგაზრდა გადავარდა – მომხდარის დეტალები

დღეს რესპუბლიკის მოედანზე, ხიდიდან ახალგაზრდა გადავარდა.მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები