სამშაბათი, მარტი 3, 2026

დავით სონღულაშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს აღსაყდრების 20 წლისთავი მიულოცა.

იერუსალიმის პატრიარქმა მინისტრ დავით სონღულაშვილს საპატრიარქოს სიწმინდეები დაათვალიერებინა.

მინისტრმა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. შეხვედრის დასასრულს, იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს დელეგაციის წევრები დალოცა და წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – აშშ და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით, იმედი გვაქვს, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება

აშშ და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.ფრიდრიხ მერცმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების საკითხზე და უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.„ძალიან მიხარია, რომ მაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა ამ გამოწვევებით სავსე დროს. ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით. ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელისა და აშშ-ის არმია სწორ ნაბიჯებს დგამენ, რათა ეს დასრულდეს და რეალურად ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას დააბრუნებს.ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს სავაჭრო შეთანხმებაზე, რომლის ძალაში შესვლაც რაც შეიძლება სწრაფად მსურს. ასევე, უნდა ვისაუბროთ უკრაინაზე. სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია და ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ყველას გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ტერიტორია და უსაფრთხოების ინტერესები. და, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მერცმა.

დონალდ ტრამპი – ირანის რეჟიმი ბოროტია, ეს მათი ფილოსოფიაა, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ – მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ

პირველ დარტყმას ირანი გეგმავდა , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.„ვფიქრობ, რომ ისინი პირველ დარტყმას გეგმავდნენ და მე არ მსურდა, რომ ეს მომხდარიყო. მათ ძლიერად ვურტყამთ. მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ“, - განაცხადა ტრამპმა.მისი თქმით, „ირანის რეჟიმი ბოროტია“.„მსგავსი რამ არავის უნახავს. საქმე პოლიტიკას არ ეხება, ეს მათი ფილოსოფიაა. ისინი მეზობლებს ურტყამენ. მათ ისეთ ქვეყნებს დაარტყეს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო იმასთან, რაც ხდება. ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, მაშინ გამოიყენებდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არ სურს, რომ ირანში მმართველობა „წინა რეჟიმზე უარესმა“ გადაიბაროს.„უმეტესობა, რომლებიც ხელმძღვანელობისთვის მხედველობაში მყავდა, მკვდარია. არის კიდევ ერთი ჯგუფი, მაგრამ შესაძლოა, ისინიც მკვდრები იყვნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„როიტერი“ – გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის

გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.„უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი თავდასხმის გარემოებების დასადგენად დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდასხმაში ჩართულ ძალებს ეკისრებათ. ეს აბსოლუტური საშინელებაა“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ პრესკონფერენციაზე.მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ასახავს ნგრევის, სასოწარკვეთისა და ამ კონფლიქტის სისასტიკის არსს. ამასთან, მისივე თქმით, ვოლკერ ტურკმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. შამდასანიმ აღნიშნა, რომ ამჟამად ტურკის ოფისს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა დარტყმა ომის დანაშაულს.ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა.

კირ სტარმერი – კვიპროსში სამხედრო გემს ვგზავნით – ჩვენ ყოველთვის დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ

დიდი ბრიტანეთი კვიპროსში სამხედრო გემს გზავნის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა.კირ სტარმერის თქმით, თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც კვირას, კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.„ჩვენ ყოველთვის დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, - განაცხადა სტარმერმა.სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთი კვიპროსში დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების მქონე ვერტმფრენებსა და სამხედრო გემს, HMS Dragon-ს გაგზავნის.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება. თუმცა, მისივე თქმით, თეირანი რაკეტების სროლას გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს.„პოლიტიკოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები დღითი დღე უარესდება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს.„ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი საბრძოლო მასალა. თავდაცვის კომპანიები სწრაფად აწარმოებენ სხვადასხვა საჭირო ნივთს. მათ საგანგებო ბრძანებები აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღია იქნებოდა ირანის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, თუკი ასეთი იქნება.„ირანის 49 მაღალი რანგის ლიდერი მოკლეს, არ დაგავიწყდეთ, ეს საკმაოდ ღრმა საკითხია, არა? ახლები ჩნდებიან. ბევრ ადამიანს სურს ეს სამსახური. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები