ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

დავით სონღულაშვილი – ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას

საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებისა და აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების მოდერნიზებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის პროექტირება და მშენებლობის სამუშაოების დაწყება. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული წყალსაცავი კახეთში 40 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაზრდის წყალუზრუნველყოფის ხარისხს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობაზეც. აკვაკულტურის წარმოების ზრდის ხელშეწყობა გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და მოიზიდავს ინვესტორებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე...

გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. „რა უნდა ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეშიო ამას ამბობდა 4-5 წლის წინ და ახლა პირიქით, იქიდან აღარ უშვებს. ნათქვამია, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო. ახალ წელს ჩვენ მოგვილოცავს მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას შეუძლია მივიდეს ხაზარაძის მიერ შექმნილ რაღაც ახალ ალტერნატიულ პარლამენტში. შენობას კარგს არაფერს იქირავებს ხაზარაძე, ფულს დაზოგავს. იქ შეუძლია მივიდეს ზურაბიშვილი და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს ახალი წელი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ნიკა გვარამია ეხმიანება. სოციალურ ქსელში ის პოსტს აქვეყნებს და ხალხს მოუწოდებს, არ გამოაყვანინონ პრეზიდენტის სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი და არ დაუშვან იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლა.

პოლიტიკურ ფუფუნებას ვერ შევუქმნით და ვერ ვეტყვით დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნება“ კომფორტში არ ამყოფებს ოპოზიციას, ვერ შეუქმნის პოლიტიკურ ფუფუნებას და არ ეტყვის დაუკმაყოფილდებათ თუ არა მათ მანდატების გაუქმების შესახებ მოთხოვნა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. „შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ ვუწყვეტთ ან არ ვუწყვეტთ? კომფორტში არ ვაცხოვრებთ. ის თუ ვუთხარით ვაკმაყოფილებთ თუ არა, უკვე ზუსტად ეცოდინებათ ამის შედეგები. მაგას წინასწარ როგორ ვეტყვით? შემოიტანონ, ხომ მაგრები არიან, თავმოყვარეობა ხომ აქვთ, თავისი ჭკუით. მე გეუბნებით, რომ არ აქვს არც ერთს თავმოყვარეობა“, - განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, თუ ამასთან დაკავშირებით უარი ითქმება, ამის საფუძვლები არსებობს. თუ თანხმობა - ესეც საფუძვლიანი იქნება. „ამაზე წინასწარ ჩვენ არ ვილაპარაკებთ. ამ ფუფუნებაში მათ პოლიტიკურ ცხოვრებას მე ვერ შევქმნი. ზოგს იმიტომ შემოაქვს, რომ ზუსტად იციან რა შედეგი იქნება. ზოგს იმედი აქვს, რომ არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. ზოგს იმედი აქვს, რომ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. დავალება ასეთია მათი პატრონებისგან. ეგეც გადასაწყვეტია, ერთიანად მივუდგეთ თუ სხვადასხვანაირად. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, არც ამას ვეტყვით წინასწარ“, - აღნიშნა მდინარაძემ. მისი თქმით, ოპოზიცია სიგიჟეში აცხოვრებს თავის ამომრჩევლებს და აგრძელებს არჩევნების გაყალბებაზე საუბარს. „ელექტრონულ არჩევნებში ხომ ჩაჯდა ეშმაკი ხუთიანებს, ოთხიანებს და ოცდახუთიანებს 41-დ რომ აკეთებდა. ეს 300-400 ათასი ხმა რომ გაყალბებულია ამ პარლამენტში, როგორ უნდა შემოვიდნენ და დაწერონ განცხადებები?! ერთ დღეში, ერთ საათში რომ მოაწერა ყველამ ხელი იმ ჯაშუშურ წერილს, დაგვსაჯეთ რამენაირად ჩვენ ქართველები და საქართველო დასაჯეთო, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდეთო, რომ აგზავნიდნენ ერთობლივ წერილს და ოთხივე პარტია ერთად რომ გაიძახოდა, ახლა რატომ არ არიან ერთსულოვნები? შემოიტანონ იქნებ და რა გადაწყვეტილებას ვიღებთ?!“, - აღნიშნა მდინარაძემ. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩათვლიან“.

მამუკა ხაზარაძე: რუსულმა ძალამ საქართველოში, არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიიტაცა

ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისეთ ძალასთან, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს რუსულმა ძალამ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, არჩევნების გაყალბებისა და მიტაცების შემდეგ, კიდევ ერთი  უკანონო ნაბიჯი გადადგა - არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიიტაცა. ყაველაშვილის პიროვნულ თვისებებზე არაფერს ვიტყვი, არც პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუსაბამო უნარ-ჩვევებზე შევჩერდები - ეს საზოგადოებამ შეაფასოს. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - ერთადერთი, რითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ეს არის რუსეთის უპირობო მორჩილება და რუსული კანონი, რომლის ავტორიც და უპირობო დამცველიც ის და მისი პოლიტიკური დაჯგუფებაა. ეს ადამიანი და მისი პატრონები წარმოადგენენ გამოკვეთილ რუსულ ძალას საქართველოში, რომელსაც ცრუ ქართულ-პატრიოტული შეფუთვით წლებია ეს ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და რუსეთისკენ. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ეროვნულობას ამოფარებული პრორუსული ძალები ახორციელებენ, იმისთვის, რომ ბოლომდე მიიტაცონ ყველა სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტი, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია და ეს ქვეყანა დააყენონ არალეგიტიმაციის დაუსრულებელ გზას. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისეთ ძალასთან, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.  ჩვენი ვალია, არ მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანონ მზაკვრული გეგმა, ქვეყნის სუვერენიტეტის ნგრევის, რუსეთის სამსახურში ჩაყენების, ანტიეროვნული პოლიტიკის განხორციელების, რისი შედეგიც არის ასობით ათასი ემიგრანტი - ეს არის რუსული პოლიტიკა - საქართველო ქართველების გარეშე! მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ მტრულ გეგმას და არ მივცეთ მოღალატე ხელისუფლებას მისი განხორციელების საშუალება. მჯერა ქართველი ხალხის მებრძოლი სულის! ვირჩევთ ევროპას, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

სოზარ სუბარი: სიხისტე, როდესაც შენს ქვეყანას იცავ არის აუცილებელი, მაგრამ ყაველაშვილს შეუძლია დიპლომატიურობაც, როცა ეს საჭიროა

მიხეილ ყაველაშვილს შეუძლია სიხისტეც და დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო, განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა როლის შესრულებას შეძლებს პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთთან გადატვირთვის საკითხში. მისი თქმით, ყაველაშვილის სიხისტეზე საუბრისას, სჯობს გავიხსენოთ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის სიხისტე, რომელიც მის ფრაზებში და განცხადებებში იგრძნობა. „სიხისტე, როდესაც შენს ქვეყანას იცავ არის აუცილებელი, მაგრამ ყაველაშვილს შეუძლია დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო და როდესაც ეს არის აუცილებელი, ამ მხრივ მას არაფერი არ ეშლება, ნამდვილად. მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება. უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია. აღარ გავიხსენებ იმას, რომ მანამდეც, როგორ აქტიურად იყო სპორტული კარიერის პარალელურად ჩართული პოლიტიკაში. ასე რომ, მას ეს ნამდვილად შეუძლია და გააკეთებს კიდევაც“, - განაცხადა სუბარმა. რაც შეეხება გადატვირთვის პოლიტიკის საკითხს, სუბარის თქმით, საქართველო იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, როდესაც უნდა დამტკიცდეს მთავრობა, მოხდეს პრეზიდენტის არჩევა ახლებური წესით. სუბარმა აღნიშნა, რომ გადატვირთვის პროცესი ხდება მთელს მსოფლიოში. მან აღნიშნა, რომ ტრამპმა ყირაზე დააყენა ის ნარატივი, რაც დღემდე იყო გაბატონებული უკრაინის ომთან დამოკიდებულების საკითხში, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ლგბტ-დიქტატურის მიმართულებით და ასე შემდეგ. „უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდა დღის წესრიგში, რომ ყველას უფლება იქნება დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავკარგოთ ტრადიცია, სარწმუნოება და არარეალურ, სურეალისტურ სამყაროში აღმოვჩნდეთ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც 10-15 წლის წინ. ასე რომ, ეს გადატვირთვა იქ უკვე დაწყებულია და, ბუნებრივია, შეეხება ჩვენს ურთიერთობებსაც“, - აღნიშნა სუბარმა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპაში ვერ ხვდება, რომ ეს გადატვირთვა დაწყებულია, გერმანიაში პრაქტიკულად მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დაკარგა ყველანაირი მხარდაჭერა. დღევანდელი კანცლერის რეიტინგი არის ყველაზე დაბალი გერმანიის ისტორიაში, რაც კი კანცლერებს ჰქონიათ და მოდიან სხვა ძალები, მათ შორის, რეიტინგით მეორე ადგილზე დგას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც იცავს გერმანელი ხალხის ინტერესებს. სუბარის თქმით, ევროპელ ხალხში დაიწყო ათწლეულების განმავლობაში ძალად თავსმოხვეული ანტიღირებულებების გადაფასება. „ეს არის პირველ რიგში გადატვირთვა და გადატვირთვა როცა მოხდება იქ მათ გონებებში, გაცილებით გაადვილდება ჩვენი ურთიერთობები. აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, რას იტყვიან ლექსმანი და მარკეტა გრეგოროვა. მარკეტა გრეგოროვას არ იცნობს არავინ თავის სამშობლოში - ჩეხეთში. მისმა პარტიამ წააგო ყველაფერი. მის ქვეყანაში არ იცნობს არავინ და წელიწადში ერთხელ, ერთი წუთით რომელიმე ტელევიზიის ეთერი თუ ეღირსება ღმერთს მადლობას სწირავს, თუ სწამს ღმერთის და საქართველოს ტელევიზიებმა გაიხადეს კუმირად და დღე არ გავა ამ ადამიანს არ გვასმენინონ. ისინი არ არიან ჩვენთვის ავტორიტეტები“, - აღნიშნა სუბარმა.

საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს – ლევან მგალობლიშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, - წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის გაერთიანების საქმეში წარმატებებს უსურვებს. „მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სამშობლოს სიყვარულით და წარმატებებს ვუსურვებ მას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც დაგვაახლოებს სასურველ მიზანთან - ქვეყნის კვლავ გაერთიანებასა და გამთლიანებასთან“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.

ბოლო სიახლეები