საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და თუ რამე ქმნის ანტიევროპული განწყობების საფუძველს, ეს არის ცალკეული ევროპელი ჩინოსნების უსამართლო დამოკიდებულება, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის წევრის განცხადებას, რომლის თანახმად, მიხაელ როთი, ხალხს მოუწოდებს, გერმანიის არჩევნებში ვითომდა ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიხაელ როთი თავად ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარეულიყო.
„ჩვენს ქვეყანაში თუ რამე აღვივებს, თუ რამე ქმნის საერთოდ საფუძველს ანტიევროპული განწყობების, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც გააჩნიათ ცალკეულ ევროპელ ჩინოსნებს საქართველოსთან მიმართებაში. ის ტყუილი და ცილისწამება, რომელიც პირადად როთისგან მომდინარეობდა საქართველოსთან მიმართებით, ესეც არის ის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომლისგანაც ჩვენი მოქალაქეების დაცვას ვცდილობთ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ აი ასეთი ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.