პარასკევი, მაისი 2, 2025

დავით მათიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ

„ქართულ ოცნებას“ გააჩნია ძალიან მყარი პოლიტიკური ორიენტირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რაზე იქნება ორიენტირებული პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ხელისუფლების ორიენტირი და მიზანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვახორციელებთ, 2012 წლიდან, თუმცა გამორჩეულად ბოლო ეს რამდენიმე წელიწადია მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო და არის სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. უნდათ ქვეყანა პროქსი მოცემულობად გამოიყენონ, პირდაპირ დავარქვათ, საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქართველი ხალხი იმისთვის, რომ გლობალურმა „დიფ სთეითმა“ თავის მავნებლურ მიზნებს მიაღწიოს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, ორიენტირიც შესაბამისად აქვს ხელისუფლებას გაცხადებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც ერთი მხრივ წინ აღუდგება ამ ბოროტი განზრახვების შესრულებას და მეორე მხრივ გააგრძელებს ქვეყნის მყარ, მდგრად განვითარებას.

„ეს არის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ 9,3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ბოლო რამდენიმე თვეში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ეს არის ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და რომლის მიღწევაც აბსოლუტურად შესაძლებელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გთხოვთ გაავრცელოთ-სურამში 15 წლის ბიჭს ეძებენ

სურამში 15 წლის ბიჭს ეძებენ - ინფორმაციას მოზარდის მამიდა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, მოზარდი სკოლაში მივიდა, ჩანთა დატოვა, შენობიდან გავიდა და მას შემდეგ ვეღარ პოულობენ. ჩემი ძმისშვილი სურამის მეორე სკოლიდან დაიკარგა. არის 15 წლის. სკოლაში მივიდა ,დატოვა ჩანთა და გავიდა. შუადღის 2 საათის შემდეგ ვეძებთ. გთხოვთ გადააზიარეთ - იქნებ ვინმემ დაინახა. აცვია შავი ჯინსის შარვალი, შავი ზედა თეთრი ზოლით. ახურავს ნაცრისფერი კეპი. დაგვირეკეთ თუ რამეს შეიტყობთ. 599106802 ნინო. 599802711 გადამიზიარეთ ყველგან გთხოვთ", - წერს მოქალაქე, ნინო გიგაშვილი.

ზვიად ძიძიგური – იმისათვის, რომ კოალიციურ მთავრობაზე ილაპარაკო, ჯერ ახალი არჩევნები უნდა იყოს – ელემენტარულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს როდის ტარდება, შემდეგ უნდა ილაპარაკო კოალიციურ...

ის, რომ დღეს ოპოზიცია მთლად არ არის ყოჩაღ მდგომარეობაში ამას ყველა კარგად ვხედავთ. პროტესტი არსად წასულა და ოპოზიციის ადგილი ცარიელი არასდროს დარჩება. ყველა ვარიანტში ხელისუფლების ჩამნაცვლებელი ისევ პოლიტიკური ოპოზიცია იქნება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქვეყანაში ნახევარზე მეტი მონაწილეობს აქტიურ პროტესტში“.„ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ისეთი ყოჩაღი, როგორსაც ვისურვებდით რომ ყოფილიყო. მაგრამ საკმარისია, მრავალი ფაქტორის ზემოქმედებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, მოდი, დავნიშნავ კიდევ ერთხელ არჩევნებს და ამ არჩევნებში კიდევ უფრო მეტი შედეგით გავიმარჯვებ, გარწმუნებთ, რომ სიტუაცია მაშინვე შეიცვლება. ქვეყანაში ნახევარზე მეტი მონაწილეობს აქტიურ პროტესტში, არავის უნდა ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ვარიანტი, რომ ამ ხელისუფლების სახლში გასაშვებად გამოიყენონ, ისევ არჩევნები იქნება.ის, რომ ამ სახალხო პროტესტში ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ წამყვანები, ეს პირველივე დღიდან ვიცოდით. სახალხო პროტესტში ოპოზიციამ თავისი ადგილი იპოვა, რომელიც ოპტიმალური იყო. ზომაზე მეტი ენერგიისა და პასუხისმგებლობის აღება ამ პროტესტებს კიდევ უფრო დააზიანებდა. ის, რომ დღეს ოპოზიცია მთლად არ არის ყოჩაღ მდგომარეობაში ამას ყველა კარგად ვხედავთ. პროტესტი არსად წასულა და ოპოზიციის ადგილი ცარიელი არასდროს დარჩება. ყველა ვარიანტში ხელისუფლების ჩამნაცვლებელი ისევ პოლიტიკური ოპოზიცია იქნება“,-განაცხადა ძიძიგურმა.ამასთან, ძიძიგურმა ოპოზიციის წრეებში კოალიციურ მთავრობაზე საუბრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკია ადრეა.მისივე თქმით, ამისთვის სულ მცირე არჩევების თარიღი მაინც უნდა იყოს ცნობილი.„იმისათვის, რომ კოალიციურ მთავრობაზე ილაპარაკო, ჯერ ახალი არჩევნები უნდა იყოს. ელემენტარულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს როდის ტარდება, შემდეგ უნდა ილაპარაკო კოალიციურ მთავრობაზე. ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ევროპულ კოლეგებთან თანამშრომლობა ეს ყველაფერი არის აქტიურ ფაზაში. მთავარია პროტესტი არ უნდა დამთავრდეს, არც ქვეყნის შიგნით, არც გარედან“,- განაცხადა ძიძიგურმა.ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ძიძიგურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად არჩევნებისთვის.„ჩვენი პოზიცია არის მარტივი: არჩევნები არის ბერკეტი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ბერკეტი, ამას გამოიყენებ თუ არა ეს არის შენი გადასაწყვეტი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენი პარტია მიიღებს მაშინ, როდესაც დრო მოვა. ჯერ არ არის ამის დრო მოსული.პლებისციტი ვინ უნდა ჩაგიტაროს? იმ ხელისუფლებამ, რომელმაც არჩევნები გააყალბა? არჩევნებში მონაწილეობა უფრო რთულია, ვიდრე ბოიკოტი. მე ვფიქრობ, რომპარტია ყოველთვის უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის. ყველა პარტია უნდა ემზადებოდეს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, საქართველო შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი როგორც იუნიორებში, ასევე უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის გაიმართება.შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციასა და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციას შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, თბილისში გაიმართება.

ქალი მეხუთე სართულიდან გადახტა, რათა ხანძრისგან თავი დაეღწია და გადარჩა

ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია მო­მენ­ტი, თუ რო­გორ ხტე­ბა ქალი ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან.მეხუთე სართულიდან გადამხტარი ქალი, სასწაულებრივად გადარჩა. ის იქვე შეკრებილმა ადამიანებმა უსაფრთხოდ დაიჭირეს. შემ­თხვე­ვა ინ­დო­ეთ­ში, აჰ­მე­და­ბად­ში მოხ­და.

ოლაფ შოლცი – პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შიდა დაზვერვის სააგენტომ გააგრძელოს და გააძლიეროს მონიტორინგი.„რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ საკითხი, რა შეიძლება, იყოს შემდეგი ნაბიჯები… ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო აკრძალვის შესახებ ბოლოდროინდელი ყველა განაცხადი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

ბოლო სიახლეები