კვირა, მაისი 4, 2025

დავით მათიკაშვილი – საქართველოში კოალიციის შექმნის შანსი არ არსებობს, კოალიციურ მთავრობას საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა სჭირდება, რაც რადიკალებს არ აქვთ

საქართველოში „მაიდანიზაცია“ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პროგრესს და არა „მაიდანიზაციას“.

„საქართველოში „მაიდანიზაცია“ ვერ მოხდება. მათ მილიონ 120 ათასი ადამიანისგან პასუხი მიიღეს, რომელმაც მხარი ქვეყნის პროგრესს დაუჭირა და არა „მაიდანიზაციას“. კარგად ვიცით, მაიდანმა რა შედეგი მოიტანა, როგორ ჩამოიქცა უკრაინა და როგორ გახდა პროქსი ომის მონაწილე. საქართველოში ყველა ცვლილება კონსტიტუციის შესაბამისად გატარდება.

რაც შეეხება კოალიციას, საქართველოში კოალიციის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან ამ ექსტრემისტებს მხარდამჭერები არ ჰყავთ. კოალიციურ მთავრობას საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა სჭირდება, რაც რადიკალებს არ გააჩნიათ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე იყო. სალომე ზურაბიშვილის სავიზიტო ბარათი ტყუილები კი არის, მაგრამ მათ სიცრუეს ვერავინ აჰყვება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები