სამშაბათი, მარტი 3, 2026

დავით მათიკაშვილი – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა საქართველოში დასრულებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა საქართველოში დასრულებულია. ამის შესახებ მან სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

„სააკაშვილი დამნაშავეა, შესაბამისად, თუკი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს, რა თქმა უნდა, ამუშავდება ის პროცედურები, რაც ზოგადად არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

მან პოლიტიკური მოღვაწეობა დაამთავრა. მისი პოლიტიკური კარიერა საქართველოში დასრულებულია. ჩვენ ვმსჯელობთ, რომ ამ ადამიანმა რაც გააფუჭა, პასუხი უნდა აგოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა  შეიცვალოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი“ – გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის

გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.„უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი თავდასხმის გარემოებების დასადგენად დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდასხმაში ჩართულ ძალებს ეკისრებათ. ეს აბსოლუტური საშინელებაა“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ პრესკონფერენციაზე.მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ასახავს ნგრევის, სასოწარკვეთისა და ამ კონფლიქტის სისასტიკის არსს. ამასთან, მისივე თქმით, ვოლკერ ტურკმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. შამდასანიმ აღნიშნა, რომ ამჟამად ტურკის ოფისს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა დარტყმა ომის დანაშაულს.ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა.

კირ სტარმერი – კვიპროსში სამხედრო გემს ვგზავნით – ჩვენ ყოველთვის დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ

დიდი ბრიტანეთი კვიპროსში სამხედრო გემს გზავნის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა.კირ სტარმერის თქმით, თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც კვირას, კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.„ჩვენ ყოველთვის დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, - განაცხადა სტარმერმა.სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთი კვიპროსში დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების მქონე ვერტმფრენებსა და სამხედრო გემს, HMS Dragon-ს გაგზავნის.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება. თუმცა, მისივე თქმით, თეირანი რაკეტების სროლას გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს.„პოლიტიკოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები დღითი დღე უარესდება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს.„ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი საბრძოლო მასალა. თავდაცვის კომპანიები სწრაფად აწარმოებენ სხვადასხვა საჭირო ნივთს. მათ საგანგებო ბრძანებები აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღია იქნებოდა ირანის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, თუკი ასეთი იქნება.„ირანის 49 მაღალი რანგის ლიდერი მოკლეს, არ დაგავიწყდეთ, ეს საკმაოდ ღრმა საკითხია, არა? ახლები ჩნდებიან. ბევრ ადამიანს სურს ეს სამსახური. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც სამ შვილზე სექსუალურად ძალადობდა და პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებს იღებდა – 15 წლის ქალიშვილმა ისინი სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა

სანქტ-პეტერბურგში დაქორწინებული წყვილი საკუთარი შვილების წინააღმდეგ ჩადენილი სერიოზული დანაშაულის გამო დააკავეს. მსხვერპლი ორი და და მათი შვიდი წლის ძმა იყო.36 წლის მამაკაცი და მისი 35 წლის ცოლი წინასწარი პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ედებათ არასრულწლოვნების გარყვნასა და მათი მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში. უფროსმა შვილმა, 15 წლის გოგონამ, განგაში ატეხა. მან სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკა და მშობლების მიერ სისტემატური ძალადობის შესახებ შეატყობინა. თუმცა, სამართალდამცველებს მისვლისას, სკოლის მოსწავლე ადგილზე არ დახვდათ - მამამისმა ის წაიყვანა და გაიქცა.ეჭვმიტანილის მანქანა მოგვიანებით იპოვეს და ის დააკავეს. მისი ცოლიც მას წინასწარი დაკავების იზოლატორში უკან მიჰყვა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ წყვილმა სამივე ბავშვს: 15 და 12 წლის გოგონებს, ასევე მათ შვიდი წლის ძმას, სექსუალური კავშირი აიძულა. -  წერს რუსული მედია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს და პეკინი მზადაა, ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს

ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იიმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს განუცხადა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იიმ ისრაელელ კოლეგას სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ „ძალის გამოყენებით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია“.„ძალა ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და გრძელვადიან შედეგებს ტოვებს. სამხედრო ძლიერების ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის თავიდან აცილებაშია“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.ვან იის თქმით, ჩინეთი მზადაა ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს.

ბოლო სიახლეები