სამშაბათი, იანვარი 20, 2026

დავით მათიკაშვილი – დიდ ბრიტანეთს პრეტენზია აქვს, დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყოს და როცა ამ ყველაფერს მრუდე გზით ახორციელებს, ეს კითხვებზე მეტს აჩენს

დიდ ბრიტანეთში დამნაშავე პირები თავს თავისუფლად გრძნობენ, გადაადგილდებიან, ქვეყნის ხელისუფლებამ კი ქართველი მოსამართლეები გონივრული ეჭვის საფუძველზე დაასანქცირა, რაც აბსურდია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დიდ ბრიტანეთს პრეტენზია აქვს, დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყოს და როცა ამ ყველაფერს მრუდე გზით ახორციელებს, ეს კითხვებზე მეტს აჩენს.

„რატომ ხდება ეს ყველაფერი? კარგად გვახსოვს, საქართველოსგან, სასამართლოსგან რას ითხოვდნენ – „ვეტინგს“, ფაქტობრივად, სასამართლოს დამორჩილებას. იმას, რაც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში მოხდა. „დიფ სთეითმა“ შეძლო და ხელისუფლება, რომელიც არ აწყობდათ, მისი დემონტაჟი სასამართლოს ხელით მარტივად მოახდინა. ამ მოთხოვნას საქართველო რომ დათანხმებოდა და ზეწოლას დამორჩილებოდა, არანაირ კორუფციულ გარიგებებსა და ეჭვებზე საუბარი აღარ იქნებოდა. ეჭვები მყისიერად გაეფანტებოდათ, თუ „დიფ სთეითს“ საშუალება ექნებოდა, არჩევნების შედეგები ისე შეეცვალა, როგორც სურდა და ის ძალები მოეყვანა, რომლებიც ქართველ ხალხს არ უნდა, მაგრამ მათ უნდათ, ვინც საქართველოში აგენტურას მართავენ. არ შეიძლება, სამართლებრივი პროცესი მტკიცებულების გარეშე იყოს. დიდ ბრიტანეთს პრეტენზია აქვს, დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყოს და როცა ამ ყველაფერს მრუდე გზით ახორციელებს, ეს კითხვებზე მეტს აჩენს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დავოსში დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს მოიტანს და შეთანხმების შესახებ დოკუმენტი მზად იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში შესახვედრად საკუთარ პირობებს ასახელებს.მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად თუ კონკრეტული შედეგები იქნება, შეხვედრა შედგება.„ჩვენი გუნდები თუ ამაზე ისაუბრებენ, მაშინ შეხვედრა შედგება. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები გარკვეული შედეგებით. რა თქმა უნდა, ამერიკასთან შეხვედრები ყოველთვის კონკრეტული შედეგებით – უკრაინის გაძლიერების ან ომის დასრულების მოახლოების მიზნით უნდა დასრულდეს. თუ დოკუმენტები მზად იქნება, ჩვენ შევხვდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ემანუელ მაკრონი – აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ

მსოფლიო წესებისა და საერთაშორისო სამართლისგან გადახვევას განიცდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს.ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ავტოკრატიისკენ გადახრას“ და იმ ფაქტს გმობს, რომ „კონფლიქტები ნორმად იქცა“.„ეს არის გადასვლა მსოფლიოში წესების გარეშე, სადაც საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშაა გათელილი და სადაც ერთადერთი კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის ყველაზე ძლიერის კანონი და იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით უკიდურესი დესტაბილიზაციის ფაზაშია.ამასთან, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს. თუმცა, მისივე თქმით, ევროპას წინააღმდეგობის გასაწევად ძლიერი ინსტრუმენტები გააჩნია.„ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ჩვენ ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც პატივს არ გვცემენ და თამაშის წესებს არ იცავენ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ფრანგული მედია – ევროპარლამენტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს.ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის ლიდერი ადასტურებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაყინვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიღწეულია „უმრავლესობის შეთანხმება“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.თამარ მემანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა

კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა.ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში კოლეგის მიწვევით იმყოფება. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანმა შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი საქართველოში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დოჰაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენასაც დაესწრო.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები