მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა დავით კილაძემ (65 კგ), რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 101/106/108 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში თავი 127/130/132 კგ-ს გაართვა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 240 კილოგრამით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო – მან ატაცსა და აკვრაში 4-4, ორჭიდში კი 8 კილოგრამით შეძლო ქვეყნის რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.