კვირა, აპრილი 27, 2025

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებული სპორტსმენი აღუზარდოს ქვეყანას.

დავით კაჭარავამ მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა ვუთხრა ნამდვილ წევრებს, ვინც ხმა მომცა, ამირჩია და ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი ყველაფრის. ამიტომ დავიწყებთ საფუძვლიდან ყველაფრის განვითარებას იმისთვის, რომ შემდგომში რესურსი გვქონდეს მაღალი მიღწევების. ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა მიმართულებით ვაჩვენეთ – არა მხოლოდ სპორტული მხარე, არამედ სტაბილურობისა და მენეჯმენტის მხარე და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ 6 ერი- ის ოჯახის წევრები,”- განაცხადა დავით კაჭარავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გთხოვთ გავავრცელოთ-„ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა…“ – 24 წლის ელენე მითაიშვილს დახმარება სჭირდება

24 წლის ელენე მითაიშვილს, საზოგადოების მხრიდან დახმარება სჭირდება! ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. აღენიშნებოდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ელენეს და, მარიამ მითაიშვილი ავრცელებს:„ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად!ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. ჰქონდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.საქართველოში, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში, ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც კისრის მეხუთე და მეექვსე მალები სრულად შეიცვალა ტიტანის იმპლანტით. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და გულმკერდის პირველ მალაზე გაკეთდა უკანა ფიქსაცია.ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია და სრულფასოვნად არ არის აღდგენილი.საქართველოში, ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.ელენეს გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისთვის, აუცილებელია, თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000.თანხა უნდა შეგროვდეს უმოკლეს დროში, რათა მკურნალობის დაწყება არ დაგვიანდეს. ამ ტიპის დაზიანებისას, რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს.არ მეგონა, რომ ამ პოსტის დაწერა დამჭირდებოდა და ისიც ვიცი, ჩემი დისთვის არ იქნება მარტივი წასაკითხი დახმარებას რომ გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.თქვენი მხარდაჭერისა და ელენეს სიყოჩაღის იმედი მაქვს, რათა მალე დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საყვარელ საქმიანობასა და ჩვენ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებსაც უსაზღვროდ გვენატრება,“ - წერს მარიამ მითაიშვილი.გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ #ელენესთვისსაქართველოს ბანკი: #GE64BG0000000607525693თიბისი ბანკი: #GE83TB7199945061600002PayPal: @KZhordaniaმიმღები: ქეთევან ჟორდანია (დედა)

ძროხებში ფრინველის გრიპი გავრცელდა – მეცნიერები შესაძლო პანდემიის შესახებ გვაფრთხილებენ

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი (HPAI) აშშ-ს რძის მწარმოებელ ფერმებში გარეული ფრინველიდან გავრცელდა. ეს მიგნება საგანგაშოა, რადგან დაავადება ევოლუციასა და სახეობებს შორის გადაადგილებას განაგრძობს. ეს თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ვირუსის პანდემიური პოტენციალი იზრდება.HPAI ვირუსები ცხოველთა ჯანმრთელობისთვისა და სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული საფრთხეა. გარდა ამისა, ეს პოტენციურად ადამიანებისთვისაც საშიშია, რადგან დაავადებას სახეობათაშორისი ბარიერების გადალახვის უნარი აქვს. განსაკუთრებული ყურადღება H5N1-ის შტამს — 2.3.4.4b ექცევა, რომელიც მსოფლიოში უკვე გავრცელდა. მან გარეული და შინაური ფრინველები და სხვადასხვა ძუძუმწოვრები დააინფიცირა. ვირუსი მცირე რაოდენობით ადამიანებშიც მოხვდა, რაც მის პანდემიურ პოტენციალზე მიუთითებს.2024 წელს ეს შტამი აშშ-ს რამდენიმე შტატში მეწველ პირუტყვში დააფიქსირეს. ეს ფაქტი მოულოდნელი იყო, რადგან ჩვეულებრივ ძროხები ამ ვირუსთან არ ასოცირდებოდნენ. მისი განვითარებისა და გავრცელების შესასწავლად თაო-კიენ ნგუიენმა და მისმა კოლეგებმა 100-ზე მეტი ვირუსის გენეტიკური მონაცემები შეაგროვეს. კვლევაშიფრინველის გრიპის ნაკლებად სახიფათო შტამები და ინფიცირებული ძროხების გენომები შეისწავლეს. მკვლევრების შეფასებით, ფრინველიდან ვირუსი პირუტყვზე მხოლოდ ერთხელ 2023 წლის შუა პერიოდში, ტეხასში, გადავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შემთხვევა შეუმჩნეველი დარჩა, ერთი ძროხიდან სხვებიც დაინფიცირდნენ.მას შემდეგ, რაც ვირუსი ძროხების პოპულაციაში მოხვდა, მან გავრცელება სწრაფად დაიწყო. ინფიცირებული ან სიმპტომების არმქონე ცხოველების გადაადგილებამ ვირუსი ტეხასიდან სხვადასხვა შტატშიც გაავრცელა. პირუტყვიდან ის ფრინველებში, ენოტებში, შინაურ კატებსა და სხვა ორგანიზმებში მოხვდა. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსმა ისეთი მუტაციები განავითარა, რომლებიც ძუძუმწოვრებზე მარტივად გადადის."ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ A ტიპის გრიპის ვირუსი საერთაშორისო პათოგენია. მის წინააღმდეგ კონტროლის სააგენტოებისა და ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციებს შორის შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო. ამით მოსალოდნელი პანდემიის რისკი შემცირდება", - წერენ კვლევის ავტორები.

“ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი” – მეუფე შიო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება."ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი, და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ. მთავარი არის რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა. ამიტომ, უფალი ისეო ქრისტე ამ სიტყვებით, რომ "ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს", გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნებისა და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გრძნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა", - აცხადებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი).

გთხოვთ გავავრცელოთ-27 წლის ტარიელ ჩიხლაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ის უმძიმეს დაავადებას ებრძვის

27 წლის ტარიელ ჩიხლაძე უმძიმეს დაავადებას ებრძვის, მას საქართველოში სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.ახალგაზრდა მამაკაცის დიაგნოზი მძიმეა - თავის ტვინის ღეროვანი უჯრედის III ხარისხის ავთვისებიანი სიმსივნე. მას საქართველოში ყველა სახის პროცედურა მაღალპროფესიონალურ დონეზე უტარდება, თუმცა დაავადება პროგრესირებს და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.საბანკო რეკვიზიტები:კრედო ბანკი - #GE68CD0360000001660462ლიბერთი ბანკი- #GE22LB0211145670033000საქართველოს ბანკი - #GE46BG0000000606264629TBC ბანკი- #GE71TB7045745061100036მიმღები: მამა სიმონ ჩიხლაძე - პ/ნ 29001002596

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა...

შეუძლიათ არალეგიტიმურ პარლამენტში ძალიან ბევრი უკანონობა მიიღონ, კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზაზეა.„ხან ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიებს აკრძალავს, ხან ამბობს, რომ გადაიფიქრეს, არჩევნების შემდეგ აკრძალავენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათი პროპაგანდისტული ხაზები და ავტორიტარიზმის გზა დაბნეულია, აღარ იციან, რა გზას დაადგნენ.შეუძლიათ, არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღონ ძალიან ბევრი უკანონობა. კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია. გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ.ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

ბოლო სიახლეები