შაბათი, მაისი 3, 2025

დავით კაჭარავა – პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.

სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:

„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.

თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება.
დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:

„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.

„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხელის გულზე არსებული ხაზებით გაარკვიეთ, გყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი

ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უფიქრია: ჰყავს თუ არა მას მფარველი ანგელოზი, რომელიც რთულ დროს იცავს. ქირომანტია ამტკიცებს, რომ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა... თქვენსავე ხელისგულზეა შესაძლებელი.სად უნდა ვეძებოთ მფარველი ანგელოზის ხაზები ხელისგულზე ყველაზე შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ხაზია სიცოცხლის ხაზი - ფართო, ღრმა, რომელიც ცერა თითის ძირს გარს აკრავს. ეს აჩვენებს ჯანმრთელობას, პოტენციალს, ცხოვრების გარდამტეხ მომენტებს.მფარველი ანგელოზების ხაზები ახლოს მდებარეობს: ისინი ცერა თითის მხრიდან სიცოცხლის ხაზის პარალელურად გადიან. სიცოცხლის ხაზისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ერთია, შეიძლება რამდენიმე მფარველი ანგელოზი იყოს. ეს ხაზები მიუთითებს უხილავი დამხმარეებისა და დამცველების ყოფნაზე ადამიანის ბედში.რას ნიშნავს მფარველი ანგელოზის ხაზები? ითვლება, რომ ანგელოზების დახმარება ადამიანს გარკვეული მიზეზის გამო ეძლევა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ცხოვრება სავსეა მოვლენებით, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას მოითხოვს. ასეთი ხაზები განსაკუთრებით ხშირად შეიძლება ნახოთ რისკთან და ცვლილებებთან დაკავშირებულ ადამიანებში. ანგელოზის ხაზები დაგეხმარებათ კრიზისებისა და რთულ პერიოდებში ნაკლები დანაკარგებით გადარჩეთ და წარმატების მომენტებში მაქსიმალურად ისარგებლოთ ამით.თუ სიცოცხლის ხაზი დაზიანებულია, გადაკვეთილია სხვა ხაზებით (მაგალითად, ე.წ. კომეტის ხაზებით), მაგრამ ახლოს არის მფარველი ანგელოზის ხაზი, ეს კარგი ნიშანია: ადამიანი გაუმკლავდება განსაცდელებს, მისი „სიცოცხლის ხომალდი“ გადაურჩება ქარიშხალს.გარდა ამისა, მფარველი ანგელოზების ხაზები აძლიერებს პიროვნულ თვისებებს. ზოგიერთი მათგანი მხიარული ოპტიმისტი ხდება და ამტკიცებს, რომ სირთულეებმა მათი ხასიათი გააძლიერა. სხვები პესიმისტურად არიან განწყობილნი და იმავე მოვლენებს ტანჯვის წყაროდ აღიქვამენ.იღბლიანები და სულით ძლიერები თუ სიცოცხლის ხაზი გრძელი და ღრმაა და მის პარალელურად მფარველი ანგელოზის ხაზი გადის, თქვენს წინ ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. ასეთ ადამიანებს უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი აქვთ, სხვებისთვის სარგებელი მოაქვთ და ხშირად კეთილდღეობასა და ჰარმონიას აღწევენ.რა მოხდება, თუ ხელისგულზე ანგელოზის ხაზები არ არის? არ არის საჭირო განაწყენება. ეს ნიშნავს, რომ მთელი ძალა თქვენშია. შენი ბედი შენს ხელშია და გაქვს ყველა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაუმკლავდე ნებისმიერ გამოწვევას.

სურამში დაკარგული მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა

სურამში დაკარგული მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა.მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მალე ოჯახთან ერთად იქნება.

საბერძნეთი: საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირი, ჯაშუშობის ბრალდებით, ალექსანდროპოლისში დააკავეს

59 წლის მამაკაცი, რომელიც 29 აპრილს, ჯაშუშობის ბრალდებით, ქალაქ ალექსანდროპოლისში დააკავეს, მისი გადამბირებლის ინსტრუქციებს ასრულებდა. ქართველი ემიგრანტი ბერძენი გამომძიებელი მოსამართლის წინაშე პარასკევს, 2 მაისს წარდგება. გამოძიების მასალებისა და ბერძნული დაზვერვის ოფიცრებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების თანახმად, გადამბირებელმა, დავალებებთან ერთად, მას დეტალური ინსტრუქციები მისცა, თუ როგორ დარჩენილიყო შეუმჩნეველი ალექსანდროპოლისში არსებული ბერძნული და ნატო-ს სამხედრო ბაზების ფოტო და ვიდეო-გადაღებების დროს. მანვე ურჩია სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა და, რადგან 59 წლის იყო, - ხელჯოხის ხმარება ბორცვებზე ასასვლელად (თითქოს, ლაშქრობაზე იყო), რათა სამხედრო ბაზების ფოტოები და ვიდეოები შემაღლებული ადგილებიდან გადაეღო. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ემიგრანტი ფოკუსირებული იყო სამხედრო მასალებზე, რომლებსაც ალექსანდროპოლისის პორტში მყოფი გემებიდან გადმოტვირთავდნენ ხოლმე და თავად იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ეს მასალები იტვირთებოდა. გადაღებულ მასალას ის, დაშიფრული აპლიკაციის მეშვეობით, უგზავნიდა თავის გადამბირებელს - ასევე ქართველ ემიგრანტს და გამოცდილ მაფიოზს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, როგორც გამოძიებამ გაარკვია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (GRU) უკრაინისთვის განკუთვნილი საომარი მასალების და მათი ტრანსპორტირების საშუალებების აღრიცხვის მიზნით გადაიბირა.რატომ სჭირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხმელეთიდან გადაღებები, როცა რუსეთს კოსმოსური თანამგზავრები გააჩნია სადაზვერვო წრეებიდან მიღებული განმარტებით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ობიექტის ახლოდან გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ოპერაციებზე სამხედრო დაზვერვის სამსახურები მუშაობენ. რუსეთი ამას აკეთებს საბრძოლო მასალების და მათი ტრანსპორტირების გზების სრული სურათის მისაღებად, რათა მოპოვებული ფოტო და ვიდეო-მასალა შემდგომში საბოტაჟისთვის გამოიყენოს, როგორც ეს ბულგარეთსა და პოლონეთში მოხდა. გარდა ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბაზები აშშ-ს მიერ გამოიყენება, ასევე განხორციელდა მათი სატელიტური კარტოგრაფირება. თუმცა, გემები, ხშირად ღამით იტვირთება და გადაზიდვები მაშინ ხორციელდება, როდესაც სატელიტური კავშირი ვერ ხერხდება. ამიტომ, შემდგომი ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვისთვის ხმელეთიდან მონიტორინგი აუცილებელია. საქართველოდან ემიგრირებულ 59 წლის მხატვარზე არჩევანი კონსპირაციული მოსაზრებიდან გამომდინარე შეჩერდა. გარდა ამისა, ჯაშუშობის გამოაშკარავების შემთხვევაში, სპეცსამსახურებთან მისი პირდაპირი კავშირი ვერ დადასტურდებოდა. მას შემდეგ, რაც GRU-ს შუამავალს მასალას გაუგზავნიდა, 59 წლის მიგრანტი ამ მასალას თავის მობილურ ტელეფონში მალევე შლიდა. ამიტომ, ბერძენმა სამართალდამცავებმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის მასალები იპოვეს. თუმცა, სპეციალური საშუალებით ადრე გაგზავნილი მასალის აღდგენაც მოახერხეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ საქართველოდან წასულმა მიგრანტმა ჯაშუშური საქმიანობა, სულ მცირე, ექვსი თვის წინ დაიწყო და მოპოვებულ მასალას დამკვეთს გასული წლის შემოდგომიდან უგზავნიდა. დაკავებულმა მამაკაცმა, რომელიც პრორუსულ განწყობებს ღიად გამოხატავდა და რომელთან კონტაქტი მაფიოზმა შუამავალმა დაამყარა, აღიარა, რომ მისი გადაბირება, თავდაპირველად, ფულადი ჯილდოს შეთავაზების გზით მოხდა. ამასთან, მან ეს ნებაყოფლობით გააკეთა და შუამავალს უთხრა, რომ ამას „დედა რუსეთისთვის“ გააკეთებდა, რომლის არმიაშიც ახალგაზრდობაში მსახურობდა და, ამასთან, გარკვეულ პერიოდში ციმბირშიც იმყოფებოდა. რაც შეეხება GRU-ს მიერ დაქირავებული მაფიოზს, რომელიც ასევე ქართველი ემიგრანტია, მის შესახებ მოხდა ლიეტუვას საიდუმლო სამსახურების ინფორმირება და ამჟამად ისიც დაკავებულია. მისი საქმის გამოძიებას ადგილობრივი და ერთობლივი სამსახურები აწარმოებენ. ეს არის რუსული ჯაშუშობის ალბათ ყველაზე სერიოზული შემთხვევა საბერძნეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

კარგი ამბავი! – ბათუმში დაკარგული ბავშვი მშობლებთანაა

ბათუმში, 4 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებს ეძებდა უკვე ოჯახთანაა.ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მიაწოდეს.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთს საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა.ბიძგების ეპიცენტრი 12,55 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბოლო სიახლეები