პარასკევი, მარტი 27, 2026

დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს

„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი – იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილების შედეგი იყო, რასაც დღეს ვხედავთ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

კაჭარავამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას არ აფერხებს.

„ახალგაზრდები გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ინიცირებული კანონი უკან უნდა გავიწვიოთ და რომ ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი ევროკავშირთან დაახლოების ან დაშორების. ამის პასუხად ვიტყვი, რომ არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც ევროკომისიას აქვს და რომლითაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. მაშინ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, დამატებით ერთ-ერთი კრიტერიუმი შეიქმნას და ითქვას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, მეტად ახლოს ვიქნებით ევროკავშირთან. დაამატონ კრიტერიუმი სანქციებთან დაკავშირებითაც, ვგულისხმობ რუსეთთან მიმართებაში. თუმცა ჩვენთვის დაწესებულ დათქმებში ამ კრიტერიუმებს ვერ ვხედავთ. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. შემდეგ გამოქვეყნდა კრიტერიუმები და გაირკვა, რომ იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილების შედეგი, რასაც დღევანდელი გადასახედიდან უკვე კარგად ვხედავთ.

მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ. ის ფაქტი, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონს მივიღებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ინტერესი და არანაირად არ აფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებსა და ღირებულებებს. თუ ეს იქნებოდა შემაფერხებელი ფაქტორი, მაშინ ამ კრიტერიუმს დაამატებდნენ იმ სიას, რომელიც შესვლის უფლებას ან გაძლევს ან არ გაძლევს იყო ევროკავშირის წევრი. ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს და ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებსა და ღირებულებებს. სხვა დანარჩენი არის უბრალოდ პოლიტიკური ზეწოლა“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 4.1 პროცენტით.2025 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 334 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 191 ბავშვი.საქსტატის ცნობით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.2025 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.

შალვა პაპუაშვილი – რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი მოქალაქეთა ჯგუფი გვყავს, რომელსაც ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს რომ დაანახებ, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია

ჩვენი ერთადერთი გზა ქართულია. ტერმინოლოგიური ჟონგლიორობა – პროევროპული, ანტიევროპული, პრორუსული, პროჩინური, ანტიირანული, ყველაფერი მოფიქრებულია, რომ მთავარ გზას, ქართულ გზას აგვაცდინონ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს, რუსებს, ევროპას, ირანს, ჩინეთს და კიდევ არ ვიცი, რა მიმართულებებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს არანაირი არჩევანი არ აქვს გასაკეთებელი.„ჩვენი არჩევანი ქვეყნის მშენებლობა, ხალხის ინტერესების დაცვაა. ამ ინტერესების დაცვა გვიწევს მტერთანაც და მოყვარესთან. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, კონფრონტაციულ დამოკიდებულებაშია ნატო-თან იმის გამო, რომ ათწლეულები ამერიკა იყო და დღემდეა თავად ნატო. ამერიკა იცავდა ნატო-ს ევროპულ ნაწილს და როგორც ტრამპი ამბობს, ამის საპასუხოდ არაფერს იღებს ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომელთაც ამერიკელებისგან გარანტირებული უსაფრთხოება ჰქონდათ და ახლა არათუ ეხმარებიან, არამედ ზოგიერთი ამ საქმეში ფეხსაც უდებს. ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც, ყველასთან დასაცავი გვაქვს და ბრმად არავის უნდა მივენდოთ. ვინც მიენდო და მათ შორის ევროპელებს, ვხედავთ, ომშია გახვეული. ევროპელი ლიდერები თავისი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა, მოქმედი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო. ქართველმა ხალხმა სუვერენიტეტის ხელყოფის გამო ევროპელების მიმართ ნდობა დაკარგა. ამ ნდობას მათი მხრიდან აღდგენა სჭირდება. ჩვემ არაფერი გაგვიკეთებია, რომ ნდობა დაკარგულიყო. აქ რომ ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობას, სხვა ხალხის მოყვანას ხელისუფლებაში, რუსეთთან საქართველოს ესკალაციაში ჩათრევას, ქართველმა ხალხმა ამის გამო, ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ ნდობა დაკარგა. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრო რაღაც ვიყოთ, არამედ იმაზე, ჩვენი ინტერესები როგორ გავატაროთ. ზოგიერთი ქვეყანა ამ პრო ფიქრმა ომში შეიყვანა, ჩვენ კი, იქამდე მიგვიყვანა, რომ ფსევდო რელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი გვყავს, რომელსაც რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რაღაც რელიგიური საკურთხეველი ჰგონია. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც პროტესტანტების მცირე ჯგუფში გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელ  რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია აპირებს შეხვდეს ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით, რადგან გაიზარდოს მათი ჩართულობა როგორც პოლიტიკურ, ისე ადგილობრივი განვითარების პროცესებში.მისი თქმით, მათი მიზანია ასევე, მოსახლეობასთან პირდაპირი და ღია კომუნიკაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.„აუცილებლად ყველა შეხვედრას დავესწრები. შემოვივლით ათივე რეგიონს, შევხვდებით ყველა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს, სოფლებიდან, რეგიონებიდან ჩამოვლენ. ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ ხედავენ განვითარებას, როგორ წარმოუდგენიათ მათი რეგიონის, მათი სოფლის, მათი ქალაქის განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აბსოლუტურად ყველას შევხვდეთ, ვესაუბროთ ღიად, გახსნილად და ეს შეხვედრები არ იქნება ჩარჩოებში მოქცეული. ყველაფერზე შეუძლიათ გვესაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი არის სრულად მოტივირებული და მოწოდებული იმისკენ, რომ ყველა ადამიანის აზრი გაითვალისწინონ. თუნდაც, კრიტიკული იყოს და არ ეთანხმებოდეს ჩვენს მოსაზრებას იმიტომ, რომ დისკუსია არის აუცილებელი და სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ თითქოს ეს ხაზი გაწყდა და ადამიანები ერთმანეთთან აღარ საუბრობენ. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. კონკრეტულად ისეთ ადგილებში ჩავიდეთ, სადაც ყველაზე მეტად არის ეს საჭიროება, რომ მეტი ჩართულობა იყოს მათგან“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის  საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 515,21 გრამი  ) და ვერცხლის (წონა - 72,53 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  157 927 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ოთხი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში 47 749 ლარით დაჯარიმდა.

ბოლო სიახლეები