პარასკევი, ივნისი 6, 2025

დავით დოიაშვილი – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს, სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ რეგიონებში გადის, – ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თეატრის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დოიაშვილის თქმით, თეატრს ყველა შეუერთდება.

„ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაცნაირად დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. ჯერ ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, დაკავებულებს თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია.

„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მეგობრები, ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ. ნუ წახვალ იქ, მოდი აქ”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას“

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია. თავისი მოკლე ჭკუით მან გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოდან რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.„სანჩესს კარგად ვიცნობ და განცხადება როგორი გულუბრყვილოცაა, ისეთი გულუბრყვილო, მსუბუქი და ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ის ჩვეულებრივი კონიუქტურული ადამიანია, „სოციალ-დემოკრატია“, ვისაც თავისი მოსაზრებები მაშინ აქვს, როცა „სახალხო პარტიასა“ და „სოციალისტებს“ შორის თანამდებობის გადანაწილებაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, მას ასეთად ვიცნობდი და, რასაკვირველია, მისი განცხადება სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ. ისეთი გულუბრყვილო ადამიანი არ არსებობს, ვინც მათ მიმართავდა სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე. ასეთი ადამიანები არ არსებობენ არც „ქართულ ოცნებაში“ და არ მგონია, თუნდაც ოპოზიციაში იყოს ადამიანი, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ვფიქრობ, სანჩესმა თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ში ზედიზედ 7 მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ნევადის შტატში, 7 მიწისძვრა დააფიქსირეს, რომელთაგან ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას dailymail-ი აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს.მიწისძვრების სერიაში 4,8 ბალიანი მიწისძვრა ყველაზე ბოლო იყო. ბიძგები იგრძნობოდა ლას-ვეგასშიც. სხვა ბიძგების სიმძლავრე შედარებით სუსტი იყო და 1,1-დან 3,3 მაგნიტუდამდე მერყეობდა.ექსპერტების განმარტებით, ბიძგები სავარაუდოდ გამოწვეული იყო ტექტონიკური აქტივობით ერთ-ერთი მრავალი რღვევის სისტემის გასწვრივ, აუზისა და ქედის პროვინციაში, რეგიონში, სადაც დედამიწის ქერქი თანდათან იშლება, რაც ხშირ მიწისძვრებს იწვევს.

დღეს გავიგე, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, ისევ არსებობს ნუცა მახვილაძის სტიპენდია, რომელსაც წარმატებულ ქართველ სტუდენტებს აძლევენ, მთელი დღე მეტირება, ოღონდ მგონი სიხარულის ცრემლებია ეს…“...

პა­რი­ზის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც 18 წლის ნუცა მახ­ვი­ლა­ძე სწავ­ლობ­და, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მისი სა­ხე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს."ისე­თი სტუ­დენ­ტე­ბი, რო­გო­რიც ნუცა იყო (მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით), უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მი­ი­ღე­ბენ მისი სა­ხე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი (რომ­ლე­ბიც იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ), ეზო­ში და­იდ­გმე­ბა მისი სა­ხე­ლო­ბის ნატ­ვრის ხე.ალ­ბათ ყვე­ლამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რი გოგო იყო ნუცა, როცა თა­ო­ბე­ბი მისი სა­ხე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ პა­რი­ზის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

კახა კალაძე – ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს, როდესაც არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება

ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია კატეგორიული იყო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო დღეებში გარედან სხვა დავალება მიიღეს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს.„რამდენიმე თვის უკან ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ – საუბრობდნენ, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამღუპველი იქნებოდა. ისინი კატეგორიულები იყვნენ. თუმცა, ბოლო დღეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვთ, რადგან ასეთი დავალება მიიღეს. მერწმუნეთ, ამ ადამიანებს არანაირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გავიხსენოთ მათი განცხადებები და გაიხსენეთ ჩემი შეფასებებიც. მე ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არც საკუთარ თავებს, არც ოჯახებს, არც ქვეყანას არ ეკუთვნიან. როდესაც აგენტი ხარ, გარე დავალებებს ასრულებ. ადრე ასეთი დავალება ჰქონდათ და ასე საუბრობდნენ, დღეს სხვა დავალება აქვთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ვნახოთ, როგორი პრინციპულები იქნებიან.არჩევნებში მათ არანაირი რესურსი არ აქვთ. ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება. მსგავს დაჯგუფებებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ ექნებათ. როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც დოლიძე წერს, ახლა დროა, პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს.„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს“.ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა „ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ „ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამკვირვებელი წევრი.ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის“, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს ანა დოლიძე.

ბოლო სიახლეები