პარასკევი, ნოემბერი 29, 2024

დავით ბერძენიშვილი-„ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს“ რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკის ხელახლა გაცოცხლება შეუძლია

იმდენად რთული ვითარებაა და ისეთი უმძიმესი პროცესი მიდის მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, რომ ჩემთვის არ არის პრიორიტეტული ხელისუფლების საკითხი. მე არ ვუყურებ პროცესებს ოქტომბრის გადმოსახედიდან. ის იქნება პროცესის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ არჩევნებისთვის რა და როგორ იქნება, ეს არ არის ჩემი აზროვნების მთავარი ორიენტირი – აცხადებს დავით ბერძენიშვილი ახალ თაობასთან ინტერვიუში, მისივე თქმით:

ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს და მან დაამუხრუჭა საქართველოს განვითარება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულების მხრივაც. ის მონოპოლისტია ეკონომიკაში და ამიტომ ეს ვალი აქვს.

რაც შეეხება ეკონომიკას, ყველა საშუალოდ განვითარებული ქვეყანა ახერხებს, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას. ზოგი 100%-ით აძლევს შემოსავალს, ზოგი 70%-ით. სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციები 100%-ით უზრუნველყოფენ.

ჩვენ ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერის იმედად ვართ, ამიტომ მას ქართული ფინანსები ვერ ამოქაჩავს. ჩვენთვის მთავარია სიცოცხლის გადარჩენა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ბიძინა ივანიშვილს სწორედ აქ მოეთხოვება იმ ვალის დაბრუნება, რომ მილიონები ხალხის მასობრივად გადარჩენას მოახმაროს.

_ ანუ ახლა მან ვალის ნაწილი დააბრუნა?

_ კი, ასეა.

რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკის ხელახლა გაცოცხლება შეუძლია მნიშვნელოვან დასავლურ ინვესტიციებს, რაც, როგორც ჩანს, იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შსს: აქცია გასცდა მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, დაემორჩილეთ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. "პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. - ნათქვამი უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტარი: ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს

ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრას ლაურელ ლასზლომ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს ჰკითხა, რას ფიქრობს განცხადებებზე, რომელიც ასობით ათასი ხმის გაყალბებაზე ისმის მაშინ, როდესაც თავად აკვირდებოდა არჩევნებს, რაზეც ანდრას ლაურელ ლასზლომ აღნიშნა: „რამდენიმე უბანზე ვიმყოფებოდი. ვესაუბრებოდი ქართველ ამომრჩევლებს, ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ასევე საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. ყველა, გამონაკლისის გარდა, მეუბნებოდა, რომ ისინი ენდობოდნენ არჩევნების კეთილსინდისიერებას, ყველამ მითხრა, რომ ნდობა ჰქონდათ ელექტრონული არჩევნების მიმართ და საარჩევნო პროცესში არავითარი დიდი მასშტაბის პრობლემებს არ ელოდებოდნენ. ეს გახლავთ, რაც დავინახე რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ჩემთვის გასაოცარი და საინტერესო იყო, ამის გამო როგორი დაძაბულობა, წნეხი განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ. მესმის, რომ არჩევნებზე ვითარება დაძაბულია, ყველას სურს საკუთარი უკეთესი შედეგები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია გახლავთ ის, რომ მივიღოთ საბოლოო შედეგი. რეალურად, უნდა დაამტკიცო მასობრივი გაყალბება, რადგან განსხვავება ხმებში ისეთი დიდი იყო, მას რეალური, მყარი დადასტურება სჭირდება. ვიღაც თუ აცხადებს პრეტენზიას, რომ სამასი ათასი ადამიანის დონეზე გაყალბდა არჩევნები, ამას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დღემდე არ ჩანს. არჩევნების დღეს მოვისმინე, რომ ჩაყარეს ბიულეტენები ერთ უბანზე, იყო ჩხუბები საარჩევნო უბნებს გარეთ, თუმცა ასეთი სიდიდით განსხვავება წარმოუდგენელია“.

მამუკა ხაზარაძე: სრული ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა

სრული დაუმორჩილებლობა! - ასე მიმათა "ლელოს" ლიდერმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს, სიტყვით გამოსვლისას. "არჩევანი ყველამ უნდა გააკეთოს, პირველ რიგში უნდა გააკეთოთ იმ ადამიანებმა, რომლებიც მსახურობენ საჯარო სექტორში, რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი მარტო. უნდა დავიწყოთ საერთო, ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა.  შუალედი არ არსებობს, ვინმეს არ ეგონოს, ილუზიაში არ ჩავარდეს არავინ. სრული დაუმორჩილებლობა! აქ საქართველოს დასაცავად ვართ ყველა ჩვენ გამოსულები! ამ ქვეყანას არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში

სახალხო დამცველის განცხადება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით "საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია.  მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, შესაბამისმა ორგანოებმა შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი უნდა გამოავლინოს. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების მიზეზი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში. ასევე უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს პროტესტი განაგრძონ  მშვიდობიანად" - ნათქვამია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი – ზუსტად ის ხალხი, რომელიც ევროინტეგრაციის ნაცვლად ევროისტერიით არის დაკავებული, აზიანებს ჩვენს ნაბიჯებს

დღემდე ვერ დავადგინე, რა 120 მილიონზეა საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ბიუჯეტში ეს ასე არ ჩანს. მე ვთქვი, რომ ბიუჯეტში ეს არის 25 მილიონი ევრო წელიწადში, რაც არის საბიუჯეტო გრანტი. ეს არის 70 მილიონი ლარი 33 მილიარდიან ბიუჯეტში. ანუ, არის აბსოლუტურად ზღვაში წვეთი. არ ვიცი, მათი განცხადებით 120 მილიონი თუ არის წელიწადში, ის 100 მილიონი სად მიდის, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო და ქართველი ხალხის ბიუჯეტში ვთქვი, რომ არის 20 მილიონი ევრო, რომელიც არის ზღვაში წვეთი და არანაირი საჭიროება საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს ბიუჯეტს არ აქვს ამ საბიუჯეტო გრანტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დახმარება და გვერდით დგომა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქაც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხდება ასეთი თანხებით ინსტრუმენტალიზირება და შემდეგ, ამით საზოგადოებაზე ზემოქმედების მცდელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოებამ ასეთი მანიპულაცია ნახა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. „მაშინ 75-მილიონიან სესხზე იყო საუბარი და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე იყო ამ ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა იმისთვის, რომ კვლავ რაღაც ყალბი ნარატივებით საზოგადოებაში ნეგატიური მღელვარება გამოეწვიათ. ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ ვხედავთ რა ამის პოლიტიზებას, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარს ამ სესხზე, რომ არ გვინდა სესხი, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს აძლევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა ასეთი თემების პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენება ხდება, ხელისუფლებას ეს არ უღირს, არც საზოგადოების მღელვარებად და არც ევროკავშირის რეპუტაციის შელახვად. „სინამდვილეში, ამ ხალხმა ამ რეზოლუციებით, კანდიდატის სტატუსზე ამბებით, მოლაპარაკების საკითხის ევროპული ღირებულებებისგან აბსოლუტურად დაცლილი ინსტრუმენტალიზაციით რასაც მიაღწია, იყო ის, რომ ჩვენ უკვე ფაქტობრივად, ვეღარ ვახერხებდით ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. სინამდვილეში, ევროინტეგრაცია არ არის ეს მჭახე განცხადებები და საუბარი რაღაც ღირებულებებზე, რომელსაც მერე ვერავინ ვერ გვიხსნის, რა არის ასეთი განსაკუთრებული, რაც ქართველებს არ გვაქვს. რა ვართ ასეთი უღირებულებო ქართველი ხალხი? გვეუბნებიან, რომ არსებობს რაღაც საიდუმლო ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენს გონებამდე, ფასეულობამდე და ტვინებამდე ჯერ დასული არ არის და ეს რაღაც ღირებულებები რამდენიმე ევროპელმა დეპუტატმა აქ მიტინგებიდან თავში უნდა ჩაგვიტვირთონ. აი, ამ ფუჭი საუბრების ფონზე სინამდვილეში, ზიანდება ზუსტად ევროინტეგრაცია. ზუსტად ის ხალხი, რომელიც ევროინტეგრაციის ნაცვლად ევროისტერიით არის დაკავებული, აზიანებს ჩვენს ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით და უფრო სწრაფი ვიქნებოდით ჩვენს გადაწყვეტილებებში, სრული კონცეტრირება რომ შეგვეძლოს ამ საქმეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები