ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

დავით ბაქრაძე – ყველას სანქცირება და შავ სიაში შეყვანა უნდა მოხდეს, ვისაც ტატუნაშვილის მკვლელობასთან კავშირი აქვს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიუსამძიმრა. ბაქრაძე სოფელ წილკანში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მომხდარი უმძიმესი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ქმედება დაუსჯელი არ დარჩეს.

„უმძიმესი ტრაგედიაა და ამასთან ერთად, წარმოუდგენელი თავხედობაა საოკუპაციო რეჟიმის, რომ ათი დღე გავიდა და ოჯახისთვის ცხედარი ჯერ არ გადაუციათ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. არა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან და არა მხოლოდ შიგნით უნდა ვიმუშაოთ, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავხედობა დაუსჯელი არ დარჩეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით „ევროპულ საქართველოს“ აქვს გეგმა, რომელიც სანქციების მიღებას და იმ ადამიანების შავ სიაში შეყვანას ითვალისწინებს, რომლებსაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი აქვს.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ მოხდეს სანქცირება და შავ სიაში შეყვანა ყველა იმ ადამიანის, ვისაც კავშირი აქვს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან. თითოეულმა ასეთმა ნაძირალამ უნდა იცოდეს, რომ მიწა დაეწვება ფეხქვეშ და ყველგან, სადაც მივწვდებით არ დავზოგავთ იმ ადამიანებს, ვინც ასე დაუნდობლად ექცევა, ხოცავს, აწამებს და იტაცებს ქართველებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამიტომ სანქციებიც უნდა იქნეს მიღებული და რეზოლუციაც.

„სანქციებიც უნდა მივიღოთ, რეზოლუციაც უნდა მივიღოთ და თუ ვართ თავმოყვარე სახელმწიფო, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მკვლელები არ დარჩნენ დაუსჯელნი და მომავალში ვერც ერთმა ნაძირალამ ვეღარ გაბედოს ჩვენი ქართველი მოსახლეობის მოტაცება, წამება და მკვლელობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოკუპირებული ცხინვალიდან გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ. ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება კვლავ არ ეძლევათ საქართველოს  ორ მოქალაქეს  ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.

გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართა და არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობა სთხოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო სიახლეები