ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა – მე გათვითცნობიერებული მაქვს, რას ვაკეთებ – ხატია დეკანოიძე

დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა – მე გათვითცნობიერებული მაქვს, რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც არის „მაგნისკის სიაში“ შეყვანილი ორგანიზებული წამებისთვის და ძალადობისთვის, ამ ხალხს და მე არ უნდა მასწავლოს, რა უნდა გავაკეთოთ, არავის ეშინია გომელაურის და ზოგადად, რეჟიმის. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს – წლების განმავლობაში გაცილებით უფრო მძიმე სტატუსებს ვწერ სოციალურ ქსელში, ვიდრე მაგალითად: „დაიტოვეს“ ჯგუფის წარმომადგენლები და რატომ ჩემთან არ მოდიან? – ანუ რაღაცა შიშის დათესვა უნდათ, ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ. ასე ვერ მოხდება, არავინ არ დაშინდება, მე არ მეშინია და ამ ხალხსაც არ ეშინია. ეს იქნება ის, რაც რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენს უკან არიან დაპატიმრებული ადამიანები. მზია ამაღლობელი 22-ე დღეა უკვე შიმშილობს. ასევე, ბათუმელი მედროშეც. ადამიანები არიან ციხეში და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ გავჩერდებით, ეს ადამიანები გვიყურებენ და ამაზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ მე ნამდვილად არ მეშინია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ დასანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი დასანქცირებული თანამშრომლებით არავითარ შიშის საფუძველს არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან.მე არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქნან იმაზე მეტი, რაც დავუშვათ აქამდე არ უქნიათ?! დაგვიჭერენ? – დამიჭირონ, არ არის პრობლემა. მე გათვითცნობიერებული მაქვს რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც. ამიტომ თუ ბევრი ვიქნებით, მერწმუნეთ, რომ არავითარი შიში არ იქნება და ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ ათიათასობით, ათასობით ადამიანი დააკავოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გთხოვთ გაავრცელეთ იქნებ ვინმემ იცნოთ-თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ – ის ფეხმძიმედაა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ტერიტორიიდან დაკარგულ ახალგაზრდა ქალს, ნინო ციცვიძეს ეძებენ. როგორც დაკარგული ქალის მეგობარი აცხადებს, ბოლოს ნინო ოთხშაბათს ნახეს და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.აღსანიშნავია, რომ 7 თვის ფეხმძიმეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ 112-ში, ან დარეკოთ ნომერზე 579 12 82 24.

რა ხდება რუსთავში, სადაც ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შარტავას გამზირზე მანქანა 25 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნუ მთხოვთ იმის კეთებას, რაც არ მინდა ! ნუ მთხოვთ იქ დგომას ან ჯდომას, სადაც არ მინდა ! გავაპროტესტებ იმას რასაც მე ჩავთვლი რომ...

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.

ოლაფ შოლცი – მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა. ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ვაჭრობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, ასევე აშშ-ის მიერ რამდენიმე ქვეყნისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძლიერი ეკონომიკური სივრცე. მას აქვს საკუთარი მოქმედების არეალი და ამ ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ შევეცდებით, გავაგრძელოთ ეკონომიკური ურთიერთობები თანამშრომლობის პერსპექტივით. გლობალიზაცია, საქონლის მსოფლიო მასშტაბით გაცვლა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, რამაც ჩვენ, ყველას კეთილდღეობა მოგვიტანა გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, აშშ-ში, ასევე მსოფლიოს მრავალ სხვა ნაწილებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავყოთ მსოფლიო მრავალი სავაჭრო ბარიერით, არამედ მომავალშიც შევძლოთ საქონლისა და მომსახურების გაცვლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შოლცმა. თავის მხრივ, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სურს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან და ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც განუცხადა.

ბოლო სიახლეები