ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია – სოსო მანჯავიძე

ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში NGO-ების მიერ დაორგანიზებულ აქციას ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია.

„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია – აფრიალებს უცხო ქვეყნების დროშებს, ხოლო ქართველი სპორტსმენის, ხელოვანის თუ პოლიტიკოსის წარმატება მისთვის ღირებულია ამ უცხო ქვეყნისადმი ლოიალობის ხარისხის შესაბამისად, თუ მის წარმოსახვაში ასეთი ლოიალობა არ ფიქსირდება, წარმატება ანულირდება, ხოლო ადამიანი გადაეცემა ევროატლანტიკურ ანათემას. სხვათა შორის, ასეთები გახლდნენ სოციალ-დემოკრატი ტროცკისტებიც, რომელთა რაოდენობა არაპროპორციულად დიდი იყო საქართველოს მოსახლეობის რიცხვთან შედარებით. სწორედ ტროცკისტული სისხლი ყივის მათ შთამომავლებში-კვიცი გვარზე ხტისო-როგორც ნათქვამია”, – წერს სოსო მანჯავიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს საგარეო უწყება – რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.“დღეს, რიადიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციში.

მარკო რუბიო: თურქეთზე თავდასხმები მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირე თურქეთზე თავდასხმა „მიუღებელია“.საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ „თურქეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმები მიუღებელია და აშშ-სგან სრული მხარდაჭერა აღუთქვა“.

კაია კალასი – არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს

არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ (5 მარტს, მინისტერიალის შეხვედრაზე), კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაძაბულობის რეალურად შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია, შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს, თუ ორმხრივი თავდასხმები დაიწყება და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კაია კალასმა.ამასთან, კალასმა ირანის მიერ კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების უნართან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.„თუ ირანი ახლა თავის გარშემო არსებულ ყველა ქვეყანას მიზანში ამოიღებს, საბოლოოდ მას ბევრი არჩევანი არ ექნება, ამიტომ საბოლოოდ ეს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ირანი იბრძვის, ის სინამდვილეში მარტო იბრძვის, თავის „პროქსებთან“ ერთად. რუსეთი მათ არ უჭერს მხარს. და ეს სხვა სიტუაციებისგან ძალიან განსხვავდება“, – აღნიშნა კალასმა.

სენატმა არ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება

აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.CNN-ის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 47-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 53 კი - წინააღმდეგი წავიდა. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა „დემოკრატმა“ სენატორებმა და მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლიმ მისცა, მის დაბლოკვას კი მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა და ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.CNN-ი განმარტავს, რომ რეზოლუციას, დამტკიცების შემთხვევაშიც, წინ რთული ბრძოლა ელოდა, რადგან წარმომადგენელთა პალატაში გადასასვლელად მას სენატში შესწორების შეტანის სრული პროცესის გავლა და შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევდა, რისთვისაც კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ბოლო სიახლეები