გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ.ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა, რასაც შურისძიება მოჰყვა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცეველები ამ დროისთვის იმყოფებიან.
გურჯაანში ორმა მამაკაცმა ერთმანეთს ესროლა, გარდაიცვალა ორივე მათგანი
„სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა…“ – 2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა სახელით - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.***მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი…შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს…ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ.ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით“.„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს“…„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”…"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?).რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი
„შვილი არა, შვილები დავკარგე… შვილი და მისი საცოლე. დღეს ერთად არიან დაკრძალულები…“ – ამირან გამყრელიძე უმძიმეს ტრაგედიაზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე წლების წინ, მის ოჯახში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს.„შვილი არა, შვილები დავკარგე, სამწუხაროდ... ორნი... შვილი და მისი საცოლე. დღეს ერთად არიან დაკრძალულები... 1995 წელს მოხდა. 20 წლისები იყვნენ და ქორწინდებოდნენ, ერთად სწავლობდნენ. პატარა სახლი გვქონდა, აგარაკი, კახეთის გზაზე და იმ დროს, იძარცვებოდა ხოლმე სახლები.ჩემი შვილი იქ შესამოწმებლად დადიოდა. იქიდან, უკანა გზაზე მოხდა ეს ტრაგედია. სატვირთო მანქანას წინა საბურავი გაუსკდა და ამათ დაეჯახა.სამწუხარო ძალიან, დიდი ტრაგედია იყო. ამიტომ ამაზე არ ვსაუბრობ“, - გაიხსენა ამირან გამყრელიძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ებრაულ თრილერში – რას გვიამბობს რვაეპიზოდიანი სერიალი “გაქცევა“
ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საერთაშორისო პროექტში, ებრაულ თრილერში გამოჩნდება.
ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ახალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს. ის ებრაული წარმოების მძაფრსიუჟეტიანი სერიალის, "გაქცევის“ (Escape) მსახიობთა შემადგენლობაშია.
რვა ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი რეალურ ისტორიებს ეფუძნება და სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი თემა რელიგიური სექტებია. პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა - მისი გადაღებები კოლუმბიაში, ისრაელსა და საქართველოშიც მიმდინარეობდა.ქართველი მსახიობის მონაწილეობა კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯია საერთაშორისო კინოპროექტებში ქართველი არტისტების გამოჩენის თვალსაზრისით.
5 000-ზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებულები მეზობელ ქვეყნებში – კონგოში ებოლას ვირუსის აფეთქებამ აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია: რა ვითარებაა აფრიკის კონტინენტზე?
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის ეპიდემიამ 5 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძიმე მაჩვენებელია. ეპიდემია უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მეზობელ სახელმწიფოებშიც დაფიქსირდა.მთავრობის მონაცემებით, ეპიდემია, რომელიც მაისში დაიწყო, აგვისტოში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიან და მასშტაბურ აფეთქებად იქცა. ამჟამად ინფექცია მოიცავს ქვეყნის 26 პროვინციიდან 8-ს, სადაც 10 300-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ეპიდემიის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 48.6%-ს შეადგენს.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაა. აღნიშნული ტერიტორია კონფლიქტის ზონას წარმოადგენს, რაც ვირუსის გავრცელების შეკავებას საგრძნობლად ართულებს.გაეროს ცნობით, ეს არის კონგოს ისტორიაში ებოლას რიგით მე-17 ეპიდემია და მასშტაბით მსოფლიო ისტორიაში მეორე უდიდესი აფეთქება. შედარებისთვის, ქვეყანაში მანამდე არსებული ყველაზე მძიმე ეპიდემიის დროს, 2018-2020 წლებში, 2 299 გარდაცვალება დაფიქსირდა.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეპიდემია 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა, რასაც 11 325-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ვირუსი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და აშშ-ში გავრცელდა.
ბუნდიბუგიოს შტამი და ვაქცინის არარსებობამიმდინარე ეპიდემია გამოწვეულია ებოლას Bundibugyo-ს შტამით, რომლის საწინააღმდეგო ლიცენზირებული მკურნალობა ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა კლინიკური გამოცდები მიმდინარეობს.ებოლა იშვიათი და სასიკვდილო ვირუსული დაავადებაა, რომლის სიმპტომებიც უეცრად იწყება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვითარდება პირღებინება და დიარეა, რამაც შესაძლოა ორგანოების უკმარისობა გამოიწვიოს, ხოლო ზოგ პაციენტში ვლინდება შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. ვირუსი ადამიანიდან ადამიანს ინფიცირებული სხეულის სითხეებით, მათ შორის სისხლითა და პირღებინების მასით გადაეცემა.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აფრიკის ოფისის განცხადებით, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია ძირითადი საკონტროლო ღონისძიებების გაფართოება, დაზარალებულ რეგიონებზე წვდომის გაზრდა და ადგილობრივ თემებთან მუშაობა.
რატომ ჭირს ეპიდემიის შეკავება?მკურნალობასა და პრევენციას კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ჯანდაცვის მუშაკებსა და ოფიციალურ პირებზე განხორციელებული თავდასხმები.ცოტა ხნის წინ, ებოლას განგაშზე რეაგირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ექთანი მოკლეს, ხოლო მეორე მედიკოსი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივმა ახალგაზრდობამ მათ წყლის წყაროების დაბინძურებასა და ვირუსის გავრცელებაში დასდო ბრალი.გასულ თვეს, ებოლას გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების პოპულარიზაციის გამო, ადგილობრივებმა პოლიტიკოსი ცემით მოკლეს. აგვისტოში წითელი ჯვრის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეპიდემიის პირველი 100 დღის განმავლობაში დაფიქსირებული 11 ძალადობრივი ინციდენტის დროს მათი მოხალისეები დაშავდნენ, ხოლო სასწრაფო დახმარების ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
ვითარება მეზობელ ქვეყნებში: კენია, უგანდა და ნიგერიაებოლას შემთხვევები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიჯნაზე მდებარე ქვეყნებშიც დაფიქსირდა:უგანდაში ეპიდემიის დაწყებისთანავე დაფიქსირდა 20 შემთხვევა და 2 გარდაცვალება, თუმცა აგვისტოს შემდეგ ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. აქ კონგოდან გადამსვლელებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.კენიაში დაფიქსირებულია ინფიცირების 9 დადასტურებული შემთხვევა და 2 გარდაცვალება. ხოლო ნიგერიაში შაბათს დაფიქსირდა 2 სავარაუდო შემთხვევა, დაინფიცირებული პირები იზოლირებულნი არიან და ტესტირებას გადიან.წყარო
საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა გაიმართა.საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში, როგორც 2025 წელს, ჩვენი გუნდი კვლავ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ამჯერად 3:4 დამარცხდა.ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
