შაბათი, აპრილი 26, 2025

გურამ ნიკოლაშვილი – საბოლოო ჯამში, ის, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და აირჩია საპარლამენტო პროცესის გარეთ დარჩენა, უბრალოდ, აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული, თვითლიკვიდაციის რეჟიმია ჩართული

სიმართლე გითხრათ, ჩანაწერებიდან ჩემთვის სიახლე არაფერი ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რასაც ხელისუფლება სულ ამბობს, მეთოდოლოგიაზე, რომლითაც დღეს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობაა დაკავებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ, დაბრენდილი, რომლის რაღაც ნაწილი ყოველდღე უზრუნველყოფს, რომ უნდა გაჩნდეს სათაური – რუსთაველი დღეს ისევ გადაიკეტა. ჩვენ უკვე დავემსგავსეთ რაღაც აბსურდის თეატრს და შევდივართ ერთგვარი პოლიტიკური ოპერეტას ჟანრში. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ დღეს უკვე ერთი სცენა შეცვალა მეორე სცენით. ახალი ამ მხრივაც არაფერი არ იყო, რადგან ეს ძალიან ნაცნობი მეთოდიკაა, ნებისმიერი გარე მოკავშირის, უცხოური ძალის მოძებნა, რომელიც დაეხმარება. ოთხი მეილი აქვს მე მგონი უჩა ნანუაშვილს გაგზავნილი რაღაც დეტალური პროექტებით, აღწერილობებით, თუ დაფინანსების მოთხოვნით და ბუნებრივია, ეს არის ის მიდგომა, რომლითაც სამწუხაროდ, გამოირჩეოდა ეს ოპოზიციური სპექტრი. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა. არჩევნებამდე თუ ეს მაინც რაღაც შენიღბული იყო, რაღაც მაღალფარდოვანი სახელი ერქვა, პროექტი, დაფინანსება, დემოკრატიის გაძლიერება, თემის მობილიზება და ამგვარი სახელწოდებები, დღეს საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ეს არის სტრუქტურა, კოორდინირებული, ერთგვარი ენჯეო ველი, რომლის გამოკვება და ფინანსების უზრუნველყოფა არის ნომერ პირველი ამოცანა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩადებული ფული, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ძირითადი რბილი ძალით საგარეო ჩარევის უზრუნველმყოფი სააგენტო USAID-ი დაიხურა და დღეს ამ ფულმა საგრძნობლად დაიკლო. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მსგავს კარიკატურულ პროცესს და ინიციატივებს, რომ თურმე, არჩევნები უნდა ჩატარდეს სექტემბერში, სატელეფონო იქნება და ალბათ, დავით კეზერაშვილის რომელიღაც ქოლცენტრს გამოიყენებენ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, დღეს არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებამ ნახა ბევრი გამომჟღავნებული ფარული გეგმა, რაც არსებობდა, ნახა უცხოეთთან კოორდინაცია, რა ფორმისაა, ნახა ოპოზიციური ძალის რეალური რესურსი და რაც მთავარია, მათმა ამომრჩეველმაც დაინახა ის, თუ ვის მისცეს ხმა.

„მათ დაინახეს, ისინი, ვისაც ხმა მისცეს, კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ, რომელ მხარეს დადგნენ, რა მეთოდით სცადეს ხელისუფლების შეცვლა, ერთმანეთთან რა საერთო ენა გამონახეს, თუ ვერ გამონახეს და რა ინიციატივები შესთავაზეს ამომრჩეველს. ნაცვლად იმისა, რომ დარჩენილიყვნენ ჩვეულებრივ, კონსტიტუციით განსაზღვრულ პოლიტიკურ ველზე, აეღოთ თავიანთი 45%, ეჩვენებინათ კონკურენტუნარიანობა და ერთმანეთთან თანხმობა, ეს ყველაფერი უბრალოდ, ჩარეცხეს მტკვარში და ამის ნაცვლად მივიღეთ აი, ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, რაც დღეს გვაქვს, როცა საპარლამენტო საქმიანობის ნაცვლად მივიღეთ ეს რაღაც ვოდევილი რუსთაველზე. უკვე შეუძლებელია, ეს გაგრძელდეს, მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ, საგარეო ასპარეზზე რა პროცესი ვითარდება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ აქედან ექვს თვეში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ტესტი იქნება პოლიტიკური ძალებისთვის, ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ არ იღებს.

„საბოლოო ჯამში, ის, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და აირჩია ამ პროცესის გარეთ დარჩენა, ასეთი რაღაც ადრე, ეროვნული მოძრაობისას ვნახეთ, მხოლოდ მაშინ სამოქალაქო ომით მოხდა ხელისუფლების შეცვლა, დღეს კი ამის რესურსი არ არსებობს და ეს გამოჩნდა. შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი უბრალოდ, აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული. თვითლიკვიდაციის რეჟიმია ამ მხრივ ჩართული“, – განაცხადა გურამ ნიკოლაიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის, ვინმე გიორგი გულიაშვილის შესახებ, აღნიშნული პიროვნება არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.საპატრიარქოს წარმომადგენლობის განცხადებით, აღნიშნული პიროვნება არ წარმომადგენს არცერთ მონასტერს და თვითნებურად მოქმედებს."ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის, ვინმე გიორგი გულიაშვილის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ხან "ნეკრესის არქიმანდრიტს," ხანაც "მიტროპოლიტს" უწოდებს, აგრეთვე იგი სისტემატურად აღასრულებს სხვადასხვა საეკლესიო მსახურებას.განვმარტავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური. ამგვარად, მის მიერ ჩატარებული "მსახურება," საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკური არ არის და ის ხელახლა უნდა შესრულდეს. აღნიშნული პიროვნება აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი," - ნათქვამია გავრცელებულ იფნორმაციაში.

რომის პაპი ფრანცისკე, რომში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე 26 აპრილს, ანდერძის მიხედვით, არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ რომში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი მისი კელიიდან ვატიკანში მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს. გადასვენების ცერემონიალი მკაცრად რეგლამენტირებული იყო. მასში კარდინალები, რიგითი მღვდლები, მონაზვნები და შვეიცარიელი გვარდიელები მონაწილეობდნენ. მგალობელთა გუნდი ფსალმუნებს მღეროდა და ლათინურ ენაზე ლოცვებს აღავლენდა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას  დაესწრო.საქართველოს პრეზიდენტი  დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.ცნობისთვის, ვატიკანმა რომის პაპის ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის 29 ივნისით არის დათარიღებული.ანდერძის მიხედვით პაპი უნდა დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში."აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე", - ნათქვამია ანდერძში.აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ."ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან", - აღნიშნულია ანდერძში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული, თუ მივაღწევთ საერთო შედეგებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვატიკანში დონალდ ტრამპთან მის შეხვედრას აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.ტრამპსა და ზელენსკის შორის დაახლოებით 15-წუთიანი შეხვედრა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე გაიმართა.„კარგი შეხვედრა. პირისპირ მოვასწარით ბევრის განხილვა. ვიმედოვნებ, რომ შედეგები იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც შევეხეთ. ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა, ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აიცილებს მორიგი ომის დაწყებას. ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული, თუ მივაღწევთ საერთო შედეგებს. მადლობა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ლევან მოსეშვილი – დღეიდან საქართველოსა და იტალიის დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდებიან

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები  რომის აეროპორტ   ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა დაესწრნენ.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა, რომ იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი დედაქალაქები დღეიდან პირდაპირი საჰაერო გზით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული. რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ და წარმატებული ფრენები  ვუსურვო.საქართველოდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აქამდე მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით სრულდებოდა. დღეიდან კი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ კვირაში ორი სიხშირით რომის მთავარ აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით შესრულებული პირდაპირი ფრენები დაემატება. ჯამურად კი, ქართული ავიაკომპანია იტალიის სამი ქალაქის მიმართულებით კვირაში ექვსი სიხშირით იფრენს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.ღონისძიების ფარგლებში ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც ყოველწლიურად 26 აპრილს აღინიშნება.„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების, მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი, იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.

ბოლო სიახლეები