ორშაბათი, ოქტომბერი 6, 2025

გურამ მაჭარაშვილი: ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახალისებდნენ ამ ძალადობრივ აქციებს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე პასუხისმგებლობას გარე აქტორებსაც აკისრებს.

„ძალადობრივ აქციაზე, ნივთების დაწვაზე, ამ ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, მათ შორის ელჩები, რომლებიც ახალისებდნენ და სამწუხაროდ, დღემდე ახალისებენ ამ ძალადობრივ აქციებს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი სამხარაძე-ეს ფოტო გადაღებულია ბარსელონაში, 1 კვირის წინ! მე, ასეთი აყროლებული ევროპა, არ მინდა

,,ჩასვრილმა ევროპელმა ჩინოვნიკებმა და მათმა აქაურმა აგენტურამ ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ერს! პავლიკა ჰერჩინსკი, გამოეთრიე ახლა შენი ოფისიდან და პატივი ეცი მის აღმატებულება საქართველოს მოქალაქეებს, გერმანიის ელჩიც გამოათრიე და ბოდიშები გვიხადოს! ზუსტად ასეთი ნაძირლები აფერხებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ესენი არიან ჩვენი ეკლესიის და მომავალი თაობების მტრები! იქეთ შეგვეხვეწებიან, ჯერ სად არიან! ჩაიფსა თქვენმა რევოლუციამ და ყველაფერმა, რაც ქართველების წინააღმდეგ დაგეგმეთ!P.S. ეს ფოტო გადაღებულია ბარსელონაში, 1 კვირის წინ! მე, ასეთი აყროლებული ევროპა, არ მინდა''-წერსდიმიტრისამხარაძე

გურამ მაჭარაშვილი: არჩევნებში მონაწილე ე.წ. ოპოზიცია დამარცხდა, ამ პროცესებს ბევრი ლიდერი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნა, მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ყველა ველზე დამარცხდა

არჩევნებში მონაწილე ე.წ. ოპოზიცია დამარცხდა, ხოლო ვინც დამხობას ცდილობდა, დამხობის იდეა დამარცხდა – რევოლუცია არ შედგა, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ამ პროცესებს ბევრი ლიდერი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნა, რადგან მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ყველა ველზე დამარცხდა.„ფორმულა არ არსებობს, ხალხი მხარს თუ არ გიჭერს, ხელისუფლებაში მოხვიდე. ამის მაგალითი არა მხოლოდ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ნახა, არამედ უცხოურმაც, რომლებიც ისეთ შოკში ჩავარდნენ, რომ ვერც გაამტყუნეს და ვერც გაამართლეს თავიანთი აგენტურა ძალადობის დროს. ამბობდნენ, მშვიდობიანად დავამხობთო და ამაში ძალადობა რომ იქნებოდა, ეჭვი ვის ეპარებოდა? ქართველ ხალხს ხელისუფლების დამხობა 90-იანებში აქვს ნანახი და აღარ უნდა, რადგან ამან ომი და ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. ნანახი აქვს 2003 წელსაც, რომლითაც დიქტატორული ხელისუფლება მოიყვანა. როცა 2012 წელს ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა, მაშინ დამყარდა მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. ახლა ამბობენ, ისევ დამხობით შევცვალოთ ხელოსუფლებაო და ხალხს ნათელი მაგალითები აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანა ბუჩუკური – „ნაცმოს“ ლიდერებს დღეს ეკითხებიან, რუსთაველზე ადამიანები რატომ მიატოვეთო, პასუხებში ძირითადად ჭარბობს „მე მეგონა,“ ასე შეატოვეს მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს

„ნაცმოს“ ლიდერებს დღეს ეკითხებიან, რუსთაველზე ადამიანები რატომ მიატოვეთ, სად იყავითო. პასუხებში ძირითადად ჭარბობს „მე მეგონა,“ ასე შეატოვეს მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.ბუჩუკურის თქმით, მისი პარტიის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აღნიშნული პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი.„ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით. ან ახლა შევძლებთ შეცდომების, დანაშაულის აღიარებას, გაანალიზებას ცივი გონებითმ ან კიდევ დიდი ხანი უნდა ვუყუროთ რეჟიმს, რომელმაც 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მორიგი სპეცოპერაცია მოუწყო“, – წერს ბუჩუკური.

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და...

ვაღიარებთ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცაღა, ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს - უახლოეს მომავალში გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „რას ნიშნავს პარტიის განახლებული სამოქმედო გეგმა და მოიცავს თუ არა ის, საპარლამენტო მანდატების გამოყენებას“.შარაშიძემ, პარტიის მიერ პარლამენტის მანდატების სავარაუდო გამოყენების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას დამატებით აღნიშნა - „ვნახოთ, ვნახოთ, ჩვენ ამ გეგმის შესახებ თქვენი, მედიის საშუალებით უახლოებს პერიოდში ვაცნობებთ საზოგადოებას“.„თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელი და ჩემი აზრით, პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისება და უნარია. ჩვენ არასდროს გვქონია ჩვენი შეცდომების აღიარების პრობლემა. ახლაც, ვაღიარებთ, რომ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცაღა, ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს. ჩვენ უახლოეს მომავალში გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ. საზოგადოება გაიგებს, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა.რეალურად, სიტუაციის ანალიზი გვაძლევს იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პროცესი მოკვდა, ამაში ჩვენს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და პოლიტიკური პროცესის ერთადერთი ალტერნატივად დარჩა ქუჩა. ბუნებრივია, ამან მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, სადამდეც მივედით. ამაში პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ ე.წ. ხელისუფლება, ანუ „ოცნება“. მე ვსაუბრობ „ნაციონალური მოძრაობის“ როლზეც, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ ყველაფერში, რაც მოხდა, რამაც დამატებითი შესაძლებლობა მისცა „ოცნებას“, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი, რამაც გადაუფორმა კორუმპირებულ კალაძეს თბილისი მომდევნო 4 წლით, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია და რამაც გააჩინა მშვიდობიან მოქალაქეებში, ჩვენს ათასობით, ათიათასობით გულანთებულ პატრიოტში, მორიგი ნიჰილიზმი და იმედგაცრუება. ამაში პასუხისმგებლობა მიუძღვის როგორც „ოცნებას“ ასევე, ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა შარაშიძემ.რაც შეეხება საკრებულოებს, შარაშიძემ აღნიშნა, რომ მათი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში „გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების ინტერების დასაცავად“.„ჩვენ ამ არჩევნებში იმიტომ შევედით, რომ ჩვენი გუნდის წევრების სახით ადამიანებს ჰყოლოდათ ღირსეული წარმომადგენლები, მათ შორის, საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, მერიებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოქალაქეებს მარტო ვერ დავტოვებთ „ოცნებასთან“ და ბუნებრივია, ყველა დეპუტატი, რომელიც ჩვენი პარტიული სიით არაერთ მუნიციპალიტეტებში, მიუხედავად ამ გაყალბებული შედეგისა, გავიდა საკრებულოში, რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების ინტერების დასაცავად. რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საშემოდგომო სკოლა – „Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, L'institut Agro Montpellier-ის (საფრანგეთი) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (UFG) ფინანსური მხარდაჭერით, საშემოდგომო სკოლა -„Vinifera/Newclim - საქართველო 2025“ გაიხნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საშემოდგომო სკოლის თემატიკაა „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“. მასში აგრონომიის, მევენახეობის, მცენარეთა მეცნიერებების და ტექნოლოგიის, აგრო-სასურსათო მეცნიერებების ან მონათესავე სფეროების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 20-ზე მეტი ქართველი და ევროპელი სტუდენტია ჩართული.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, „Vinifera/NewClim - საქართველო 2025“ ინტერდისციპლინური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს Vinifera EuroMaster (EMaVE) პროგრამის სამეცნიერო მიგნებებსა და NewClim-ის ტრანსფორმაციულ მიდგომებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევების ღრმად გააზრებას ინოვაციის, კულტურული ტრადიციებისა და ლოკალური ჩართულობის ინტეგრირებული პრიზმიდან. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პროექტები საფუძველს შექმნის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების სტრატეგიების შესამუშავებლად და მდგრადი მიდგომების დასანერგად, ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ სპეციფიკაზე მორგებული მევენახეობა-ენოლოგიის პრაქტიკის შენარჩუნება-განახლებას.„Vinifera/NewClim - საქართველო 2025“ საერთაშორისო აკადემიური პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ისე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. წლევანდელი საშემოდგომო სკოლის თემატიკა - „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“ - ხაზს უსვამს გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მონაწილეობით, ამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტს პარტნიორებთან ერთად მასპინძლობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს EMaVE კონსორციუმის საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, საერთაშორისო მობილობასა და ინოვაციური ცოდნის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ამავე დროს, ამ პროცესში NewClim პროექტის ჩართულობა წარმოაჩენს უმაღლესი განათლების სისტემაში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების ინტეგრაციის მზარდ აუცილებლობას და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მდგრადი განვითარების პრინციპებზე, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებაზე. ეს მიდგომა შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვითი განათლების პარადიგმას, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურირებას ისე, რომ სტუდენტებმა კლიმატის ცვლილების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ჩამოაყალიბონ ხედვა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები გარემოსდაცვით გამოწვევებთან რეაგირების, ადაპტაციისა და მდგრადი გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის ხუთმა კურსდამთავრებულმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან ერთად, ევროპის ხუთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის - მონპელიე სუპაგრო (საფრანგეთი), უდინეს (იტალია), გეიზენჰაიმის (გერმანია), მადრიდის პოლიტექნიკური (ესპანეთი), ტურინის (იტალია) უნივერსიტეტების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს. როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, მონპელიე სუპაგროს ბაზაზე ფუნქციონირებს ევროკავშირის ერთ-ერთი პრესტიჟული ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ი, რომლის მასპინძელია აგრო-სექტორისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ფრანგული მაღალკვალიფიციური სასწავლო და კვლევითი ცენტრი L’Institute Agro Montpellier. მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ახორციელებს მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორი დიპლომი - როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, ასევე Vinifera EuroMaster-ის პარტნიორი უნივერსიტეტებისგან.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Vinifera EuroMaster-ის პროგრამაში სრულუფლებიანი პარტნიორის სტატუსით არის წარმოდგენილი. ინტეგრაცია ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მიიღონ ინტერდისციპლინური განათლება მევენახეობა-მეღვინეობის, აგროეკოლოგიისა და კლიმატისადმი მდგრადი მიდგომების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები იღებენ ორ დიპლომს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან და ევროპის ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთისაგან, აქტიურად ერთვებიან საველე კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ სამეცნიერო და პროფესიულ პოტენციალს.საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები, თემატური სემინარები, საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური პროექტები მნიშვნელოვანწილად ემსახურება იმგვარი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: სისტემური აზროვნება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ლოკალური ცოდნის ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარი. მნიშვნელოვანია, რომ „Vinifera/NewClim - საქართველო 2025“ იმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუციურ მზაობაზე მეტყველებს, არამედ ხაზს უსვამს საქართველოს პოზიციონირებას ღვინის კულტურისა და კლიმატზე მგრძნობიარე აგრარული სისტემების კონტექსტში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ეს საშემოდგომო სკოლა გახდეს ცოდნის გაცვლის, ინოვაციის გაძლიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის კატალიზატორი“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, საშემოდგომო სკოლა - „Vinifera/Newclim - საქართველო 2025“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ: დოქტორი პატრის ლალემანი - EMaVE სამაგისტრო პროგრამის მენეჯერი (საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი ან პელეგრინო - ეკოფიზიოლოგიის მიმართულება (Institut Agro Montpellier, საფრანგეთი); დოქტორი შარლი რომიე - ფიზიოლოგიის მიმართულების მკვლევარი (Institut National de Recherche pour l’Agriculture, l’Alimentation et l’Environnement - INRAE, მონპელიე, საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი პასკალ ვეგმანი - ენოლოგიის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Weincampus Neustadt, გერმანია); დოქტორი, პროფესორი, დავით მაღრაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი; დოქტორი როლანდ ბურდიაშვილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი; დოქტორი მანუჩარ მესხიძე - კომპანია GWS-ი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი.

ბოლო სიახლეები