სამშაბათი, მარტი 18, 2025

გურამ მაჭარაშვილი – ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ, რომელმაც თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია

სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მით უმეტეს, კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„დღეს უკვე ხაბეიშვილი დაგვეთანხმა და თქვა, ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო. ამ შემთხვევაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხაბეიშვილს უნდა დავეთანხმოთ – რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთ განცხადებასა და მიდგომაზე ვერ თანხმდებიან. ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შეჭამა. შესაბამისად, ამბავი დასრულდა, რასაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია. ვინ პენსიაზე წავა, ვინ ლექციებს წაიკითხავს და ვინ უცხოეთში, აგენტურაში, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან რეჟიმის დასკვნა წამოეწევათ. კარგი პროცესი იქნება, როცა ქართულ პოლიტიკას „ნაცმოძრაობა“ ჩამოსცილდება. ეს ველი ჯანსაღი ძალებით შეივსება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.კანონპროექტი ხელისუფლებას ასევე აძლევს უფლებას, გამოიყენონ სახის ამომცნობი ელექტრონული პროგრამები აკრძალული ღონისძიებების მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ასევე „ფიდესის“ კოალიციურმა პარტნიორმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირა მხარი, დაჩქარებული წესით დამტკიცდა. ის პარლამენტს წინა დღით წარუდგინეს.კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს. წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს შესწორებების შეტანას შეკრების თავისუფლების კანონში. შესწორების თანახმად, იკრძალება ისეთი შეკრება, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. აკრძალულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა დაახლოებით 550 დოლარის ოდენობით.უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრის დროს ოპოზიციის წევრებმა ფერადი კვამლი გაუშვეს.ბუდაპეშტის პრაიდის ორგანიზატორები ახალ კანონს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მისი მიზანია ლგბტ თემის „განტევების ვაცად“ ქცევა და კრიტიკული ხმების გაჩუმება.„ეს არ არის ბავშვთა დაცვა, ეს ფაშიზმია. მთავრობა უმცირესობის დევნით ცდილობს, მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკული ხმით შეზღუდოს. შესაბამისად, როგორც მოძრაობა, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა უნგრელის დემონსტრაციის გამართვის თავისუფლებისთვის“, – ნათქვამია ყოველწლიური ღონისძიების „ბუდაპეშტის პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებაში.

იტალიის პრემიერი: ევროპული ჯარები უკრაინაში? სარისკო და არაეფექტური ვარიანტია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიური ჯარების უკრაინაში გაგზავნა დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.„ისევე როგორც მიგვაჩნია, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ შემოთავაზებული ევროპული ჯარების გაგზავნა ძალიან კომპლექსური, სარისკო და არაეფექტური ვარიანტია“, - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას.„ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ახლა ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება ვლადიმირ პუტინს – სატელეფონო საუბარი კარგად მიმდინარეობს

პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ოვალურ კაბინეტში იმყოფება და ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, - განაცხადა თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, დენ სკავინომ.„სატელეფონო საუბარი კარგად მიმდინარეობს და ჯერ კიდევ გრძელდება“, - აღნიშნა დენ სკავინომ. 

გიორგი ვაშაძე – მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი, არ დავმალავ, როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა

მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი,  არ დავმალავ, როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისივე თქმით, არასწორი ინტერპრეტაცია ერთიანობა-კოორდინაციას შორის კონფლიქტს ეხებოდა.„მქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი, არ დავმალავ. როგორც მივხვდი, ცოტა არასწორი ინტერპრეტაცია წავიდა ერთიანობა-კოორდინაციას შორის კონფლიქტის. აქ საუბარია, რომ მოდი, მძლავრი კოორდინაციით დავიწყოთ, მერე დრო გვიჩვენებს, უკვე რა გზით უნდა წავიდეთ. მე ესე გავიგე ეს ყველაფერი. ასე რომ, დაველოდოთ, სჯობს, დავიწყნაროთ ნერვები და გავაგრძელოთ გზა“.ვაშაძეს კითხვა დაუსვეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა“.საპასუხოდ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრობლემას ვერ ხედავს ითქვას ის, რაც საჯაროდაც სათქმელია.„რაც სათქმელია, საჯაროდაც რომ ითქვას, რა პრობლემაა. თქვენ იცით, რომ მე პირადად ერთიანობის მომხრე ვარ, არა მხოლოდ მომხრე, არამედ ამისთვის ვმუშაობ კიდეც. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ეს შედგება. აქამდე გზა გასავლელი გვაქვს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ბოლო სიახლეები