პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშიდან საერთოდ ამოღებულია უკრაინისა და მოლდოვის შეფასება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველო უსწრებს ორივე ქვეყანას და დაწინაურებულია ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან მიმართებითაც.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე მუხლები ამოიღო.
„უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული, მოლდოვა – მესამე ქვეყნად. როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალვა ევროკომისიის ანგარიშში, ადგნენ და საერთოდ ამოიღეს უკრაინისა და მოლდოვის შეფასება. რატომ? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, აქ ვეღარ დამალავდნენ, რომ საქართველო არა მარტო წინ არის უკრაინა-მოლდოვაზე, არამედ დაწინაურებულია ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით. წარმოიდგინეთ სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში, რომ არც კი შეაფასეს და ევროკომისიის ანგარიშში მოლდოვაზე და უკრაინაზე არ ისაუბრეს. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ იქ ცუდია-ცრუია კალასს ეთქვა რაღაცები საქართველოზე და არავის ეთქვა, შენივე ევროკომისიის ანგარიშშია მოცემულობა, რომ უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე უკან არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

