„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კარგად იციან, რომ სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს, საჯაროდ ვხედავდით, კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო, არა მხოლოდ საქართველოს მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაყვანის გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო.
„ანი წითლიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთი საპყრობილიდან მეორე საპყრობილეში გადაყვანა მოხდა ანუ, არაფერი არ შეცლილაო. მათაც კარგად იციან, რომ სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. საჯაროდ ვხედავდით, რომ კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო. მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა და არა მხოლოდ საქართველოსას. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო, მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი. ის იმ განაჩენით მიკუთვნებული მსჯავრის მოხდას გააგრძელებს, რაც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული. აქამდე რატომ არ გადაიყვანეს? ეს კითხვები საზოგადოებაშიც არსებობდა და ჩვენც გვქონდა. როგორც ჩანს, შესაბამისმა დაწესებულებამ, რომელიც კონსულტაციებს გადიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასე მიიჩნიეს საჭიროდ. ასე ჩაითვალა საჭიროდ სამედიცინო სფეროს კონსულტაციების საფუძველზე და მოხდა ის, რაც წესით, აქამდეც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

