ორშაბათი, მაისი 5, 2025

გურამ მაჭარაშვილი – აქტებს მეგობრულს დაარქმევენ, თუ მტრულს, უკვე აღარავინ „ყიდულობს“, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში პროცესები ისე არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“, – ამის შესახებ „ ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, იყოს თავდასხმები, მათ შორის სანქციებით მუქარები.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა, არსებობს „დიფსთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრეც, ახლაც და ა.შ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, იყოს თავდასხმები, მათ შორის სანქციებით მუქარები. ამავდროულად, შევახსენოთ საზოგადოებას, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ერთ-ერთმა ბიუროკრატიის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ სანქციებს, იგივე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც, რადგან, როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ, მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.

„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება.6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.ლოცვები, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ჰოი, ყოვლადნეტარო, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აღურაცხელი.

16 მაისს „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება

16 მაისს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბარსელონას ყველა დროის ვარსკვლავები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდებიან.უკვე ცნობილია, რომ კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ რონალდინიო, მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვები.„ვფიქრობ, სასიამოვნო თამაში იქნება. ისიამოვნებს მაყურებელი, გულშემატკივარი - საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები გაიხსენონ“, - განაცხადა ლეგენდების მატჩის მონაწილემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პაატა მანჯგალაძე -ხალხისთვის, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის, რეესტრი გავაკეთოთ

საზოგადოებაში გაბნეულია ბრაზი, ამიტომ მისი აკუმულირებისა და მიზნისკენ მიმართვისთვის საზოგადოებაში აქტიური ადამიანების რეესტრის შექმნაა საჭირო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.„ავხსნი, რასაც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა. ამ პროტესტმა დაანახა, რომ საზოგადოებაში ბრაზი არის გაბნეული. ის , რომ ახლა 3 000 ადამიანი გამოდის, არ ნიშნავს იმას, რომ 200 000 ადამიანი, რომელიც გამოდიოდა არ თანაუგრძნობს ამას. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ „გაბნეულ პროტესტს“ რაღაც მიზანი მივცეთ და ამის კარგი საშუალება იქნება თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებასთან ერთად რაღაც ისეთის შეთავაზებას ...ერთ-ერთი ქმედება, რაც განხილული იყო არის, რომ მარტო თბილისში არ არის ნეგატიური მუხტი და ბრაზი, რეგიონებშიც არის, ამის აკუმულაცია მათ შორის, რეგიონებშიც გავაკეთოთ. ხალხი, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის რეესტრი გავაჩინოთ, რომ კონკრეტულ დღეს შევძლოთ ამ ხალხის კონკრეტულ აქციაზე მოხმობა. საქართველოს ვისაც აინტერესებს, იმ ხალხის გაერთიანება და კონკრეტულ დღეს, კონკრეტული პროტესტის დაფიქსირება შევძლოთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიქტორ ორბანი – არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე

ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი იუწყება, აღნიშნულის შესახებ ორბანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინამ ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწია „ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების“ შესახებ და ახლა ელოდება, რომ უნგრეთი ამას მოიწონებს.„ზელენსკის სურს, უნგრეთში ხედავდეს უკრაინის მიმართ მეგობრულ მთავრობას. ისინი, ვინც ბრიუსელის აგენტები არიან, ასევე არიან ზელენსკის მეგობრები“, – აღნიშნა ორბანმა.მისივე თქმით, ეს მოლოდინები არ გამართლდება.„არასდროს იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გაკოტრებას გამოიწვევს.ამასთან, ორბანმა უნგრელებს მოუწოდა, გამოხატონ თავიანთი აზრი უკრაინის გაწევრიანების შესახებ ხმის მიცემით.შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ზელენსკი „უნდა შეეგუოს აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე“.

ვლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დოიაშვილზე საუბრისას.მისივე თქმით, აღნიშნულიდანაც ჩანს მათი დამოკიდებულება და თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებული სახელმწიფოს ინტერესები.„მინდა დოისაც და ყველას წარმატებები ვუსურვო. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთში დასის შესარჩევად კასტინგი ჰქონდა და ბეიჯინგში სპექტაკლი უნდა დადგას.

ბოლო სიახლეები