სამშაბათი, ოქტომბერი 7, 2025

გურამ მაჭარაშვილი: არჩევნებში მონაწილე ე.წ. ოპოზიცია დამარცხდა, ამ პროცესებს ბევრი ლიდერი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნა, მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ყველა ველზე დამარცხდა

არჩევნებში მონაწილე ე.წ. ოპოზიცია დამარცხდა, ხოლო ვინც დამხობას ცდილობდა, დამხობის იდეა დამარცხდა – რევოლუცია არ შედგა, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამ პროცესებს ბევრი ლიდერი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნა, რადგან მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ყველა ველზე დამარცხდა.

„ფორმულა არ არსებობს, ხალხი მხარს თუ არ გიჭერს, ხელისუფლებაში მოხვიდე. ამის მაგალითი არა მხოლოდ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ნახა, არამედ უცხოურმაც, რომლებიც ისეთ შოკში ჩავარდნენ, რომ ვერც გაამტყუნეს და ვერც გაამართლეს თავიანთი აგენტურა ძალადობის დროს. ამბობდნენ, მშვიდობიანად დავამხობთო და ამაში ძალადობა რომ იქნებოდა, ეჭვი ვის ეპარებოდა? ქართველ ხალხს ხელისუფლების დამხობა 90-იანებში აქვს ნანახი და აღარ უნდა, რადგან ამან ომი და ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. ნანახი აქვს 2003 წელსაც, რომლითაც დიქტატორული ხელისუფლება მოიყვანა. როცა 2012 წელს ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა, მაშინ დამყარდა მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. ახლა ამბობენ, ისევ დამხობით შევცვალოთ ხელოსუფლებაო და ხალხს ნათელი მაგალითები აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥პაატა ბურჭულაძემ ფინანსური პირამიდა გააკეთა და უამრავი ხალხი გადაყარა – ნინო ნადირაძე

„პაატა ბურჭულაძემ ფინანსური პირამიდა გააკეთა და უამრავი ხალხი გადაყარა“, - ამის შესახებ ექიმმა, ნინო ნადირაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

შსს – 4 ოქტომბერს დაკავებული პირის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი და 150-მდე სიმბარათი​, მას ბრალი 236-ე მუხლით წარედგინა, გრძელდება...

4 ოქტომბერს თბილისში დაკავებული პირის ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.„ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ და 1978 წელს დაბადებული ს.ფ., რ.შ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული პირი გათავისუფლდა. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ირაკლი კობახიძე – აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს, ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას, ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი...

შეკრებაც შეიძლება, შეიზღუდოს, მით უმეტეს, რა შეკრებაც იმართება ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს, კანონის მიხედვით და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ექვემდებარება შეზღუდვას, როცა არ ხარ საკმარისი რაოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეთოდური მიდგომით ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან ოთხი მილიონი ადამიანის წინააღმდეგ,„კანონში რა ლოგიკაა და ადამიანის უფლებების სტანდარტებში რა ლოგიკაა – შენ საკმარისად თუ არ ხარ შეკრებილი, რომ ქუჩა გადაკეტო, პატივი უნდა სცე შენს თანამოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ შეუფერხებლად გაიაროს ამ ქუჩაზე. ელემენტარული პატივისცემის ამბავია და ამას ეფუძნება ადამიანის უფლებების სტანდარტები, მაგრამ არა, 100-მა კაცმა უნდა იძალადოს ათასობით და მილიონობით ადამიანზე. ჩვენი მეთოდური მიდგომით, ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან ოთხი მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ.აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს, ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას. ეს ვიგინდარა მართლა, მეტი სიტყვა არ შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ გამოვიყენოთ. იაშვილიდან გააგდეს იმის გამო, რომ ბავშვებს პარავდა გასაყუჩებელ, მკურნალობისთვის განკუთვნილ მორფს. ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და ევროპაზე მელაპარაკება რუსთაველის გამზირიდან. ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი. კანონის ფარგლებში, მაგრამ საკადრისი მკაცრი პასუხი გაეცემა ყველა უცხოელ აგენტს, რომელიც თავს აფარებს ამ პოლიტიკურ პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, სისტემურობა, ამ მეთოდურობითა და სისტემურობით მოვიგეთ ათი არჩევნები, დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს

ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, სისტემურობა, ამ მეთოდურობითა და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული და ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვახერხეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში ხუთი რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს საბოლოო ჯამში ოთხ მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ეს არის დაუშვებელი.„ორგანიზატორები და უშუალოდ ძალადობაში ჩართული პირები, ეს არის ის წრე, ვის მიმართაც ამოქმედდება რა თქმა უნდა, კანონი. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ამაზე შსს-მაც გააკეთა განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტი განცხადება. ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, რაც იყო გუშინ, დღეს, ხვალ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ პროცესების გაგრძელება. აქედან ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა გეგმით ვიმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, ეს ისწავლა ამ ხალხმა, დაინახა 13 წლის განმავლობაში, სისტემურობა. ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული და ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვახერხეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში 5 რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, მიუხედავა იმისა, რომ ამხელა გარე მხარდაჭერა ჰქონდათ ამ რევოლუციურ მცდელობებში.დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს არ მივცემთ საბოლოო ჯამში ოთხ მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ. როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, ყველაფერი იქნება დაცული, მაგრამ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. მე კიდევ ერთხელ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, იქ რომ დგას 150 კაცი, 10-15 კაცი იყოს მართლა გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული. სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ გაქვს მაგდენი, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ შენ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული. ამიტომ თანაგრძნობა მათ მიმართაც ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი სამხარაძე-ეს ფოტო გადაღებულია ბარსელონაში, 1 კვირის წინ! მე, ასეთი აყროლებული ევროპა, არ მინდა

,,ჩასვრილმა ევროპელმა ჩინოვნიკებმა და მათმა აქაურმა აგენტურამ ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ერს! პავლიკა ჰერჩინსკი, გამოეთრიე ახლა შენი ოფისიდან და პატივი ეცი მის აღმატებულება საქართველოს მოქალაქეებს, გერმანიის ელჩიც გამოათრიე და ბოდიშები გვიხადოს! ზუსტად ასეთი ნაძირლები აფერხებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ესენი არიან ჩვენი ეკლესიის და მომავალი თაობების მტრები! იქეთ შეგვეხვეწებიან, ჯერ სად არიან! ჩაიფსა თქვენმა რევოლუციამ და ყველაფერმა, რაც ქართველების წინააღმდეგ დაგეგმეთ!P.S. ეს ფოტო გადაღებულია ბარსელონაში, 1 კვირის წინ! მე, ასეთი აყროლებული ევროპა, არ მინდა''-წერსდიმიტრისამხარაძე

ბოლო სიახლეები