კვირა, მაისი 18, 2025

გურამ კაშიამ სეზონი წითელი ბარათით დაასრულა – ქართველების დაპირისპირება კაპანაძის „დუნაისკამ“ მოიგო

სლოვაკეთის ნიკე ლიგის საჩემპიონო ჯგუფში ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ 36-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, 1:0 მოიგო. კაპანაძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნარიმანიძე წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული იყო.

სეზონი გურამ კაშიამ ჩემპიონის რანგში დაასრულა, მაგრამ ბოლო ტური მისთვის უსიამოვნო გამოდგა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის გუნდმა საჩემპიონო ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრაში „კოშიცე“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ 25-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა – მოედნიდან სწორედ ქართველი მცველი გააძევეს, რომელიც ბოლო იმედის ჯარიმით დასაჯეს.

„ბანსკა ბისტრიცა“ შინ 2:3 დამარცხდა თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცესთან“, რომელმაც გასავარდნთა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე ითამაშებს, ნარიმანიძის „ჟილინა“ – კონფერენსლიგაზე, ხოლო კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ ევროსაგზურის გარეშე დარჩა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაცია ვატიკანში: წმინდა პეტრეს მოედანზე საზეიმო წირვა დაიწყო

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი წირვა დაიწყო. მანამდე პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა.შეკრებილთა შორის იყვნენ არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.ინაუგურაციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და "ოცნების" არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც. ინაუგურაცია და ეკლესიის სამომავლო პერსპექტივები საინაუგურაციო ცერემონია წმინდა წირვაშია ინტეგრირებული, მისი ცენტრალური ნაწილი კი ახალი პაპისთვის ძალაუფლების ორი ინსიგნიის - პალიუმისა და მებადურის ბეჭდის გადაცემაა. ცერემონია ხაზს უსვამს ეკლესიის რწმენას, რომ პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა. პაპის ინაუგურაცია ყოველთვის საყურადღებოა არა მხოლოდ ახალი ლიდერის არჩევის გამო, არამედ იმ განზომილებებით, რომელიც ეკლესიის რწმენის და ძალაუფლების სიმბოლურ აქტებს ასახავს და მორწმუნე კათოლიკეებს კიდევ ერთხელ აჩვენებს. პაპი ლეო XIV-ეს ინაუგურაციის შემდეგ ერთგვარი მანდატი მიეცემა მომავალ საქმიანობაში როგორც პაპს, რომელმაც უნდა იტვირთოს ეკლესიის და მთელი ქრისტიანული სამყაროს რწმენისა და ერთიანობის პასუხისმგებლობა.

„ჩვენ რევოლუციონერები არ ვართ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების გამოყენებაა“ – გახარიას პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი

ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი ისევ თვითმმართველობის არჩევნები გახდა. ყოფილ პრემიერ გახარიას, კოლეგა პარტიები, თავდასხმაში ადანაშაულებენ. მიზეზი ექსპრემიერის მოწოდებაა.გახარიას გუნდი ადასტურებს, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება და დანარჩენებს მოუწოდებს საკუთარ სტრატეგიაზე ღიად ისაუბრონ."არჩევნები ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი და ასევე, არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ხელისუფლების მშვიდობიანი ფორმით შესაცვლელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ რევოლუციონერები არ ვართ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების გამოყენებაა. ნებისმიერი არჩევნებისთვის ჩვენ ვართ მზად", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა."ლელო" ისევ დუმს, "ნაციონალური მოძრაობისთვის", ყოფილი პრემიერი ე.წ. ოპოზიციონერად რჩება, გვარამია-მელიას გუნდი კი გახარიასთვის ანგარიშის ჩაბარებას არ აპირებენ. ერთადერთი, ვისაც ექსპრემიერის იდეა მოსწონს "გირჩია"."ლელო-ძლიერი საქართველო" გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ამისი დრო მოვა. ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადებულ არჩევნებამდე. ჩვენთვის პრიორიტეტი არის მაგიდაზე არსებული ორი მთავარი საკითხის გადაწყვეტა, რაც არის პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ბევრი სხვა საბრძოლო თემატიკა არსებობს და ამ ეტაპზე, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არარელევანტურია", - განაცხადა ლანა გალდავამ.

ლაშა ბექაურმა ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლაშამ ავსტრიის სახელით გამომსვლელი ისლამჰანოვი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ესპანური ტურნირი პირველი შეჯიბრებაა, რომელშიც ბექაური მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობს.

🇦🇹 ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო.მუსიკალური კონკურსის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართა.ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტი გამოვლინდა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.

ამინდი მკვეთრად გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს."18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები