გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ირაკლი ჭირაქაძემ და კოტე ქადაგიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართეს.
“მომმართა ორმა ადამიანმა, რათა შეჩერებულიყო მათი მოვალეობები, ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რათა შეჩერებოდათ უფლებამოსილება”, – განაცხადა კოტე ქადაგიძემ.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დასკვნის ხმიედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება.
გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.