ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026

გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, ორმა პირმა თანამდებობა დატოვა

გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ქადაგიძემ თანამდებობა დატოვეს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ირაკლი ჭირაქაძემ და კოტე ქადაგიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართეს.

“მომმართა ორმა ადამიანმა, რათა შეჩერებულიყო მათი მოვალეობები, ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რათა შეჩერებოდათ უფლებამოსილება”, – განაცხადა კოტე ქადაგიძემ.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დასკვნის ხმიედვით, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება.

გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ადევნება) წარედგინა.გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების...

ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გერმანიას საქართველოსთან ურთიერთობა სჭირდება.„კარგია, როდესაც ელემენტარულ ჭეშმარიტებას ასახვას სახელმწიფო თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რეალობას თვალს გაუსწორებს.გარკვეული პოლიტიკური წრეების პოლიტიკური რიტორიკა სწრაფად არ შეიცვლება, მაგრამ ცხოვრებისეული რეალობა ყველას უბიძგებს რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ. ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ - პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად. ვერანაირი ზეწოლა და ვერანაირ ლამაზ სიტყვებში გაფორმებული წაქეზებები მიზანს ვერ აღწევს.საქართველო რეალურად არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა, რომელიც არის სანდო პარტნიორი და რომელსაც აქვს შესაბამისი ლოჯისტიკა არა მარტო ინფრასტრუქტურული კუთხით, არამედ პოტენციალი: საბანკო სისტემა, ინტერნეტდაკავშირებადობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე პოტენციალი ადამიანური რესურსებისა, ვისაც ამ საკითხების მართვა და დამუშავება შეუძლია, აქედან გამომდინარეა, რომ გერმანიას სჭირდება თავისი ეკონომიკისთვის საკვების მიწოდება, გერმანიას სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ვერაზე სროლა იყო – სავარაუდოდ, დაჭრილია სამი ადამიანი

არსებული ინფორმაციით, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო.გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები.„ტიფლისნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს - ცისანა ბასილაშვილსა და ელიზბარ ელიზბარაშვილს, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევარსა და პედაგოგს - პროფესორ შოთა მესტვირიშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლები, ხოლო ინსტიტუტის „ტალღა“ მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, აკადემიური საბჭოს წევრს - პროფესორ კახა გორგაძეს სტუ-ის საპატიო დიპლომი აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დაჯილდოებული მეცნიერ-მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ერთგულებით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს, თავიანთ ინსტიტუტებსა და ფაკულტეტს. რექტორის განცხადებით, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებასა და ღირსეული თაობების აღზარდაში.„ვფიქრობ, განსაკუთრებული პატივია იმ მეცნიერ-მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლის დაფასება, რომლებიც პროფესიონალიზმით, უდიდესი პასუხისმგებლობით, მრავალწლიანი ერთგულებით მნიშვნელოვანი კვალს ტოვებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქართული მეცნიერების განვითარებაში.ჩვენს საყვარელ კოლეგებს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს - ცისანა ბასილაშვილს და ელიზბარ ელიზბარაშვილს, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს, შოთა მესტვირიშვილს ვულოცავ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებას, ასევე, საპატიო დიპლომის მიღებას ვულოცავ ინსტიტუტ “ტალღის” მთავარ მეცნიერ-თანამშრომელსა და აკადემიური საბჭოს წევრს, პროფესორ კახა გორგაძეს. ეს საპატიო ჯილდოები მათი მრავალწლიანი შრომის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის აღიარება.მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს უნივერსიტეტისადმი ერთგულებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და იმ ღირებულებების განმტკიცებისთვის, რაც ასე ძვირფასია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება და კვლევითი ავტორიტეტი მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში.საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღვაწლმოსილ კოლეგებს ამ აღიარებას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ახალ სამეცნიერო წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის გადაეცემათ. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საპატიო ჯილდო 2022 წელს, უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.

ვიქტორ ორბანი – უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო

უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.ვიქტორ ორბანმა განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც მისმა პარტია „ფიდესმა“ გამოაცხადა, რომ პროკურორებმა პარტიის ოფისებში, სადაც ინტერნეტ სერვერებია განთავსებული, ჩხრეკა ჩაატარეს.პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ეროვნული კულტურის ფონდში „თანხების მითვისებასა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას შეეხება.ორბანის თქმით, „უნგრეთი დემოკრატიულ სახელმწიფოს აღარ წარმოადგენს“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მთავრობამ საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომლითაც პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეაჩერა.„მსგავსი მეთოდებით შექმნილი პოლიტიკური სისტემა არალეგიტიმურია. „ფიდესი“ ყველა მშვიდობიან საშუალებას მიმართავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ“, - განაცხადა ორბანმა.

ბოლო სიახლეები