ოთხშაბათი, მაისი 20, 2026

გუდაურის ინციდენტის შესასწავლად, საქართველოში “ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებენ და პროკურატურას მიაწვდიან, – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ამასთან ერთად, საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერ გაკეთებული. საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანდრია ჯაღმაიძე – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი, უახლოეს მომავალში ჩვენი მონაწილეობით შეხვედრა შედგება სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი  და საინტერესო იყო.მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება, საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს.„შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები. ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა. ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით. საპატრიარქოს მხრიდან ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს შესაბამისი დახმარება მიეცეთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ირაკლი კობახიძე – ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წინ განვითარების დიდი ასპარეზია, თქვენმა შრომისმოყვარეობამ, ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.როგორც პრემიერი აღნიშნავს, მათმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას საქართველოს ხვალინდელი დღე.„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას!“ – აღნიშნავს პრემიერი.

პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა მიმდინარეობს

პეკინში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა სი ძინ პინს განუცხადა, რომ მომდევნო წელს რუსეთში ელოდება და აღნიშნა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას.„როგორც ვიცით, ჩინეთში ამბობენ: „ერთი დღით განშორება სამ შემოდგომას ჰგავს“. ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ, როგორც პირადად, ისე ჩვენი თანაშემწეებისა და მთავრობების მეშვეობით. სიამოვნებით ვიხსენებ, თუ როგორ მივიღეთ შარშან ერთად მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნის ზეიმში. 25 წლის წინ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ამ ფუნდამენტურ სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს, რომელიც ყველა სფეროში თანამშრომლობის საფუძვლად გვემსახურება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე.თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამ დონემდე მიღწევის მიზეზი ის არის, რომ მათ შეუძლიათ, გააღრმავონ საერთო პოლიტიკური ნდობა და სტრატეგიული თანამშრომლობა.„ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია, ცალმხრივი ჰეგემონიით. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და მნიშვნელოვანმა მსოფლიო ძალებმა, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა შეიმუშავონ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა და ითანამშრომლონ უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემის შესაქმნელად“, – აღნიშნა სი ძინ პინმა.

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე "ფასადური" კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ. აშშ-მა ასევე დაასანქცირა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ. “ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ხელს უწყობს ტერორისტული მიზნებისთვის დაფინანსების უკანონო გადარიცხვას. იმის ფონზე, რომ სახაზინო დეპარტამენტი “ეკონომიკური მძვინვარების” ფარგლებში სისტემატურად ანგრევს თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას და ჩრდილოვან ფლოტს, ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით უნდა იყვნენ იმის მიმართ, თუ როგორ მანიპულირებს რეჟიმი საერთაშორისო ფინანსური სისტემით ქაოსის დასატრიალებლად”, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მიდვანმა, სკოტ ბესენტმა.

26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.„ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.გარდა ამისა, 24 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც. კერძოდ, 20 მაისის 20:00-დან 21 მაისის 01:00 საათამდე, აგრეთვე, 21-22 მაისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერეამდე“ და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო მტკვრის ორივე სანაპიროდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთა).რაც შეეხება ალტერნატიულ მარშრუტებს, კერძო ავტომობილების გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის, ასევე, მათი მიმდებარე ქუჩების დახმარებით.ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას. კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.გარდა ამისა, 24 მაისის 00:00-დან 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები