კვირა, ივნისი 29, 2025

გრეტა წიწავა: „კანიბალები ვეგეტარიანლობენ“ – „ნაცმოძრაობა“ თავისი პოლიტიკური ბუნებით და წარსულით არის პარტია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი

შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი, უნდა შევახსენოთ. ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან. „კანიბალები ვეგეტარიანლობენ“, – ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.

როგორც გრეტა წიწავა წერს, 16 თებერვალს გამოქვეყნებულმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მმართველობის დროს ბევრი პატიმარი წამების მსხვერპლი იყო, ხოლო ოჯახები – შანტაჟის, არის იმის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.

„წლების წინ ვიდექით, ვაპროტესტებდით და ვამხელდით მწამებლებს და მათ სისტემას. ძალიან ბევრი პატიმარი იყო წამების მსხვერპლი და ოჯახები შანტაჟის. შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი, უნდა შევახსენოთ. ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან. „კანიბალები ვეგეტარიანლობენ“ – ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური ბუნებით და წარსულით არის პარტია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.

2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა“, – წერს გრეტა წიწავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახეთში ორი მძიმე ავარია მოხდა – არის მსხვერპლი

დედოფლისწყაროში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთი მსხვერპლით დასრულდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ  ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა  ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი  მამა-შვილი მოიყოლა.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის,კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.მეორე ავარია დედოფლისწყაროს ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.ერთ-ერთი მანქანის  მძღოლი დედოფლისწყაროს  საავადმყოფოშია გადაყვანილი.ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის ტრავმა და ძლიერი სისხლდენა აღენიშნება.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კვარა მთელს მსოფლიოში პირველია – რა მაჩვენებლით ლიდერობს ხვიჩა

საფეხბურთო პორტალმა Givemesport-მა მსოფლიოში საუკეთესო დრიბლიორების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი მოტყუებული მეტოქეების სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა და ასახავს იმ მოთამაშეების უნარებს, რომლებიც ბურთის ფლობისას მოწინააღმდეგეებს ყველაზე ეფექტურად სცდებიან.მიუხედავად მრავალი ვარსკვლავის არსებობისა, ყველაზე მაღალი პოზიცია, პირველი ადგილი – ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. ამჟამად პარი სენ-ჟერმენის რიგებში მოასპარეზე ხვიჩა რეიტინგში არაერთ ისეთ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს, როგორებიც არიან ლეო მესი, კილიან მბაპე, ჯამალ მუსიალა და ვინისიუს ჟუნიორი.კვარაცხელიას უნიკალური სტილი – სწრაფი წყვეტები, მჭიდრო ბურთის კონტროლი და პირდაპირი თამაშისადმი მიდრეკილება – მას გამოარჩევს თანამედროვე ვინგერებისგან. საფეხბურთო წრეებში ხშირად ამბობენ, რომ ის „ძველი სკოლის“ მოთამაშეა, რომელიც თანამედროვე ტაქტიკაში განსაკუთრებულად ანათებს.სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:1. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) 2. რაიან შერკი (ლიონი) 3. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) 4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) 5. უსმან დემბელე (პსჟ) 6. ლეო მესი (ინტერ მაიამი) 7. ლამინ იამალი (ბარსელონა) 8. დეზირე დუე (პსჟ) 9. ნიკო უილიამსი (ბილბაო) 10. კილიან მბაპე (რეალი) 11. როდრიგო (რეალი) 12. ფლორიან ვირტცი (ბაიერი) 13. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) 14. სავინიო (მანჩესტერ სიტი) 15. ჯეიმი გიტენსი (დორტმუნდი)

ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით 1 ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება.შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოსცა.კომისიას ევალება, შეიმუშაოს საიუბილეო წლის პროგრამა.„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია შემდეგი შემადგენლობით:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი),სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე),ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი),ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია),მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე),ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი),აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე),ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი),ახალქალაქისა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი),ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია),ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი),ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი),ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი),თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი,საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.კომისიას ევალება, შეიმუშაოს საიუბილეო წლის პროგრამა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა.გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

,,ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა…“ – ტრაგედია კახეთში

დედოფლისწყაროში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ  ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი  მამა-შვილი მოიყოლა.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის, კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ბოლო სიახლეები