ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნისა და გომის თემების მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიატი და მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნისა და გომის თემების მოსახლეობას შეხვდა.
“ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის დროულმა სალიკვიდაციო სამუშაოებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები, რომელიც მარტში სრულად დამთავრდება.
სწორედ ამიტომ, გპირდებით, ვიქნები ყოველთვის იქ, სადაც თქვენ, ჩვენს ონსა და რეგიონს დასჭირდება.”-განაცხადა გოჩა ენუქიძემ
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს

ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, სამივე ქვეყანას – საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ პოტენციალი, გაზარდონ კეთილდღეობა საკუთარ ქვეყნებში.„საბოლოო ჯამში უკვე დავაფუძნეთ იმ კონდენციის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. განვითარება იქნება უცილობელი და მუდმივი ტვირთბრუნვის საფუძველი, ენერგეტიკის გადამცემი ხაზების, კომერციული ტვირთბრუნვის და რკინიგზის მიმოსვლის განმავითარებელი. ჩვენს რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ისღა დაგვრჩენია, რომ მეტი ტვირთბრუნვით დავტვირთოთ, მეტი ენერგიით, მეტი ელექტრონული ხაზებით, მეტი კეთილდღეობით, მეტი განვითარებით, რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს, მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და გაზრდის ტემპს, მოცულობას კეთილდღეობისა, განვითარებისა და ზრდისა ყველა ჩვენთაგანისთვის – სომხეთისთვის, საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, გონს და განწყობას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა სხვა მეზობლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პროკურატურა-დააკავეს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ფედერაციის კუთვნილი ბარათით ბიზნეს ბარათის გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან გამოიტანა სახელმწიფოს 464 496 ლარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ამის შესახებ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.„საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს.საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - განაცხადა კაპანაძემ. 

კვარაცხელია: მადლობა ღმერთს, გავიტანე

ჩემპიონთა ლიგაზე გოლისა და საგოლე პასის შემდეგ, “პსჟ”-ის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:“ტიტულის დასაცავად დიდი გზა უნდა გავიაროთ. ეს მარტივი არაა, მაგრამ ვიცით, კარგად თამაში შეგვიძლია და მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა გვმართებს.შეხვედრა კარგად დავიწყეთ, სწრაფი გოლი გავიტანეთ და მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ, საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული.ლამაზი გოლი გამომივიდა, თუმცა მეგონა, ბურთი კარს ავაცილე, რადგან ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ მეორეს და ცოტა შემეშინდა. მადლობა ღმერთს, გავიტანე“.შეგახსენებთ, პარიზელებმა “ლევერკუზენი” 7:2 დაამარცხეს და სამიდან სამი გამარჯვება აქვთ.

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2 000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის.„ათი წლის განმავლობაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი, წარმატებული პროექტები დაიგეგმოს.დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს.მადლობას ვუხდი ფორუმის ყველა ორგანიზატორს გაწეული უდიდესი შრომისთვის. მადლობა თითოეულ დელეგატს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომელთა მონაწილეობაც ამ ფორუმს ასეთ მაღალ დონესა და საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.მჯერა, ეს ორი დღე ახალი იდეების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო წარმატების დასაწყისი გახდება. ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები