ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' ამბროლაურის, ონის, ცაგერის,
ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ
ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად,
ბოლო წლების მანძილზე რეგიონის მასშტაბით აშენებული და რეაბილიტირებული
სპორტული მოედნები მოინახულა და საფეხბურთო კლუბებს საჩუქრად ბურთები და
მაისურები გადასცეს.
გოჩა ენუქიძის განცხადებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
უმნიშვნელოვანესია ამ სფეროს წარმატებული მომავლისთვის, ამიტომ ბოლო წლებში
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონში, სპორტული ცხოვრების
ხელშეწყობისთვის.
2019 წელს, ქალაქ ამბროლაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული
მოედანი აშენდა.
სპორტული კომპლექსი, რომელიც FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად აშენდა, დამხმარე
მოედანს, ტრიბუნებს, სპორტსმენებისთვის გასახდელსა და საშხაპე ოთახებს
აერთიანებს.
გარდა დიდი პროექტებისა:
▶ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 14 ხელოვნურსაფარიანი მინი
სტადიონი.
▶ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 12 მინი სტადიონი.
▶ქალაქ ონში რეაბილიტირდა სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი და
მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 3 ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი.
▶ამბროლაურის მასშტაბით მოეწყო 17 ახალი და რეაბილიტირდა 7 სტადიონი.
,,ფეხბურთის ფედერაციის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების
მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ სპორტული ცხოვრება სათანადოდ განვითარდეს
ჩვენს რეგიონში.''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
გოჩა ენუქიძემ ბოლო წლების მანძილზე რეგიონის მასშტაბით აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული მოედნები მოინახულა და საფეხბურთო კლუბებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცა
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.„წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ვცდილობდით ყველა იმ მანკიერების მხილებას, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარედან ჩვენს სამშობლოს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის კუთხით, არამედ პირდაპირი გაგებით, საქართველოს ყოფნა/არყოფნის ეგზისტენციალურ საკითხს აყენებს.ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჩვენი საჭიროებების უგულებელყოფის პრიზმიდან უყურებენ, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადეთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაზე, რომლის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩამოშორება და მმართველობაში მათი აგენტების დაბრუნება. მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხისგან მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ხოლო გარე ძალებს დროებით მაინც შეეწყვიტათ ზემოქმედება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, პრობლემები სულ უფრო იმატებს.აშკარაა, რომ დღეს ევროკავშირში თითქმის სრულად დეგრადირდა ყველა ევროპული ფასეულობა, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატები არა ევროპულ იდეას, არამედ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს ემსახურებიან და ღიად უჭერენ მხარს საქართველოში იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა მიზანი ხალხის განულებული მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა.ამის პარალელურად, ევროკავშირში მთელი სიმძაფრით მძვინვარებს ლგბტ-პროპაგანდა, ღიად ებრძვიან ქრისტიანობას, ქვეყანათა იდენტობას, წარსულს და ტრადიციებს. უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას ახალგაზრდობა. ბოლოს მიღებული ლგბტ-სტრატეგია 2026/2030, რომელსაც ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენი აწერს და რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად წევრი, ასევე მოლაპარაკებაში მყოფი ქვეყნებისთვის − ევროპის ახალგაზრდა თაობას, მორალურთან ერთად, ფიზიკური დეგრადირების სახეს უქადის.არანაკლებ მძიმე სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობს, სახე იცვალოს, რის შედეგადაც ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ სიტყვით ებრძვის „დიფ სთეითის” გავლენებს.მაგალითად, 4 ოქტომბერს, როდესაც მარგინალურმა აგენტურულმა ქსელმა საქართველოში ხელისუფლების დამხობა სცადა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი მოაწყო, ევროკავშირმა ღიად წაახალისა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც „მშვიდობიანი დამხობა“ უწოდეს, ხოლო აშშ-მა მხოლოდ „სტრატეგიული დუმილით“ უპასუხა აგენტების დანაშაულებრივ ქმედებებს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ხელისუფლება თავად უნდა ამბობდეს უარს მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია. სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას, სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ.გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ მიმართულებით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის.საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება იმ გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამიტომაც ვართ საინტერესო მსოფლიოსთვის და ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ არა რომელიმე ქვეყნის თუ გაერთიანების ინტერესების გასატარებლად, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის იმის აუცილებლობის საჩვენებლად, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა არათუ არ უპირისპირდება რომელიმე მათგანის ინტერესებს, არამედ საშუალებას აძლევს მათ, სწორედ ასეთი საქართველოს არსებობის პირობებში მიიღოს ყველა მოთამაშემ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად და გონივრულად გამოყენება საშუალებას მოგვცემს, ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა – შემოსავლების სამსახური
,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 28 965 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული ოთხი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მცენარეებზე ცოცხალი მავნე ორგანიზმები და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კახა კალაძე – ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ, რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის
დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, მიუხედავად სანქციებისა, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ.კახა კალაძის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან რასაც საქართველოს რუსეთთან მიმართებაში მოუწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ.„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეგვიძლია, გადავხედოთ მათ მთელ რიგ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება არის სიცრუით გაჯერებული. ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, მერე ამას თავად აკეთებენ. ყველაფერი ცხადია – ყველა იქცევა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც მათ ქვეყანას სჭირდება, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენც ვატარებთ იმ პოლიტიკას, რაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ნინო დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს.
„ადრე ქონების გადასახადს ერთეულები იხდიდნენ, ახლა მასობრივად უწევთ – საჭიროა სასწრაფოდ რეფორმა“
“თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში შემოსავალს 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აქვეყნებს.როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, შემოსავალში შეიძლება ჩაითვალოს იჯარაც. მისივე ინფორმაციით, „თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის ქონების გადასახადის გადამხდელია“.როგორც გოცირიძე წერს, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ქონების გადასახადის გადამხდელია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.„მათ არ იციან, რომ გადასახადის გადამხდელები არიან. ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, ავტოფარეხი, მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა, არც კი გამოყენებულა არასდროს, დგას სადღაც შენობა თავისთვის.ერთია, რომ რეპრესიების პოტენციური სამიზნეები არიან ეს ადამიანები და მეორეც, არ შეუძლიათ მისი გადახდა.20 წელზე მეტი გავიდა, რაც ეს გადასახადი შემოვიდა (ჩემი ხელით დაწერილია ეს ნაწილი საგადასახადო კოდექსში, ჩემი გამოგონებაა 40 ათას ლარამდე განთავისუფლება გადასახადებიდან). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ.საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფოდ რეფორმა. ამას იმიტომ ვამბობ დღესაც და აგერ უკვე მრავალი წელია, რომ 31 ოქტომბერმადე უნდა შეივსოს დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ჯარიმებია. მთავრობა ჯერ-ჯერობით თვალს ხუჭავს, იცის, რომ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახს უნდა მიადგეს, ამავე დროს არც არაფერს აკეთებს“, - წერს რომან გოცირიძე.ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აქვეყნებს ვიდეოსაც, სადაც ამბობს, რომ აუცილებელია რეფორმა.„ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ალბათ ყოველი მეორე თქვენგანი არის ქონების გადასახადის გადამხდელი, მაგრამ ბევრმა ეს არ იცის და სინამდვილეში იხდის 10-ჯერ ნაკლები. არ იცის, რადგან ჯერჯერობით მთავრობაც თვალს ხუჭავს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მრავალი წელია დღის წესრიგში დგას ამ გადასახადის რეფორმის საკითხი. მთავრობა პირდება საზოგადოებას და ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია.დევს ჩემი ახალი კანონპროექტი პარლმენტში. ყველამ აღიარა, რომ სწორი ვიყავი. მთავრობა გამოასწორებს ამას და მალე შემოვიტანთ ცვლილებებსო. იმის შემდეგ სამი წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ. იმეზეზებენ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადიც უნდა შევცვალოთო, არფერია შესაცვლელი, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი. დემაგოგობენ. არა აქვს რაიმე კავშირი ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან. ჯერ იმას მიხედონ, რაც საჩქაროა. ნუ ჰყავთ ხალხი მძევლად აყვანილი“, - ამბობს გოცირიძე.შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.ფიზიკური პირი კი ქონების გადასახადს მაშინ იხდის, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი წინა საანგარიშო წელს 40 000 ათას ლარს აღემატება.
