გორის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ფონზე მოხდა, დედამ პოლიცია გამოიძახა, – “იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს”, – ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი.
ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.