ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

„გორის ბაზრის“ ყოფილი მფლობელი ჯემალ წიკლაური – პირველი მეწარმე ვიყავი, ვინც „ნაცმოძრაობის“ დროს დამიჭირეს, გამიმართლა, რომ ახალაიების დროს არ ვიყავი ციხეში, თორემ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი

პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში, რომელიც დამიჭირეს, ციხეში ყოფნის დროს დიდი ზეწოლები იყო, გამიმართლა, რომ ახალაიების დროს არ ვიყავი, თორემ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი, – ამის შესახებ „გორის ბაზრის“ ყოფილმა მფლობელმა, ჯემალ წიკლაურმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

კომისიის სხდომაზე ჯემალ წიკლაურმა გაიხსენა, რა პირობებში იმყოფებოდა საპატიმროში.

„ჩემი საკუთრება, „გორის ბაზარი“ შევისყიდე 1996 წელს კონკურსის წესით. დამწვარი იყო ეს ბაზარი და მისი აღდგენა მქონდა დავალებული. 2004 წლის თებერვალში დაიწყო ჩემზე ზეწოლა, სააკაშვილის ხელისუფლება რომ მოვიდა. დამიბარა მიშა ქარელმა, მაშინდელმა გუბერნატორმა და მითხრა, უნდა დათმო ობიექტი, ჩააბარო სახელმწიფოს, თუ არადა პრობლემები გექნებაო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. გადაწყვიტეს ჩემთან, საწარმოში შემოსვლა და შემოწმება ჩაეტარებინათ, მაგრამ სასამართლო განჩინება მოვთხოვე და არ შემოვუშვი. ამის შემდეგ მეძახიან სამსახურში, ჯემალ, ვიღაც არის შემოსული და აწიოკებს ბაზარსო. გამოვედი, შევხედე და დავინახე გუბერნატორი მიშა ქარელი, პროკურორი, ტელევიზია, ვინც მათ ემორჩილებოდა.

შემოვიდა საგადასახადო სამსახური, შეამოწმეს და დამიდგინეს, რომ ვითომ სახელმწიფოს დავუმალე 300 ათასი ლარი გადასახადი. ამის საფუძველზე დამაკავეს. ორმა სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა მომისაჯა. სხვათა შორის, პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში, რომელიც დამიჭირეს. 2004 წლის 23 თებერვალს დამაკავეს. ციხეში ყოფნის დროს დიდი ზეწოლები იყო. მოგეხსენებათ, როგორი პირობები იყო, მაგრამ გამიმართლა, რომ ახალაიების დროს არ ვიყავი, თორემ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. ღამით შემოიყვანეს ვიღაც კაცი, რომელსაც ისე ებერებოდა მუცელი, გასაბერი ბურთი რომ გაბეროთ. მთელი ღამე ხელებს ურტყამდა კარზე, რომ მოეხედათ, მაგრამ ვიდრე არ გათენდა, არავინ ყურადღება არ მიაქცია, კაციშვილი არ შემოვიდა. 12-კაციან საკანში 52 ვიყავით. გვეძინა მორიგეობით. თუ დამიჯერებთ, საერთოდ არ მეძინა, მედიკამენტი თუ გამთიშავდა და მაშინ მივწვებოდი. ვერ ვიძინებდი, საჭმელს ვერ ვჭამდი. მთელი ოთხი თვის განმავლობაში, შეიძლება, 3-4-ჯერ მქონდეს ნაჭამი. რომელ საკანშიც ვიჯექი, ყველაზე უკეთესი საკანი იყო, 52 კაცი კი ვიყავით, მაგრამ სველი წერტილი იყო. ტუალეტში იყო დიდი კასრი და იმაში, „კიპიწელნიკს“ რომ ვეძახით, ეს იყო წყლის გადასავლებად. სხვა საკნებშიც ნამყოფი ვარ, მაგრამ იქ იყო საშინელება, ყველაფერი ეყარა, ყველაფერი ჩანდა. ერთხელ მომიწია გასეირნება იმ ოთხ თვეში და სუფთა ჰაერზე ცუდად გავხდით პატიმრები, ისე ვიყავით შეჩვეული. ვეხვეწებოდით, უკან დაგვაბრუნეთ-თქო“, – განაცხადა ჯემალ წიკლაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანი როინ შავაძის მეუღლეს: თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და დამტკიცდა რისთვისაც ამდენი...

მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად, უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი, - განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს კომისიის სხდომაზე.თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა."თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგში, დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის, სხვა მხრივ, როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფალნი, რომ რასაკვირველია, არც კი შერცხვებოდათ." - განაცხადა თეა წულუკიანმა.როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე იბარებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს - ამის შესახებ თეა წულუკიანმა კომისიაზე განაცხადა.

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ანდრია ბაუჟაძის გარდაცვალების შესახებ ქვედა სამების საჯარო სკოლა ავრცელებს.„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

მარიამ ქვრივიშვილმა AIM Congress – ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საინვესტიციო კონგრესის (AIM Congress) ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ორგანიზებით ქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. ღონისძიება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და მაღალი რანგის პირები, მათ შორის, ბაჰრეინიდან, მონტენეგროდან, ეგვიპტიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.მინისტერიალის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია ქვეყნის სახმელეთო და საავიაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს დაკავშირებადობას, რაც დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.„საქართველოს მთავრობის მიზნობრივმა და ეფექტურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, ტურიზმის სტატისტიკაზე დადებითად აისახება. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის მატებას ასევე იწვევს გაზრდილი ინვესტიციები ტურიზმში, ახალი საწოლი ადგილების შექმნა, ლიბერალური სავიზო რეჟიმების შემოღება და ღია ცის პოლიტიკა ავიაციაში და სხვ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება დარგის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში - 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 300 მლნ. აშშ დოლარით, 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია ინვესტიციებისთვის, რასაც ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დარგში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობაზე“ (Business READY), რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის საუკეთესო სამეულშია, ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევას „Investment Policy Review“ და Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2024“ რეიტინგს, სადაც საქართველო უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკი: უკრაინაში რუსეთის მხარეს ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.„ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვფიქრობთ, რომ მათი რიცხვი დიდია. ჩვენ გვაქვს 155 საპასპორტო მონაცემი, სადაც წერია მათი ასაკი და ადგილები, სადაც ისინი მსახურობენ: 70-ე, 71-ე და 225-ე მოტომსროლელი პოლკები და ასე შემდეგ“, - თქვა ზელენსკიმ.უკრაინის ლიდერმა აგრეთვე თქვა, რომ ჩინელებს სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით იბირებენ. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცის. ზელენსკის აზრით, გადაბირების სხვა სქემებიც არსებობს.ჩინეთის გადაბირებული მოქალაქეები მოსკოვში ჩაჰყავთ. იქ ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან, ხოლო შემდეგ ერთი-ორი თვით საწვრთნელ ცენტრში სამხედრო მომზადებას გადიან. ჩინელებს აძლევენ მიგრაციულ და საბანკო ბარათებს, აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსული ჯარის შემადგენლობაში იბრძოდნენ.

ბოლო სიახლეები