შაბათი, მარტი 14, 2026

გოგა ხაინდრავა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე: ეს რა ჩაიდინეთ თქვე ფარისევლებო! უფლის გამოსახულება როგორ დაწვით საშობაო ნაძვის ხესთან! კუბო რამ მიგატანინათ თქვენი შვილების საახალწლო თავშეყრის ადგილას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვას ეხმაურება.

„ეს რა ჩაიდინეთ თქვე ფარისევლებო! უფლის გამოსახულება როგორ დაწვით საშობაო ნაძვის ხესთან! კუბო რამ მიგატანინათ თქვენი შვილების საახალწლო თავშეყრის ადგილას!

თქვე შიგევროპელო ავო სულებო! არ აგცდებათ გეენის ცეცხლი! ქვეყანა გძულთ ვხედავთ! ბავშვებს რას ერჩით!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს

„ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო...ვერ გავუსწორე თვალი სიბნელეს ჩემი აივნიდან...იქ, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ თქვენი ფანჯრებიდან სინათლე იფრქვეოდა…ახლა მხოლოდ დაუნდობელი სიბნელეა… გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ ერთ წამში ჩამოწოლილმა მიწამ წლების ნაშრომი თან გაიყოლა.იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს.ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო... გაუძელით, გთხოვთ...- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოფელ კურსების მაცხოვრებელი  წერს და ვიდეოს აქვეყნებს. David NaTia Nishnianidze

დონალდ ტრამპი – აშშ-მა ხარგის კუნძულზე ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა, ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული.ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას“.მისი თქმით, კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა.„მე გადავწყვიტე, არ გამენადგურებინა კუნძულის სანავთობე ინფრასტრუქტურა, მაგრამ ირანი ან ვინმე სხვა თუ რაიმეს მოიმოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადავხედავ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.ტრამპი ასევე მოუწოდებს ირანს, დაყაროს იარაღი და „გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა“.„და ბევრი აღარ დარჩენილა“, – წერს ტრამპი.ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.ცნობისთვის, სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანის სამხედრო ძალები ბლოკავენ სავაჭრო გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, რამაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში რჩებიან და ვითარებას სწავლობენ როგორც სტიქიის ზონაში, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას სწავლობენ.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის მეწყრული სხეულის კონტურის ზედა ნაწილში (მოწყვეტის კიდე) პროცესები გადასულია სტაბილიზაციის ფაზაში, ხოლო მის ქვედა ნაწილში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე (ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი) დინამიკა კვლავ ფიქსირდება.მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციით გეოლოგების ჯგუფები აგრძელებენ ყოველი კონკრეტული ოჯახის შეფასებას, არა მარტო მეწყრის მიმდებარე დასახლებაში, არამედ სოფლის დანარჩენ ტერიტორიაზე.

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია

აშშ ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს იმ პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც სურს აშშ-ს. კერძოდ, დასახელებულია ათი კონკრეტული პირი, მათ შორის ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.„ფლობთ ინფორმაციას ამ ტერორისტ ლიდერებზე? გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია. ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მიიღოთ ჯილდო და რელოკაცია“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი „ირანის რევოლუციური გვარდიის“ სამხედრო ფრთის სხვადასხვა სტრუქტურას მართავენ და მათ მიმართულებას აძლევენ.

ბოლო სიახლეები