პოლიტიკური პარტია “გირჩი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დასანიშნად ერთკვირიან ვადას აძლევს.
ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა.დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები.
მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!ჩვენი გეგმა ასეთია: https://www.facebook.com/share/p/1571HsyfvR/ – წერს გირჩი სოციალურ ქსელში.