ე.წ გირგვლიანის შესწორებები მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. ცვლილებებზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.