სამშაბათი, მარტი 11, 2025

გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო, გავუწოდე ხელი, ჩავედი მოსკოვში, გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა – სააკაშვილი

ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არაფერი გამოვიდა.

„ჩემი საბოლოო, დიდი ოცნება არის ქართული სახელმწიფოს მძლავრი ცენტრის წარმოშობა სოხუმში. აფხაზეთთან ერთად, საქართველო, პრაქტიკულად, ორმაგი და სამმაგი ძალის არის. ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზეთი დაავიწყონ ჩვენს ხალხს, მაგრამ მე ეს ერთი წამით არ მავიწყდება. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წინაპრების საფლავები და ჩვენი ბავშვების მომავალი გვეძახის ისევ აფხაზეთისკენ. ეს მოხდება ისეთ პირობებში, როცა ქართველი ხალხი იქნება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე. ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. მე ხომ ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა. პირველივე გამოსვლაზე ინაუგურაციაზე გავუწოდე ხელი, პირველი ვიზიტით ჩავედი მოსკოვში. ომის წინ რა არ შევთავაზეთ, ოღონდ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზე. 2008 წლის შემდეგ გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, ვმასპინძლობდით რუს ჟურნალისტებს, რისთვისაც ახლა მასამართლებენ, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ჩვენი სიმართლე უნდა გაეტანათ და აგრესია შეემცირებინათ, პრაქტიკულად, ჩვენი დაცვის ერთ-ერთი ზღუდე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. მათ ძალიან არ უნდათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა, ნებისმიერი ფორმით. მათ არ მოსწონდათ გამსახურდია და ჰიბრიდული ოპერაციის შედეგად, სამხედრო გზით დაამხვეს. ჯერ მოახდინეს მისი სრული, მასობრივი პროპაგანდისტული დაბომბვა და შემდეგ უკვე პირდაპირი გზით დაბომბვა. მათ არ მოსწონდათ არც შევარდნაძე და, რა თქმა უნდა, არ მოვწონდი მე. მეტიც, მათ არც ივანიშვილი მოსწონთ ბოლომდე, რადგან მათ არ მოსწონთ თვითონ იდეა, რომ ვიღაც კიდევ არის მათი ჩამნაცვლებელი. მიაჩნიათ, რომ მთლიანად ყველაფერი მათი უნდა იყოს. შუამავლები მათ არ სჭირდებათ საქართველოს განადგურებასა და კონტროლში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნანუკა სტამბოლიშვილმა საიდუმლო გაამხილა – რას ამბობს პოპულარული მსახიობი მის კარიერაზე

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობმა, რომელმაც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ქართველ მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა, გადაცემაში „კულინარიული დუელი“ მისი თურქეთში სამსახიობო კარიერის დასაწყისზე ისაუბრა.„რეჟისორმა ინსტაგრამზე მიპოვა, აქედან მოხდა ჩვენი გაცნობა და შემდეგ უკვე მიმიწვიეს. თურქული ენა გადაღებების პროცესში ვისწავლე, პირველი სეზონის დასასრულს უკვე თავისუფლად ვლაპარაკობდი თურქულად.მანამდე კი ძალიან გამიჭირდა.. გადაღებების დროს ერთადერთი ვიყავი, ვინც თურქული არ იცოდა, არც თარჯიმანი მყავდა“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.წამყვანის კითხვაზე, თურქეთში ყოფნისას გრძნობს თუ არა, რომ ვარსკვლავია, ნანუკა პასუხობს: „კი, თურქები ისეთივე თბილები არიან, როგორც ჩვენ, ქართველები“.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა.კონტინენტის პირველობის ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) უკრაინელი ოლინიკი დაამარცხა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის იჭიდავა სანდრო ყურაშვილმაც (92 კგ), მაგრამ იგი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა.შეგახსენებთ, რომ დღემდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მოჭიდავეებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდათ მოპოვებული – ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.ხვალიდან, 12 მარტიდან, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

„გამაგრდი, მატკო“ – რაგბის კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, ვაზისუბანში, მესამე მიკრო-რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 28 წლის ნიკა მატკავაა.როგორც ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა, მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.ნიკა მატკავას ტრაგიკულ დაღუპვას ეხმიანება რაგბის კავშირი და მორაგბე ლუკა მატკავას თანაუგრძნობს:„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ წევრის, ლუკა მატკავას ძმის, ნიკა მატკავას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

ისლანდიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ისლანდიაში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

ვიტალი ბორისოვმა ალა პუგაჩოვას მის მიმართ მკვლელობის მცდელობაში ბრალი დასდო და საგამოძიებო კომიტეტში საჩივარი შეიტანა

უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა მომღერალ ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში. ის ამტკიცებს, რომ პრიმადონა მის მოკვლას ცდილობს და უკვე მოაწყო მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ SHOT წერს.FPBC-ის ხელმძღვანელმა იუსტიციის გენერალ-მაიორს ანდრეი სტრიჟოვს მიმართა, რომ ეშინოდა მისი სიცოცხლის ხელყოფის გამო. მან შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა მზადდებოდა და რომ ალა ბორისოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი შემკვეთი. მისი თქმით, მომღერალი შურს იძიებს მისი მოწოდებებისთვის, ჩამოერთვას ტიტულები და სახელმწიფო ჯილდოები, გამოაცხადოს იგი უცხოურ აგენტად და დაისაჯოს ანტირუსული განცხადებებისთვის.ბოროდინმა გასულ წელს უკვე მიიღო მუქარის შეტყობინებები და პოლიციაში განცხადებები შეიტანა. ამჯერად, FPBC-ის ხელმძღვანელი ასევე სერიოზულად შეაშინა პუგაჩოვას მხრიდან შესაძლო ქმედებებმა და მოითხოვა მომღერლის პასუხისმგებლობის დაკისრება სტატიით "მკვლელობა".

ბოლო სიახლეები