სამშაბათი, აგვისტო 4, 2026

გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ჩხიკვაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა. ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ). აბულაძემ ინდოელი მოჭიდავე 9:1 დაამარცხა, ჩხაიძემ კი აზერბაიჯანელ ალიევს ანალოგიური ანგარიშით მოუგო.

ხვალ, 23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი – ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით – ქვეყანამ ბოდიში მოიხადა და შეტევა გავაუქმეთ

ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.რეზაის განცხადებით, კასპიის ზღვაში უკრაინის მიერ ირანულ გემზე დარტმის საპასუხოდ თეირანი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის მზად იყო.„მაგრამ, ამის შემდეგ ქვეყანამ ბოდიში მოიხადა და ჩვენ შეტევა გავაუქმეთ“, - აღნიშნა ხამენეის მრჩეველმა.ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის განმუხტვა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის საუბრის შემდეგ მოხერხდა.

7 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2026 წლის ივლისში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს წიწაკა, საზამთრო და გაზეთი.წიწაკა -58.5%;საზამთრო - 56.2%;გაზეთი - 41%;დიზელის საწვავი - 36.4%;ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 36%;მსხალი - 35%;კიტრი - 35%;

ვალერი ზალუჟნი ​- ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ გავწევრიანდებოდით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერასდროს გაწევრიანდება ნატო-ში

ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტებს დავუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ ნატო-ში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასდროს გავწევრიანდებით მასში, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ ნატო დღემდე მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზეა დაფუძნებული, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის.ზალუჟნიმ უარყოფითად შეაფასა ნატო-ს პოტენციალიც.„სავარაუდოდ, ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია, სულ მცირე, რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად“, – განაცხადა მან.ზალუჟნის განმარტებით, უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ნატო-ს ქვეყნებში არსებობს.უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, ზალუჟნის აზრით, ეფექტური არა ნატო, არამედ სხვა კავშირებია.ზალუჟნის აზრით, ეფექტური მექანიზმია ასევე უკრაინის წევრობა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) კოალიციაში.მისივე თქმით, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების მართვის ორგანოები 2015 წლიდან ჩამოყალიბდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ სუსტია და არ შეესაბამება საჭირო დონეს.

სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - პროფესორ მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასპორტო საზოგადოებას.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალებით ქართულმა სასპორტო და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ დაკარგა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ღირსებით გამორჩეული ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები ქართული სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს მიუძღვნა - ერთგულად ემსახურა ეროვნულ სპორტს და ღირსეული კვალი დატოვა საუნივერსიტეტო სივრცეში.მისი გამოცდილება, პროფესიული და ადამიანური ღირსებები, ორგანიზატორული ნიჭი და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი იყო კოლეგებსა და სტუდენტებში, ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალა იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული სასპორტო განათლების განვითარებისთვის.საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სასპორტო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ჰაკერული თავდასხმა ლიხტენშტაინზე: გაჟონილია 31 ათასი კომპანიის პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია

ჰაკერებმა გატეხეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად გამოიყენებოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცნობია, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან ან რა იყო მისი მიზანი. შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი, ხოლო დაზიანებული სისტემა, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, სრულად არის გათიშული.ლიხტენშტაინის სამთავრო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. მისი მოსახლეობა 40 000-ს ოდნავ აღემატება. სამთავროში ყველაზე მომგებიან სექტორებად ფინანსური და საბანკო მომსახურება მიიჩნევა.ბრიჯიტ ჰაასი, ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრი: „გამოძიება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა, რათა მათ მონაცემთა დაცვის მაქსიმალურად მაღალი დონე ჰქონდეთ გარანტირებული“. ემანუელ შედლერი, სექტორ „მართლმსაჯულება და საზოგადოების“ მრჩეველი: „დაზიანებული სისტემა სრულად გაითიშა და ამჟამად გადის საფუძვლიან შემოწმებას, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. პრევენციის მიზნით, ასევე გაითიშა მსგავსი ტექნიკური პარამეტრებით მომუშავე ორი სხვა სისტემაც“.

ბოლო სიახლეები