სამშაბათი, აპრილი 8, 2025

გიორგი ჩიკვაიძე – საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე

საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.

11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე.

რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება არის დანაშაულებრივი და არის რუსული.

ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!

დღეს ჩემი შიმშილობის მეოცე დღეა. მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, შევნიშნე, რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი, შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის შემხედველი ქართველი ხალხი.

ხშირად ისმის ფრაზა – ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ; ის კი, მშვიდად, მოწამებრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე – ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.

შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია – ერთი ერთზე – მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარია“,- წერს ჩიკვაიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავეა, იანტბელიძე – საუკეთესო მწვრთნელი

ქართული ჭიდაობის მორიგი აღიარება – ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მედლების გათამაშების დაწყებამდე, თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები დაასახელეს.ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ – გენო პეტრიაშვილი დასახელდა.საუკეთესო მწვრთნელი კი გიორგი იანტბელიძე გახდა.ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პეტრიაშვილისა და იანტბელიძის ჯილდოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასკომის წევრმა ედიშერ მაჩაიძემ ჩაიბარა.

თბილისში „მედიის სოლიდარობის მარში“ იმართება

თბილისში „მედიის სოლიდარობის მარში“ იმართება. მარშის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.მათი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და გმობენ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობრივ ქმედებებს. მარშის მონაწილეების თქმით, ყველას უნდა გააგონონ, რომ საქართველოში მედია არ აპირებს დადუმებას.მარშის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: „არა ცენზურას“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“; „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“; „თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს“; „თავისუფლება მედიას“.

ჯადოსნური ბაბუაწვერა -ამ მცენარეს სასწაულმოქმედი თვისებების გამო სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ

ამ მცენარეს სასწაულმოქმედი თვისებების გამო სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ. უამრავ რამეს უხდება და წამლობს.შეიცავს:ვიტამინებს: A, C, K, B ჯგუფის ვიტამინები. მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი.ინულინს: პრებიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ნაწლავის მიკროფლორის ჯანმრთელობას.სამკურნალო მიზნებისათვის გამოიყენება ფესვები, ფოთლები, ყვავილები. მცენარე ხასიათდება ნაღველმდენი, სიცხისდამწევი, საფაღარათო, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი, სპაზმის მომხსნელი და მსუბუქი დამაძინებელი მოქმედებით. ფესვებისა და ფოთლების წყლიანი ნაყენი აუმჯობესებს მადას, საკვების მონელებას და ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს მეძუძურ ქალებში რძის გამოყოფას, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.ქიმიურ-ფარმაკოლოგიური შესწავლისას, ექსპერიმენტულად დამტკიცებულია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიკარცეროგენული და ანტიდიაბეტური მოქმედება. რეკომენდებულია დიაბეტის, მატონიზირებელი საერთო სისუსტის, ანემიის სამკურნალოდ.ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, გასტრიტის, კოლიტის, ცისტიტის, მადის გასაუმჯობესებლად, ყაბზობის, მეტეორიზმის, აგრეთვე მუცლის ჭიების საწინააღმდეგოდ.ბალახის ნაყენს ფესვებთან ერთად ხმარობენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, სიმსივნის, წყალმანკის, ბუასილის დროს. ბალახის ნაყენი გამოიყენება ავიტამინოზის, კანის სხვადასხვა დაავადებებისას.როგორ გამოვიყენოთ ბაბუაწვერაბაბუაწვერას გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით:ნედლი ფოთლები: შეგიძლიათ დაამატოთ სალათებს, სმუზებსა და სხვა კერძებში. გამხმარი ფოთლები და ფესვები: გამოიყენება ჩაის, ნაყენისა და ნახარშის მოსამზადებლად. ექსტრაქტი: ხელმისაწვდომია კაფსულების, ტაბლეტების და სითხის სახით. ზეთი: გამოიყენება კანის მოვლისთვის.ფესვიბაბუაწვერას ფესვის ნაყენი და ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას, მადას, ახშირებს ნაწლავთა მოქმედებას (საზოგადოდ, ბაბუაწვერა კარგი საფაღარათო საშუალებაა). გარდა ამისა, ეფექტურია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების (მაგალითად, ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის), გასტრიტისა და კოლიტის დროს. ბაბუაწვერის ფესვების ნაყენის როგორც საფაღარათო საშუალების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუკი დიარეისკენ ხართ მიდრეკილი, ამ ნაყენის დალევას არ გირჩევთ.ბაბუაწვერას ფესვი გამოგადგებათ ანემიის, მეტისმეტი სიგამხდრის, ნიკრისის ქარის (პოდაგრის) დროსაც. თუ ბაბუაწვერას შეგროვება განიზრახეთ, ასე მოიქეცით:ფესვები პატარა ნიჩბით ფრთხილად ამოთხარეთ, მოაჭერით ღერო და ფესურები, ცივი წყლით გარეცხეთ, დასერეთ, რამდენიმე დღით ჩრდილში დააწყვეთ და დაელოდეთ, ვიდრე რძისფერი სითხე მთლიანად გამოჟონავს, შემდეგ ისე გაშალეთ, რომ ერთმანეთზე არ ეწყოს და გამოსაშრობად ერთხანს კიდევ დატოვეთ. კარგად გამომშრალი ფესვი იოლად უნდა ტყდებოდეს. მზა ნედლეული ქაღალდის პაკეტსა და მინის ქილაში 5 წლის განმავლობაში ინახება.ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და 8 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 5-10 წუთით ცეცხლზე შედგით, გაფილტრეთ და ყლუპობით სვით დღის განმავლობაში.ინფორმაცია ბოლო მიმდინარე კვლევებზებოლო წლებში ჩატარებული კვლევები ადასტურებენ ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებებს. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტს შეუძლია შეამციროს ანთება, ებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს, დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე და გააუმჯობესოს ღვიძლის ფუნქცია.გაფრთხილებებიბაბუაწვერას გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში ან იღებთ სხვა მედიკამენტებს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.უკუჩვენებებიალერგია ბაბუაწვერაზე. ნაღვლის ბუშტის დაავადებები. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. თირკმლის დაავადებები.

სტივენ დაუთი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საია-ს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას ულოცავს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. ამის შესახებ ნათქვამია დაუთის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.„ვულოცავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.თვეების განმავლობაში დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის დემოკრატიული მისწრაფებები.მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საია-ს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტრაგედია ბათუმში – სამგზავრო მატარებელი ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.„უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები